გვიან აპრილში, სამხრეთ ოსეთში მცენარეების ყვავილობა იწყება.
ფოტოები, რომლებიც რეგიონიდან საერთაშორისო მედიაში ვრცელდება, ძირითადად, ჯარისკაცებს აღბეჭდავს ხოლმე. იშვიათად შეხვდებით პეიზაჟებს, ან სცენებს ადამიანების ყოველდღიური რუტინიდან. რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში ჩავედი, არასოდეს დამავიწყდება იქაური მთის ჰაერი და მდინარის მიერ გარეცხილი კლდეების ხმაური.
როცა ქალაქ ცხინვალს ტოვებ, გზა მთებს მიუყვება და ბუნება მთელი თავისი დიდებულებით შენ თვალწინ იშლება. ეს გზა გაუდაბნოებულია, პირუტყვი გარშემო თავისუფლად დაიარება და იქვე მინდვრებში ყაყაჩოებიც იზრდებიან. ზედაპირზე შესაძლოა არ ჩანს, მაგრამ ეს ბუნება ომისა და ძალადობის კვალს მალავს. მიტოვებული და დანგრეული სახლები გზის პირას ხუთდღიან ომს მუდმივად შეგახსენებს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი იყო.
ცხინვალის ცენტრალური ავტოსადგურიდან ძველი ავტობუსი კვირაში ორჯერ - ორშაბათობით და პარასკევობით დადის ახალგორში (ლენინგორი). ავტობუსს პურის ფორმა მაქვს, ამიტომაც ადგილობრივები მას “ბუხანკას” (რუსულ ენაზე პურს ნიშნავს) ეძახიან. ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი გზის საფასური 250 რუბლია. საქარე მინაზე მზისგან გახუნებულ წარწერას ვხედავთ: ცხინვალი - ლენინგორი, თუმცა ამ დასახლების თავდაპირველი, ისტორიული სახელი ახალგორია. ქსნის მთაზე გაშენებული პატარა ქალაქის სახელწოდება ქართული სიტყვებიდან მოდის: ახალი და გორა (გორა ანუ მთა). საქართველოს გასაბჭოებამდე, 1921 წლამდე, ახალგორი ერისთავების საგვარეულოს რეზიდენცია იყო. საბჭოთა პერიოდში ის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდია და ვლადიმერ ლენინის სახელი დაერქვა. ქართული სახელწოდება 1990-იანი წლების ბოლოს აღიდგინა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის სამხრეთ ოსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა და ისევ ლენინგორი დაერქვა. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მას დღესაც ახალგორად მოიხსენიებენ.
2008 წლის ომის შემდეგ, ქართველების უმეტესობა იძულებული გახდა თავიანთი სახლები დაეტოვებინათ, გამონაკლისები ამ რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ. დღეს ახალგორი ერთადერთი ადგილია სამხრეთ ოსეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია. 2015 წლის აღწერით, 4209 მოსახლიდან 2337 ადამიანი თავს ქართველად მიიჩნევს, ხოლო 2320 მშობლიურ ენად ქართულს ასახელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგორს სამხრეთ ოსეთი აკონტროლებდა, მას ცხინვალთან პირდაპირ ვერც ერთი სატრანსპორტო საშუალებით ვერ დაუკავშირდებოდი. 2019 წლის სექტემბრამდე მოსახლეობა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით თავისუფლად სარგებლობდა. ეს შეიცვალა მაშინ, როცა 2019 წელს სამხრეთ ოსეთის ხელისფლებამ გამშვები პუნქტების ჩაკეტვა დაიწყო. ამ პოლიტიკამ რეგიონი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ნათქვამია თეონა ფირანიშვილის 2022 წლის მოხსენებაში: ორმაგი გამორიცხვის ადგილები: ადამიანის უფლებები და სოციალური გამოწვევბი გალსა და ახალგორში.
2022 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთმა თვეში ორ დღეს: 20-სა და 30 აგვისტოს მოსახლეობას ნება დართო საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო.
ეს ფოტო-პროექტი იკვლევს, როგორ შეიცვალა ადამიანების ყოველდღიურობა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ხაზი, რომელიც სამხრეთ ოსეთს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისგან ჰყოფს, დროებით ხელახლა გაიხსნა. ზოგიერთისთვის ეს წლების უნახავი ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა აღმოჩნდა.
“სამი წელი შვილები არ გვყავდა ნანახი. ახლა შეგვიძლია ჩვენც გადავიდეთ და ისინიც ჩამოვიდნენ. ყველას, ვინც აქ დაიბადა, საშვის მიღება შეუძლია. ჩემი ქალიშვილი იქ არის გათხოვილი, ორი გოგო ეყოლა, მხოლოდ ვიდეო თვალით ვხედავდი, ახლა უკვე მალე ჩავეხუტები,”ამბობს მარინა.

საცხობი, ახალგორი (ლენინგორი), ივნისი, 2023

ტრადიციული სუფრა დაკრძალვისთვის. გარდაცვლილის ოჯახთან სამძიმარზე მთელი ქალაქი მოდის. თანხასაც სწირავენ. დაკრძალვის შემდეგ, მიცვალებულს სუფრით აცილებენ. რადგან ყველა ერთმანეთს იცნობს, თითოეულის სიკვდილი ტრავმულია. ახალგორი (ლენინგორი), ივნისი, 2023

დედათა მონასტერი, იკოთი, ივნისი, 2023

სასაფლაო დედათა მონასტერში, იკოთი, ივნისი, 2023

მზის ჩასვლა მთებში, სამხრეთ ოსეთი, ივნისი, 2023

ეთნიკური ქართველი გოგონა გვირილების თაიგულს აგროვებს. ბევრ ოჯახს აქვს შესაძლებლობა დაბრუნდეს, მაგრამ ბევრს ამის საშუალება არ აქვს. სოფელ იკოთის ერთ-ერთი მცხოვრები იხსენებს, როგორ დაკრძალა ქმარი მარტომ, შვილების გარეშე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავიდნენ. იკოთი, სამხრეთ ოსეთი, ივნისი, 2023.
ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.
გააკეთე დონაცია