რამდენიმე კვირით ადრე სანამ ვირუსი საქართველომდეც მოაღწევდა, აფხაზეთში ვიმოგზაურე. ეს ის ადგილია, რომლის აღწერაც ცოტა რთულია ხოლმე ვინმეს დადანაშაულების გარეშე. არასოდეს ვყოფილვარ მანამდე ტერიტორიაზე, რომლის სტატუსიც “დე-ფაქტოა”, ამიტომ ჩემი თვალით მინდოდა მენახა. ამ მოგზაურობის დროს დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის ლეგენდარული სილამაზე სინამდვილე ყოფილა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნამ რაღაცნაირი ტკბილ-მწარე შეგრძნებები დამიტოვა, თითქოს იქაურობა ერთდროულად იტევს ზღაპრულ სილამაზესაც და მარტოობის, ჩაკეტილობის განცდასაც. მაშინვე დავფიქრდი რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე იზოლაცია, თუმცა პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ მაქვს.