ყავა და კარტი | რატომ მიდიან მკითხავებთან საქართველოში?

ფოტოგრაფი: გიორგი ბერძენიშვილი
31.01.23
თემა: მომავალი

ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ მეტი სცოდნოდათ მომავალზე. კითხულობდნენ, რა ელოდებოდათ. ამასთან ერთად, ყოველთვის მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ შეკითხვებზე პასუხების გაცემა და მომავლის განჭვრეტა შეეძლოთ - მკითხავები.

ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, რომ ჩემ გარშემო მკითხავების მიმართ ინტერესი გაიზარდა. Რამდენიმე ნაცნობმა პირადი გამოცდილებაც გამიზიარა. გადავწყვიტე, უფრო სიღრმისეულად მეკვლია და გამეგო, როგორ განსაზღვრავენ მკითხავები მომავალს.

Ძალიან გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე, რომ მკითხავების გარშემო იმაზე ნაკლები მისტიკაა, ვიდრე ველოდი. Ძველად პირისპირ თუ ხვდებოდი მკითხავს, ბოლო პერიოდში ონლაინ მკითხაობა გამხდარა უფრო პოპულარული. Სოციალური მედია სავსეა მკითხავების პერსონალური ანგარიშებით, რომლებიც სასურველ შეკითხვებზე პასუხების გაცემას გვპირდებიან. უფრო სპეციფიკურ სერვისებსაც გვთავაზობენ, მაგალითად, როგორიც არის ბოროტი თვალისგან, ან წყევლისგან გამოლოცვა, აურის გაწმენდა, სასიყვარულო შელოცვა და სხვა რიტუალები.

Მკითხავების უმრავლესობამ, რომლებსაც მე ინტერვიუსთვის შევხვდი, მითხრა, რომ მათ კლიენტებს, ძირითადად, ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე, კარიერაზე და შემოსავალზე აქვთ შეკითხვები. თამრიკო თბილისში მკითხაობს. “ცხოვრება რთულია საქართველოში, ამიტომაც აინტერესებს ხალხს ყველაზე მეტად სამსახურზე და ოჯახზე გაიგონ რა ელოდებათ. ახალგაზრდებს სასიყვარულო ურთიერთობები აღელვებთ. ყოველთვის ვცდილობ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გავითვალისწინო და შესაბამისად ვუპასუხო მის კითხვებს.”

Მკითხავებთან რამდენიმე კვირა გავატარე. მათთან სესიების შემდეგ, იმის ნაცვლად რომ გამეგო, რა მელის 2023 წელს, მომავალზე უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა. Სილვამ, რომელიც ყავასა და კარტზე მკითხაობს, მითხრა, რომ მომავალი ყოველთვის იმედდთან არის დაკავშირებული. ამიტომაც Მომავალს ჩვენ ყველა ველოდებით. “Მომავალი რაღაც კარგის, უკეთესის მოლოდინია,”ამბობს სილვა.

თამრიკო, 60

ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო. თინეიჯერობაში, როცა ნათესავები გასართობად შეიკრიბებოდნენ და ყავას სვამდნენ, მე მათ ნალექიან ფინჯანში ვიხედებოდი და რასაც ვხედავდი, ვამბობდი. Რაღაც ხილვები ადრეც მქონდა, მაგრამ არასოდეს მიმიქცევია ყურადღება. Მეგონა, ნორმალური იყო. Რამდენიმე დღეში ჩემმა ნათესავმა დამირეკა და მითხრა, რაც მიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ამიხდაო. Მკითხაობაც Მას შემდეგ დავიწყე.

Როგორც წესი, არაფერს ვუმალავ ადამიანებს, ყველაფერს ვეუბნები. Მაგრამ ამ საქმეშიც ეთიკური უნდა იყო. Რასაც დაინახავ, ყველაფერს პირდაპირ ვერ ეტყვი. კარგად უნდა შეფუთო. Მაგალითად, თუ ხედავ, რომ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, უნდა გააფრთხილო, რომ რაღაც არ მოგწონს და ექიმთან კონსულტაცია ურჩიო. ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, ამიტომ კომუნიკაცია მარტივი არ არის. ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე.

