Chai Khana-ს ახალი გამოცემა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხანდაზმულებზეა. ისეთ ისტორიებს ვიკვლევთ, რომლებსაც ადამიანები წლებთან ერთად უფრო მძაფრად შეიგრძნობენ და განიცდიან: დისკრიმინაცია ასაკის გამო, უკიდურესი სიღარიბე, უსარგებლოდ ყოფნის დამთრუგნველი შიში, მარტოობის მოლოდინი, პანდემიით გამოწვეული ბუნდოვანი მომავლის პერსპექტივა, მოვლისა და ზრუნვის აუცილებლობა საყვარელი ადამიანებისგან.