სილვა იოსებაშვილის ბავშვობის მოგონებებს ახლადგამომცხვარი მაცას და ხეხილის ბაღების სურნელი აქვს. ის თითქოს ისევ პატარა გოგოა და ბებოსთან ერთად ქუჩებში დასეირნობს, ჰაერში კი, ცხინვალის სინაგოგასთან ახლოს საცხობი რომ იყო, იმის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს.
ავტორები
ლაშა შაყულაშვილი
ავტორის ისტორიები
დრო, როცა ერთდროულად ცხვებოდა ხაჭაპური, ხაბიზგინა და ოსური ღვეზელი სახარაჯინი
ნეგარი ეკუთვნის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიასპორულ ჯგუფს და 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ეთნიკური ქართველების შთამომავალია.
ქართველი გოგო ისპაჰანიდან
რა გამოწვევები და უპირატესობა აქვს სამშვიდობო შეხვედრებსა და დისკუსიებს კონფლიქტით დაზარალებულებისთვის ციფრულ ეპოქაში?
უნიკალური გამოცდილება: სამშვიდობო ინიციატივები ციფრულ ფორმატში
ორი საუკუნის შემდეგ, რაც რუსეთიდან დუხობორები (სულისთვის მებრძოლნი) კავკასიაში ჩამოასახლეს, საქართველოში მათი მომავალი ახალგაზრდა დუხობორების ხელში აღმოჩნდა. 1840 წელს დუხობორებმა მეფის რუსეთს თავი დააღწიეს და საქართველო საკუთარ სამშობლოდ აქციეს. საქართველოს ტერიტორიაზე ისინი რვა სოფელში დაფუძნდნენ, სადაც მრავალი თაობა აღზარდეს. დღესდღეობით, მასობრივი მიგრაციის შედეგად, საქართველოში დუხობორების რაოდენობა შემცირებულია. სოფელ ორლოვკასა და გორელოვკაში, რომელიც მათი წმინდა ადგილია მხოლოდ 135-ნი დარჩნენ. დუხობორების მომავალი საქართველოში მეტწილად ისეთი ახალგაზრდების ბედზეა დამოკიდებული, როგორიც ქრისტინა კრასნიკოვა და ქრისტინა ბიჩახჩიანია. მოდური, თანამედროვე და განათლებული ახალგაზრდა ქალები, მსოფლიოს წამყვანი მეტროპოლისის მაცხოვრებლებს ჰგვანან. ორივე ქრისტინა საკუთარი წარმომავლობით ამაყობს, მაგრამ სირთულეები, რომლის წინაშეც დუხობორები დგანან, მათ სხვადასხვა გადაწვეტილების მიღებას აიძულებს. 18 წლის ქრისტინა კრასნიკოვა შიშობს, რომ მალე სოფლის დატოვება მოუწევს. მისი ბევრი თანატოლი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. 24 წლის ქრისტინა ბიჩახჩიანმა კი გორელოვკაში დარჩენა ამჯობინა. საკუთარი წარმომავლობით ამაყი ქრისტინა, ქართულ საზოგადოებაში კარგად არის ინტეგრირებული. გარკვეული პერიოდით სწავლის გამო გორელოვკას მიტოვება მოუწია, მაგრამ უკან დაბრუნდა და ამჟამად გორელოვკას სკოლაში ასწავლის, სადაც თავად მიიღო განათლება. ორი ახალგაზრდა ძირითად დროს გორელოვკას ქართულ-რუსულ სკოლაში ატარებს, სადაც დუხობორი, სომეხი და ქართველი ბავშვები ერთად სწავლობენ. 200 წლის წინ, სოფელში გატარებული პირველი ზამთარი დუხობორებისთვის დიდი ზიანის მომტანი გამოდგა. ბევრი მათგანი გარდაიცვალა და გაზაფხულს უამრავი ბავშვი ობლად შეხვდა. დუხობორებმა მათთვის ბავშვთა სახლი ააშენეს და ამ შენობის გარშემო ტრადიციული სამლოცველოებიც ააგეს. წლებთან ერთად დუხობორებმა მშვიდობა და კეთილდღეობა სწორედ სამცხე-ჯავახეთში მოიპოვეს. თავდაპირველად რეგიონში 4,000 ოჯახი დასახლდა და მოგვიანებით მათ რვა სოფელი დაარსეს. რეგიონის ცივ ზამთრებთან გასამკლავებლად თეთრი სახლები ააშენეს, რომელთა კარები ცისფრად შეღებეს. ჩვენი სტუმრობის დროს ქრისტინა კრასნიკოვას და ქრისტინა ბიჩახჩიანს სალოცავ სახლში შევყავართ. გარშემო ყველაფერი თოვლით არის დაფარული, მხოლოდ სახლის ეზოში ცირცელის წითელი ნაყოფის ფერი გამოკრთის და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში
21 წლის ნეგარ ხოდაივანდი ერთ-ერთია იმ ირანელებს შორის, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან. უფრო ზუსტად კი, ნეგარი იმ ახალგაზრდებს წარმოადგენს, რომლებიც საკუთარ ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან. ნეგარი ეკუთვნის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიასპორულ ჯგუფს და 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ეთნიკური ქართველების შთამომავალია. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, იძულებით გადასახლებულმა ქართველებმა ბინა დაიდეს დღევანდელი ირანის ქალაქ ფერეიდანში და მის შემოგარენში მიმოფანტულ სოფლებში. ისინი შიიტი მუსულმანები არიან და ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებსა და ენას.
ქართველი გოგო ისპაჰანიდან
ორი ათწლეულის შემდეგაც კი, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა ზიანის შემცველიაჯანმრთელობისთვის მავნე პესტიციდებისა და ქიმიკატების გროვები.
იაღლუჯას მთაში ჩამარხული საწამლავი
ოთხი წლის წინ სალომეა გოგეშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ორი შვილის დედა საშინელ ავტოავარიაში მოყვა. გადარჩა, თუმცა ექიმებს მარჯვენა მკლავის ამპუტაცია დასჭირდათ. რამდენიმე კვირა მძაფრად გრძნობდა როგორ მიექანებოდა უფსკრულისკენ. მკლავის დაკარგვასთან ერთად, მალევე დანებდა შიშს, რომელიც შვილებზე ზრუნვის უნარის დაკარგვასაც გულისხმობდა. რა თქმა უნდა, კარგავდა ფიზიკურ სილამაზესაც, რომელიც მას, როგორც ქალს, გამოარჩევდა.
როცა შიში გაძლიერებს
საქართველოს პირველი ახალგაზრდული საპროტესტო ტალღა იმპერიის წინააღმდეგ
კოვიდ-19-მა მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს გამოაცდევინა იზოლაცია. სოციალური დისტანციის დაცვა და საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებისთვისაც იზოლაცია განსაკუთრებული მდგომარეობა კი არა, უბრალოდ, ცხოვრების წესია.