ერთი თემი, ორი სამშობლო

ავტორი: თათუკა დოლიძე,

ფოტოგრაფი: ანა-მარია კიკნაველიძე, თათუკა დოლიძე

22.09.22

აღმოსავლეთ საქართველოში პატარა ქალაქი წნორი ინდოეთის ერთ-ერთი ახალგაზრდა მონოთეისტური რელიგიის მიმდევრების - სიქჰების ახალი სამშობლოა. Მიუხედავად მიძინებული ქალაქის ცენტრისა და თბილისიდან 114 კილომეტრით დაშორებისა, წნორი შეუმჩნევლად იქცა, დაახლოებით, 45 სიქჰის სახლად. 

სიქჰები, ძირითადად, პენჯაბის (ინდოეთი) შტატში ცხოვრობენ. Პირველად საქართველოში 2010 წელს სოფლის მეურნეობის გასავითარებლად მოიწვიეს. Ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ბევრ რეგიონში დასახლდნენ. მათ შორის თბილისში, გარდაბანში, გურჯაანში, რუსთავსა და სამეგრელოში. Მათგან უმეტესობამ წნორში დაიწყო ცხოვრება. Როგორც ამბობენ, 2012 წელს სიქჰების რაოდენობა 100-მდე ყოფილა.

Როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერი, ბაჯვა ამბობს, სიქჰების საქართველოთი დაინტერესება განსაკუთრებით ერთმა ფაქტმა განაპირობა. Ინდოეთში სასოფლო სამეურნეო მიწას ადვილად ვერ იყიდდნენ, ამიტომ საქართველო ამ თვალსაზრისით მათთვის მომხიბვლელი ჩანდა.

ფერმერების ოჯახიდან ვარ. Ოჯახის თითქმის ყველა წევრი სოფლის მეურნეობაშია ჩართული. Ეს ჩვენი წინაპრების პროფესიაა, ჩემი ჰობიც. Მიწათმოქმედება ინდოეთში რთული არ არის, თუმცა არსებობს ზედა ზღვარი რამდენი მიწის ფლობა შეუძლია ერთ ადამიანს.”

Სიქჰი ფერმერი, რომელიც სოფლის მეურნეობის ხანგრძლივ ტრადიციას საქართველოში აგრძელებს, მიწის დასამუშავებლად ტრაქტორს იყენებს.

Ჩვენ, პენჯაბელები, საუკუნეებია მიწათმოქმედებას მივსდევთ, ძალიან მშრომელი და პატიოსანი ხალხი ვართ,” ამბობს ადგილობრივი სიქჰი ფერმერი გურპრიტ სინგჰ ბრარი. Მას და მასთან ერთად კიდევ ბევრს, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ახალ თემში დამკვიდრებულიყვნენ. Გურპრიტს ქართული მეტსახელიც აქვს, გოგით იცნობენ. მისმა თანამემამულემ წისქვილი შეიძინა და მის სამართავად 40 ადგილობრივი ფერმერი დაიქირავა.

Მიუხედავად მათი მცდელობისა, თემში დაძაბულობა არ გამქრალა. Მთავრობის ინიცირებით კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა, რომლებმაც იმიგრაციისა და მიწის მესაკუთრის შესახებ კანონი გაამკაცრეს, სიქჰების უმრავლესობა სამშობლოში დააბრუნა. Წნორში ჩამოსვლიდან რამდენიმე წელში სიქჰებმა სახლი იქირავეს და ტაძრად აქციეს, თუმცა უსაფრთხოდ თავს მაინც ვერ გრძნობენ და დღესასწაულებს საჯაროდ ვერ აღნიშნავენ.

Მოხალისეები თემისთვის სადილს ამზადებენ ტაძარში, გურდვარა საჰიბში, სადაც რელიგიური ცერემონიალი - სანგრანდი - ყოველთვიურად ტარდება.

