ებრაელი ხალხი საქართველოში საუკუნებია, ცხოვრობს. მათი დიდი დასახლებები ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქსა და სოფელში არსებობდა. ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, ებრაელთა უმეტესობა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავრა საქართველოდან. დაახლოებით 30 წელიწადში ებრაული მოსახლეობა თითქმის სულ დაცარიელდა. დიდი მიგრაციის შედეგად, მხოლოდ რამდენიმე ქალაქში შემორჩა ებრაული დასახლება. მათ, ვინც თანამემამულეთა გაყოლაზე უარი თქვეს, თავიანთი მიზეზი გააჩნიათ.
ავტორები
ზურაბ ბალანჩივაძე
ზურა ბალანჩივაძე, 27 წლის. მუშაობს სოციალური მედიის სფეროში. დაინტერესებული არის ხელოვნებითა და სოციალური საკითხებით. მისი მოღვაწეობის სფეროებიდან (მხატვრობა, წერა, ფოტოგრაფია) აქცენტს ყოველდღიურ მოვლენებზე აკეთებს. ხშირად ცდილობს, ფოკუსირება მოახდინოს დეტალებზე, რომელთაც მთელი ამბის მოთხრობა შეუძლიათ.
ავტორის ისტორიები
ისინი, ვინც დარჩენა გადაწყვიტა
საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე ფიქსირებული 716 კრიმინალური ავტორიტეტიდან 32% ქართველი იყო. 1926 წლიდან 1940 წამდე საბჭოთა კავშირში ჯიბის ქურდებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. საძმო, რომელიც თანდათან გაიზარდა და გაძლიერდა. მოგვიანებით გაჩნდა უფრო მაღალი რანგის კრიმინალების ინსტიტუტი. ისინი ნელ-ნელა იკრებდნენ გავლენას როგორც ციხეში, ისე მთელ ქვეყანაში.
შავი, კრიმინალური 90-იანები
იგი ორჯერ გახდა იძულებული საკუთარი საცხოვრებელი მიეტოვებინა. მაცი ლვოველს ვერასდროს წარმოედგინა, რომ თავის ცხოვრებას ტიხრულ მინანქარს დაუკავშირებდა. დღეს იგი სოციალურ საწარმო "იკორთას" თანამშრომელია, ხოლო წეროვნიდან გამოგზავნილი მისი ნაკეთობები თანდათან უფრო პოპულარული ხდება.
ახალი რეალობის მოლოდინში
16 წლის განმავლობაში, ნანა მუთოშვილი, იგივე ნატაშა, მუშაობს ბიბლიოთეკარად სოფელ ჯოყოლოში, ქისტების გარემოცვაში. იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა საგანმანათლებლო ადგილი, ნატაშამ შესწირა თავისი კარიერა და გახდა ერთადერთი ბიბლიოთეკარი პანკისის ხეობაში.
პანკისელი ბიბლიოთეკარი
ციცაბო ფერდობებსა და ხეობებზე, ბინებისა და ეკლესიების თავზე გადმოკიდებული საბაგიროები საქართველოსთვის უჩვეულო სანახაობა არ არის. საბაგირო ქსელი 1950-იანებში განვითარდა. საბჭოთა კავშირის ინჟინრებს უჭირდათ საქართველოს ზოგიერთ მთიან ქალაქში იოლად გადაადგილება, განსაკუთრებით ჭიათურაში, რომელიც მადნეულის მოპოვების ცენტრი იყო და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისში.მათ გამოსავალი საჰაერო ტრანსპორტში იპოვეს. ქუთაისის საბაგირო 1961 წელს აშენდა გორას უბანში და მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
ძველი, მაგრამ მუშა: ქუთაისის ერთადერთი საბაგირო
1930-იანი წლებიდან მოყოლებული, მოზაიკები საბჭოთა ცხოვრებას ასახავდა: სამთავრობო შენობებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, მატარებლის სადგურებსა თუ უზარმაზარ ქარხნებზე, ეს პატარა, ფერადი ნატეხები იმ მშვენიერ ცხოვრებასა და ნათელ მომავალს გადმოგვცემდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკები აშენებდნენ ხალხისათვის, ხალხის დახმარებით. დრო გადის და მოზაიკებიც თანდათან ხუნდებიან, როგორც წარსული ცხოვრების მოგონებები.
დანაწევრებული იდეოლოგია, საბჭოთა მოზაიკები საქართველოში
საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, სკოლის მასწავლებლები თვლიან, რომ სექსი კლასში განხილვისთვის უხერხული თემაა და უკეთესი იქნება თუ ამ საკითხს ბავშვები მშობლებთან ერთად განიხილავენ. სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით, საქართველოში გარკვეული ტაბუ არსებობს.
სექსუალური განათლება საქართველოში
ეს შენობა საკუთარი წარსულის აჩრდილია. გარედან ზურმუხტისფერი საღებავი ძვრება, კიბე ძველი და მორყეულია, სვეტებს ბზარები ამჩნევია. შენობის შიგნით, ხის იატაკს ჭრაჭუნი გაუდის. კახეთში, სოფელ ზემო მაჩხაანის კულტურის სახლი, ან როგორც მას რუსულად უწოდებდნენ „Дом Культуры” 1960-იანი წლებიდან მუშაობდა და რეგიონში მრავალ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობდა.
საბჭოთა კულტურის სახლების ახალი სახე
დანგრევის პირას, დაბინძურებულ გარემოში მყოფი თბილისის ეზოები, დედაქალაქის მულტიკულტურულ წარსულსა და ურბანულ წყობაზე მიანიშნებენ.
თბილისის ეზოები: დანგრევის პირას მყოფი სივრცეები
კონფლიქტმა რომელმაც 300,000-მდე ადამიანი დევნილი გახადა, ხოლო 15,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს ეროვნულ ფსიქიკაზე ღრმა კვალი დატოვა. მას შემდეგ 25 წელი გავიდა, მაგრამ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომზე, სასკოლო სახელმძღვანელოები ძალიან ცოტას ჰყვებიან. ქართველმა ახალგაზრდებმა კი თითქმის არაფერი იციან იმ ომის შესახებ, რომელმაც მათი ქვეყანა ძირფესვიანად შეცვალა.