ვინც ჩემთან მოდის, უმეტესობას ჯანმრთელობაზე, სამსახურზე და ოჯახზე აინტერესებს. იცით, რომ საქართველოში ცხოვრება რთულია, გაჭირვებაა. ახალგაზრდები, ძირითადად, სასიყვარულო ურთიერთობებზე მეკითხებიან. ყოველთვის ვცდილობ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გავიგო და ამის შესაბამისად ვუპასუხო მის კითხვებს. Რჩევასაც ვაძლევ, როგორ მოიქცნენ.

ყველას ვაფრთხილებ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ჩემი ნათქვამი სიმართლეა, მეორედ არ მოხვიდეთ-მეთქი. Რასაც არ უნდა ვამბობდე, მაგალითები მჭირდება, რომ ჩემს სიმართლეში დავრწმუნდე.  Მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი გავაგრძელოთ. ეს არის ჩემი გამოცდილება.

Მომავალი გარდაუვალია, რაც უნდა მოხდეს, ვერ აიცილებ. Ჩვენ მხოლოდ რაღაც სიტუაციების შეცვლა შეგვიძლია, ყოველდღიურობის გაუმჯობესება.

ჯანა, 54

იმ დროს უკრაინაში ვცხოვრობდი. 18 წლის ვიყავი, როცა ჩემს ერთ მეგობარს ყავაში ჩავუხედე, მერე მეორეს, მერე მესამეს…უკრაინაში მკითხაობა უყვართ. ერთი ცნობილი მკითხავი ჰყავთ იქ, ალექსანდრე, მეც ვიყავი მასთან. Ჩემი ნიჭი მაშინვე შეამჩნია. Სხვათაშორის, მითხრა, რომ მომავალში მეც მკითხავი გავხდებოდი.

კარტების გარეშეც შემიძლია მომავალი ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ უფრო ზუსტად რომ დავინახო და გავიგო, სულ მცირე სამი რიგი მაინც უნდა გავშალო. კარტი საუკეთესოა. კარტების კითხვა არის Ნამდვილი მკითხაობა. Სხვადასხვა კომბინაციით იშლება და შენ უნდა იგრძნო და მიხვდე რას ნიშნავს. 

ერთადერთი, რასაც ჩემს კლიენტებს ვუმალავ, სიკვდილია.  უბრალოდ, ვეუბნები ხოლმე რომ წინ რთული პერიოდი ელით, თუმცა მიზეზს არ ვუკონკრეტებ.

ყველაზე მეტად ურთიერთობები, ჯანმრთელობა და ფინანსები აინტერესებს ხალხს. Მე ჩემი კლიენტების კონფიდენციალურობას ვიცავ. ცნობილი ადამიანებიც მოდიან ჩემთან. ვიზიტებს შორის სპეციალურად ვტოვებ თავისუფალ დროს, რომ ჩემი კლიენტები ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც მოსვლამდე წინასწარ მირეკავენ, რომ დარწმუნდნენ, სახლში არავინ დახვდებათ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ყოველთვის მეგონა, რომ წინასწარ მომავლის გაგებას, აზრი არ აქვს. ამის ცოდნა აუცილებელი არ არის. ყველას ნათელი მომავალი არ ელოდება. Ზოგჯერ კონკრეტულ სიტუაციებსა და შეკითხვებზე პასუხის ცოდნა უარესია.

Სილვა, 66

15, 16 წლის ვიყავი, როცა ჩემი კლასელებისთვის და მეგობრებისთვის გასართობად კარტზე ვმკითხაობდი. ყავაში ჩახედვაც მინდოდა, ძალიან მიყვარს. როცა ჩემი მეგობრები მოდიან, ხანდახან მეხვეწებიან, აღარ გვინდაო, მაგრამ მე არ შემიძლია. Მაშინვე ყავას ვუდუღებ და ვიხედები. 