Სანგრანდის რიტუალზე, სიქჰების წმინდა წიგნს - ადი გრანტს - სპეციალური მკითხველი ხმამაღლა კითხულობს. Მას გრანტჰის ეძახიან.

“Შეიძლება არც გვაქვს უფლება ქალაქში ჩვენი დღესასწაული აღვნიშნოთ. Ვიცი, რომ თბილისში დივალისა და ლაკშმის საჯაროდ აღნიშნავენ. Ეს შესაძლებელია დიდ ქალაქში, მაგრამ აქ ადგილობრივებს, ალბათ, არ მოეწონებათ,” ამბობს გურპრიტი.

Სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე ამბობს,  რომ მიწის საკუთრებისადმი ქართველების სენსიტიურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა სიქჰების ინტეგრაციის პროცესი გაართულოს. Ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სიქჰები საქართველოში ახლად დამკვიდრებულ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

Ჩვენს ხალხს მიწასთან დაკავშირებით ნამდვილად აქვს გამოწვევები. Მიწების გადანაწილებისას სოფლის მოსახლეობას მცირე ნაკვეთები ერგო. Ეს ნაკვეთებიც ერთმანეთისგან დაშორებულია და დამუშავება უჭირთ. Მიწების არასამართლიანად გადანაწილების განცდა ნამდვილად ობიექტურია, თუმცა, ხშირად, კონსერვატიული ჯგუფები ამ შიშებს თურქების, ჩინელებისა და სხვა უცხოელების მიმართ შიშებში გარდაქმნიან,” ამბობს თამთა.

სიქჰიზმი და სიქჰები ქართველებისთვის ახალია, ამიტომ კულტურული გაუცხოვება ბუნებრივია. თუმცა, როდესაც სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, წინასწარ უნდა იცოდეს, კონკრეტულ რეგიონში ადგილობრივებს საკმარისი მიწა აქვთ თუ არა. Გაუცხოვების დასაძლევად მუშაობაა საჭირო.  Როცა სახელმწიფო არ ერევა, ეს ცხადია, ადამიანების ურთიერთობებზეც აისახება.” 

Მათი გარეგნობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სიქჰები “საშიშად” აღიქმებიან. Ტრადიციულად, სიქჰ მამაკაცს წვერი აქვს მოშვებული, გრძელი თმა აქვს და ტურბანი აცვია. ისინი ხშირად მუსლიმებში ერევათ, რომლებსაც ქართველები ისტორიულ მტრებად აღიქვამენ. 

Როცა ნათესავებმა ჩემი სიქჰი სიძის ფოტო ნახეს გრძელი წვერით და თავზე ქუდით (ტურბანი), მაშინვე იეჭვეს, ტერორისტი ხომ არ არისო. Მაგრამ, ახლა ქვეყანას ურჩევნიათ. Კარგად გაიცნეს და ამიტომ,” გვეუბნება ქალი, რომლის შვილიშვილიც სიქჰზეა გათხოვილი და წნორში ცხოვრობს.

Სხვათაშორის, ზოგიერთმა სიქჰმა უარი თქვა ტრადიციულ ტანსაცმელსა და წვერზე იმ მიზნით, რომ ქართულ კულტურას მორგებოდა. “Რადგან აქ ვცხოვრობ, აქაურების მსგავსად უნდა გამოვიყურებოდე,” გვეუბნება ადგილობრივი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ მოისურვა. 

Სიქჰი ფერმერები, წნორის მახლობლად, მინდორში მუშაობის დროს ისვენებენ.

Ქართველებს ჩვენი ეშინიათ,” გვიხსნის ბაჯვა. ამ შიშებთან გამკლავება მათთვის მტკივნეულია. “Ზოგიერთი ძალიან სასაცილო შეკითხვებს გვისვამს. Მაგალითად, შეიძლება გვკითხონ, ხორბალი ინდოეთში თუ მიგაქვთ, რატომ იქ არ გაზრდით კიდეცო?! ამ დროს, Ჩვენ ხომ თქვენთვის ვზრდით ამ ხორბალს.”

Ზოგიერთები ახალ მეზობლებს დაუმეგობრდნენ და ორი საზოგადოების უფრო მჭიდრო კავშირზეც მიანიშნებენ. “Ჩვენ დაბადების დღეებზეც ვეპატიჟებით ერთამენთს,” გვეუბნება ქართველი, რომელიც ახლა სიქჰებთან მუშაობს.

Რასაც ამ წლების განმავლობაში ვუყურებ, ცუდი არავისთვის არაფერი გაუკეთებიათ. Არ იპარავენ, არაფერს აფუჭებენ. Პირიქით, ქართველმა მაკლერებმა მაგათზე ფული იშოვეს. Მიწებზეც მოატყუეს.”

Ერეკლე (რესპონდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია) ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც სიქჰებს მალევე დაუმეგობრდა. Რამდენიმე წელში მათი რელიგიაც მიიღო. Ოფიციალურად არ მონათლულა, მაგრამ პენჯაბურად უკვე კარგად ლაპარაკობს, გრძელი წვერი აქვს და ტურბანსაც ატარებს. Მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ კულტურას შორის ის კარგი შუამავალია, ოჯახს თავის ახალ იდენტობას მაინც ვერ უმხელს. 

Ეგ რომ გაიგონ, ხომ ჯოჯოხეთში გამიშვეს. ნუ, Შეიძლება მთლად ასეც არ არის საქმე, მაგრამ ხმამაღლა მაინც არ მითქვამს. თუმცა, შუბლზე ისედაც არავის აწერია. Მუსულმანის საქმეს გააკეთებ, მუსულმანი იქნები, სიქჰის საქმეს გააკეთებ, სიქჰი იქნები,”ამბობს ერეკლე.

Თემისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად კანონში შეტანილი ცვლილებები რჩება. Მას შემდეგ რაც სიქჰი ფერმერები საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლაზე წაახალისეს, ქვეყნის პოლიტიკა შეიცვალა. ახლა ისინი ბინადრობის უფლების მიღებისთვის იბრძვიან. Სხვანაირად, აქ ვერ დარჩებიან.

Სიქჰი ქალებისთვის უმუშევრობა და ენის არცოდნა ისევ მთავარი ბარიერია. Მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი, მაგალითად, ტონი ბენიპალი, მაინც საქართველოში დარჩენას გეგმავს. 

Ქალები და ბავშვები ლანგარში, სასადილო ოთახში, ერთად სხედან. მას, ამავე დროს, სამლოცველოდაც იყენებენ.

Ტონი წნორში საცხოვრებლად 2012 წელს ბირმინგემიდან ჩამოვიდა. "აქ ბევრი ინდოელი ქალი არ არის, მხოლოდ ექვსნი ვართ. Წნორში ჩვენთვის სამსახური არ არსებობს, ამიტომ, სახლში ვსხედვართ. Სამუშაო მხოლოდ მაღაზიაშია, მაგრამ ენა კარგად რომ არ ვიცით, ჩვენთვის არც ეგ არის. რომც იყოს, მე მაინც გამიჭირდებოდა მუშაობა, რადგან ორი პატარა ბავშვი მყავს. Თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ.”

Მისი 12 წლის ქალიშვილი სირატი სრულად ინტეგრირებულია. Საკუთარ სახლში წნორში უფრო გრძნობს თავს, ვიდრე მშობლიურ მიწაზე.

Ქართული ენა სრულყოფილად იცის და სკოლაშიც საუკეთესო მოსწავლეა. Სირატი ორივე საზოგადოებას ერთმანეთის უკეთ გაცნობაში ეხმარება. Იმის მიუხედავად, რომ ოჯახის ტრადიციებსა და რწმენას იცავს, ახალ სამშობლოშიც არ გრძნობს თავს უცხოდ.

Აქ ცხოვრება მირჩევნია,”ამბობს სირატი.


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Chai Khana-ს პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია