აფხაზეთიდან დევნილი, 81 წლის ანიკო ჩხეტია, თბილისში, მარტო ცხოვრობს. 22 წლიანი მარტოობის შედეგად, ანიკომ გამოიმუშავა ძლიერი სული და ბრძოლისუნარიანობა, რომელიც მას ძველ ტრავმებთან გამკლავებაში ეხმარება, რაც გამოიწვია საკუთარი ქმრისა და ქალიშვილის დაღუპვამ. მარტოობა გახდა მისი ნავსაყუდელი - სავსე წარსულის მოგონებებით.
ავტორები
თამთა უტიაშვილი
ავტორის ისტორიები
მარტოობის ხიბლი
ბარისახოს ამბულატორიის ერთადერთი ექიმი, ლელა გაბური, ხევსურეთის 34 სოფლის 250 ბენეფიციარს ემსახურება. გაუმართავი ინფრასტრუქტურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების არარსებობის, ადამიანური რესურსის ნაკლებობისა და პაციენტების სკეპტიციზმის გამო, სამუშაო კიდევ უფრო რთულდება. ზოგადი სურათი ზამთრის დადგომასთან ერთად მძიმდება... ამ ეტაპზე, ლელას თბილისიდან მოწვეული ჰყავს ექიმი-ექოსკოპისტი, რომელიც, თვეში ორჯერ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს ბარისახოში მხოლოდ ერთი დღის გატარება მოუწია, ლელასთან ერთად მან საკუთარ თავზეც გამოცადა არსებული მდგომარეობის სირთულე.
აღქმა
1950 წელს დანოს ოჯახი დროებით თიანეთში გადასახლდა. აქ დანომ ხევსური ქრისტიანი ბიჭი, ირაკლი გაიცნო. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ, 1953 წელს. დანო ახლა პანკისის ხეობაში ცხოვრობს, თავის მშობლიურ სოფელ ომალოში. ის აქ 1995 წელს დაბრუნდა. ეს დაბრუნება არ იყო იოლი: მისი ყოველდღიურობა სავსეა ბრძოლითა და გამოწვევებით. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მუხლჩაუხრელმა შრომამ, სიკეთემ და გულწრფელობამ ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან პატივისცემა დაიმსახურა, მისი დამოუკიდებელი ცხოვრება ქისტებისთვის მაინც უცნაურად აღიქმება. დანო ახერხებს შეინარჩუნოს მყარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხისადმი თავისი ძლიერი პიროვნების წყალობით. ის თვლის, რომ მისი გული საუკეთესო მრჩეველია ყველა საკითხში.