Როცა კარტზე ვმკითხაობ, მომავლის მხოლოდ კონტურებს ვხედავ. როცა ყავაში ჩავიხედები, უკვე მთელი ცხოვრება ჩანს. Რა მოხდება… Როგორ განვითარდება მოვლენები…

Სიკვდილზე არ ვლაპარაკობ. ამის გარდა, ყველაფერს ვეუბნები ჩემს კლიენტებს. ჯადოებსა და წყევლაში არასოდეს ვყოფილვარ ჩართული, ეს ბნელი მხარე არ მაინტერესებდა. თუ კარტზე ვხედავ, რომ ვინმე დაწყევლილია, სპეციალური ლოცვების წაკითხვას ვურჩევ ხოლმე. 

Ბევრი გოგო და ბიჭი მოდის ჩემთან. Ძირითადად, სასიყვარულო ურთიერთობები და ფინანსური მდგომარეობა აინტერესებთ. ყოველთვის პირდაპირ ვპასუხობ შეკითხვებზე. Მინდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ. 

Რა არის მომავალი? ის, რასაც ველოდებით. Როგორც წესი, მომავალი რაღაც კარგის, უკეთესის მოლოდინია.

Ნატა, 41

Ბავშვობაში ხილვები სულ მქონდა. Საბავშვო ბაღში ხშირად  მეუბნებოდნენ, ამდენს ნუ ფანტაზიორობო და მეც ამ ხილვების დაბლოკვა დავიწყე. ვფიქრობ, რომ ეს ნიჭი ბაბუაჩემისგან გამომყვა. დედა სულ მიყვებოდა მასზე, სოფლის მღვდელი ყოფილა და სჯეროდა, რომ მკურნალობის ძალა შესწევდა. ლოცვების წიგნი ჰქონდა, რომელიც მოგვპარეს და შესაბამისად, ეს ცოდნაც დაიკარგა ჩვენს ოჯახში.

Რეიკი 2008 წელს ვისწავლე. “Რეიკი” იაპონური, ენერგიაზე დაფუძნებული სამკურნალო ტექნიკაა. ის სამყაროს თავისუფალი ენერგიის ათვისებაა. Რეიკის მიმდევრებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევა არ შეუძლიათ. Ზუსტად ეს არის არსებითი განსხვავება რეიკსა და მაგიას შორის. Შენ შეგიძლია რეიკი ისწავლო, მაგრამ ნიჭიც გჭირდება. იგივეა ტაროზე. “Მესამე თვალია” საჭირო. მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრა ყველას შეუძლია ისწავლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  მათგან ყველა პიანისტია.

კარგი ცხოვრება მქონდა, კარგი კარიერა. Მერე გავთხოვდი, ორსულად ვიყავი და სახლში დარჩენა მომიწია. Რეიკის შესახებ ჩემი Youtube არხი გავხსენი. Მერე ჩემმა მეგობარმა ტაროს კარტი მირჩია. ვიყიდე და როგორც კი ხელში დავიჭირე, მივხვდი, რომ მათგან უფრო მეტის ამოკითხვა შემეძლო, ვიდრე უბრალოდ სურათებია. Ჩემს მესამე თვალს ვიყენებდი. ონლაინ სესიები და კარტის გაშლა დავიწყე და Youtube ბლოგზეც გავავრცელე.

Სიყვარული და კარიერა ყველაზე პოპულარული თემებია. Ხალხი თვითონ მიკავშირდება. უფრო ხშირად გოგოები არიან. გათხოვება და სასიყვარულო რომანები აინტერესებთ. Მიუხედავად იმისა, რომ ცოტა კაცი კლიენტი მყოლია, ისინი უფრო საინტერესოები იყვნენ. ტაროს კარტზე მკითხაობის გარდა, აურის გაწმენდაც შემიძლია. Მაგიურ რიტუალებს არ ვატარებ, მაგრამ ჯადოს მოხსნა შემიძლია.

მომავალი არის ის, რაც არ ვიცით და გვინდა გავიგოთ. Რასაც ვთესავთ და ველოდებით მოსავალს. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია