08.07.2022

თინა ჩერტოვას პერსონალური გამოფენა : "Україна переможе"

#8 Egnate Ninoshvili, Fabrika
8 ივლისიდან, ArtUp - Street Gallery, ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარე საგამოფენო ბოქსებში წარმოგიდგენთ Chai Khana-ს ილუსტრატორის, თინა ჩერტოვას, გამოფენას "Україна переможе", რომელიც ჩვენთან მუშაობისას შეიქმნა. ნამუშევრები ეძღვნება მამაც უკრაინელ ხალხს, რომლებიც იბრძვიან ყველა ადამიანის თავისუფლებისთვის მსოფლიოში. ილუსტრაციების ეს სერია შექმნილია Chai Khana-სთვის.
 
 
"ნამუშევრები ეფუძნება ნამდვილ ისტორიებს, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ომში აღმოჩნდნენ და დღესაც იბრძვიან სიცოცხლის, თავისუფლებისთვის და მომავლისთვის. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დამაახლოვა უკრაინელ ხალხთან. წლების წინ, ჩემი წინაპრები, როგორც ოპოზიციონერები გაძევებულნი იყვნენ დიქტატორული რეჟიმის მიერ საკუთარი მიწიდან, ზოგი დახვრიტეს, ხოლო ვინც გადარჩა, საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. მშვიდი ცხოვრების ძიებაში, ახლა უკვე ჩვენ, მათი შთამომავლები გავხდით რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, და ეს დღემდე გრძელდება. იმის გააზრებით და გაანალიზებით, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში და რა გამოვიარეთ წარსულში, მუდმივად მეფიქრება, ვინ იქნება შემდეგი? ან რატომ?"
recent events