,,მასლაათი’’ იმ ადამიანების თავშესაფარია, ვინც დილემებს, გამოწვევებს, ფრუსტრაციას ებრძვის — სივრცე გულწრფელი, არაფორმალური დიალოგისთვის. ის ფიქრის, დაკვირვების და რეფლექსიის შესაძლებლობაა მსმენელისთვის. აქ მოსმენილი ხმები შეიძლება ძალიან გეცნოთ, თქვენთვის ახლობელი აღმოჩნდეს, ან პირიქით, სრულიად განსხვავებული კუთხით დაგანახოთ აქამდე განცდილი, თუ გაგონილი. ,,მასლაათი” დაპირისპირების და კამათის სივრცე არ არის, ის გაზიარების, გამხელის, უნიკალური გამოცდილების გაცვლის ადგილია.
ამ პოდკასტის ეს ეპიზოდი ახალგაზრდების ცუდად ყოფნაზე, შფოთვისა და დეპრესიის გამოცდილებაზეა. ყველაზე რთულ პერიოდზე, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაში თურმე ხშირად 18-დან 24 წლამდე დგება. მარიამი ამ პოდკასტის მთავარი გმირია და ამავე დროს, იმ ბევრი ახალგაზრდის ხმაც, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია დეპრესია, შფოთვა, პანიკური აშლილობა; ან ვინც ახლა არის ცუდად და უჭირს გარშემომყოფებს გააგებინოს, რას სჭირს.
პოდკასტი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია Chai Khana და ის შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
