სულით ნათესავები

12 min.

სულით ნათესავები

15.12.21

ფერი ისმაილოვა, სკოლის დასრულების შემდეგ, თანაკლასელი გოგონებისგან განსხვავებულ გზას ირჩევს და ცდილობს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე ხალხში გავრცელებული წარმოდგენები და განწყობები შეცვალოს.

წლების წინ, როცა ფერი ისმაილოვა სკოლას ამთავრებდა და მის კლასში თითქმის ყველა გოგო გათხოვდა, მან სწავლა აირჩია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ფერი ლაგოდეხის რაიონში, სოფელ უზუნთალაში, კაბალის თემში გაიზარდა, სადაც ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ამაყობს, რომ დღეს სოფელში ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის და მთელი თემის თარჯიმანია.  

დედა ყველა მისი წამოწყების დიდი მხარდამჭერია.  დედასთან ერთად, ფერი ყველა იმ სტერეოტიპს ამსხვრევს კაბალის თემში, რაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის ხშირად გაუცხოების მიზეზია.


ვიდეო მომზადებულია TDI-ის პროექტისთვის "მრავალფეროვნების სახეები"