საქართველო, დილა

ფოტოგრაფი: გიორგი ნებიერიძე

03.03.21

“საქართველო, დილა” ჩემი პერსონალური ფოტოების სელექციაა, რომლებიც 2009-2013 წლებშია გადაღებული. ფოტოებში აღბეჭდილია დღის ამ განსაკუთრებულ მონაკვეთში განცდილი და დანახული ემოციური მომენტები. ფოტოების უმრავლესობა გრძელი, გამოუძინებელი ღამეების შემდეგ გადავიღე, ხშირად სახლისკენ მიმავალ გზაზე. ჩემთვის ასეთი დილა ძალიან მიმზიდველი და რომანტიკულია. ცარიელ ქუჩებსა და სიმშვიდეს თავისუფლების განსაკუთრებული შეგრძნება მოაქვს, როდესაც დღის დანარჩენ დროს თითქოს ყველაფერი კონტროლირებულია.

ამ კადრებში პროტაგონისტების სხეულის ენა და ქცევა მათ მგრძნობიარე ბუნებას ავლენს, თუმცა, ამ პროექტის მიზანი მათი სისუსტის ჩვენება არ ყოფილა. ფოტოების შინაარსი დანარჩენ სამყაროსთან არსებულ დისტანციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც თავისებურ ინტიმურობას ქმნის და თავისუფლების ნამდვილ მნიშვნელობაზე გვაფიქრებს. სწორედ ამიტომ, ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს გულგრილად ვერასოდეს ვიხსენებ.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, განსაკუთრებით კი ფერთა უფრო მშვიდ ტონს, რომელიც ჩემს ნამუშევრებს ნაკლებად ახასიათებს, მედიტაციური ძალა აქვს. ის არღვევს ჩვეულებრივი, რუტინული დღის დინამიკას. ჩემთვის საინტერესოა ცივი ფერების კომბინაცია. ღია მწვანის, ლურჯისა და თეთრის დომინირება ოქროსფერ ყვითელთან, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ფოტოში ვხედავთ. ეს შედარებით ცივ ფერთა პალიტრა არ არის შემთხვევითი. მათი სიჭარბე ჩვენი ყოველდღიური სინამდვილის უფრო რეალისტურად დანახვაში გვეხმარება, რომელიც ნაკლებად თეატრალიზებული და ინსცენირებულია.

როგორც ჩემი სხვა ნამუშევრები და სერიები, ეს პროექტიც დოკუმენტურად ასახავს იმ ატმოსფეროსა და დროს, რა პერიოდშიც ეს ფოტოები გადავიღე, თუმცა, რაღაც თვალსაზრისით, თავისი მელანქოლიური და რომანტიკული ელემენტებით, ის დროის აღქმასაც გვაკარგინებს.

გიორგი ნებიერიძე Chai Khana-სთვის.

ფოტო: ტაქსში, თბილისი, 2011

მთაწმინდა, თბილისი, 2011
თბილისი,  2011
თბილისი, 2011
კიკეთი, 2011
პაკო, კიკეთი, 2011
იკა, გონიო, 2011
ლოკა, ბორჯომი, 2012
თბილისი, 2011
თბილისი, 2011
შაკო, კიკეთი, 2011
ნიკა, თბილისი, 2010
თბილისი, 2013
ანკა, თბილისი, 2013; დიდი დიღომი, თბილისი, 2013
ანკა, თბილისი, 2013; დიდი დიღომი, თბილისი, 2013
კლუბი „მტკვარზე", თბილისი, 2013
წამლის ნარჩენები რესტორნის ტუალეტში, თბილისი, 2013
თბილისი, 2012
ელენე, თბილისი, 2011
ტუნელი, თბილისი, 2012
ტუნელი, თბილისი, 2012
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია