ლაზები: ერთი ხალხის ორი ამბავი

ავტორი: ირაკლი ძნელაძე

01.05.17

ლაზები : ერთი ხალხის ორი ამბავი

 

მერაბ ნარიკაძის ოჯახის ერთი ნაწილი თავს ქართველად თვლის, მეორე - ლაზად. სინამდვილეში, ყველანი ლაზები არიან. ამ მხრივ, ნარიკაძის ოჯახი განასახიერებს სოფელ სარფის უჩვეულო ისტორიას. სარფის მოსახლეობის უმრავლესობა ლაზები არიან, თუმცა ისინი მის მოსაზღვრე თურქეთის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ლაზური ენა განსაკუთრებით ახლოსაა მეგრულთან.

1921 წელს ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის საზღვრის გამყოფად დადგინდა სოფელ სარფში ჩამომავალი პატარა ღელე, “ტიბაში”. შესაბამისად, სოფელი შუაზე გაიყო. ამ გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირმა და თურქეთმა გააუქმეს მათ შორის არსებული ბუფერული ზონა, რაც ორი მეტოქე სახელმწიფოსთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. სავარაუდოდ, მეტოქეობა სძლია იმის შიშმა, რომ ბუფერულ ზონას დაიკავებდა რომელიმე სხვა დასავლური ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი ან მისი ახლო მოკავშირე, საფრანგეთი.

მე-XX საუკუნეში მიღებულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია სარფის იმდროინდელ მოსახლეობაზე, მათ შორის მერაბ ნარიკაძის წინაპრებზეც. ერთ დღესაც მათი ოჯახის წევრები საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდენ და ერთმანეთთან ურთიერთობაც კი აეკრძალათ.

დროთა განმავლობაში საზღვრის მოპირისპირე მხარეს მცხოვრებ ლაზებს განსხვავებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ ლაზური იდენტობის მიმართ. დღეს თურქეთში მცხოვრები ლაზთა უმრავლესობა თავს მხოლოდ ლაზად მიიჩნევს. მათგან განსხვავებით, საქართველოში მცხოვრები ლაზების უმრავლესობისთვის “ქართველობა” და “ლაზობა” თითქმის ერთი და იმავეს ნიშნავს.

თურქეთში მცხოვრები ზოგი ლაზის თქმით: “ჩვენ და მეგრელები ძმები ვართ, ხოლო ჩვენ და ქართველები - ბიძაშვილები”. ზოგიერთი მათგანი მოხიბლულია იმით, რომ საქართველოში მცხოვრები ლაზები კარგად საუბრობენ ლაზურ ენაზე, მაგრამ თვლიან, რომ მათ ასიმილაცია განიცადეს და, გარკვეულწილად, დაკარგეს ლაზური იდენტობა. მათი თქმით, იგივე მოუვიდათ მეგრელებსაც, რომელთათვის “ქართველობა პოლიტიკური არჩევანი იყო” - მათთვის ეს იმით აიხსნება, რომ “მეგრელები დიდი ხანია საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში”.

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები გამოხატავს საზღვრებს შორის მცხოვრები რამდენიმე ლაზის ისტორიას. მათი უმრავლესობა მოგვითხრობს ქართველ ლაზებსა და მათ დამოკიდებულებაზე ლაზური იდენტობის მიმართ - როგორ ცდილობენ მის აღდგენასა და შენარჩუნებას ისტორიული და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებითა და გავრცელებით.

სოფელ სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვარის დასათვალიერებლად ბავშვები საუკეთესო გიდები არიან.
1921 წელს ახლად დადგენილმა თურქეთ-საქართველოს საზღვარმა მათ სოფელი ორად გაყო.
მერაბ ნარიკაძე - 42 წლის. სასტუმრო "ლაზის" მეპატრონე. საბჭოთა კავშირისა და თურქეთის 1921 წლის გადაწყვეტილებამ მის ოჯახზე დიდი გავლენა იქონია, რადგან ისინი საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდენ და ერთმანეთთან ურთიერთობა არ შეეძლოთ. მისი ნათესავები დღესაც საზღვრის სხვადასხვა მხარეს-თურქეთსა და საქართველოში- ცხოვრობენ.
მერაბ ნარიკაძე (ცენტრში) და მისი ბაბუები - თურანი (მარცხნივ) და ორჰანჯ (მარჯვნივ) ჩაქირ ოღლები. ისინი დღმედე სარფის თურქულ მხარეში ცხოვრობენ.
ლილი აბდულიშია მომღერალია. სარფში მისი სახლი ყველაზე ახლოსაა თურქეთის საზღვართან. 60-იოდე წლის ქალი უკვე წლებია ლაზურ ხალხურ სიმღერებს აგროვებს და ცოტა ხნის წინ ლაზური ფოლკლორის სკოლაც დაარსა.
ნოდარ კაკაბაძე - 80 წლის ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი. ის, სავარაუდოდ, ერთადერთია, ვინც შემოინახა ლაზური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები.
ნოდარი ხსნის ძველი ლაზური იარაღის, ქვაშურდულის, გამოყენების წესს.
3. სქელი ნაჭრისგან დამზადებული ფაფანაკი, რომელსაც ქვაშურდულით ბრძოლებში თავდაცვის მიზნით იკეთებდნენ.
ლაზური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები: ქვაშურდული, კუდბაწარა, ტოპაჯი და სხვა.
ნარიმე ჰელიმიში - 68 წლის რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ცნობილი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშის, შვილი თავადაც მხატვარია.
ნარიმე მამის საფლავზე
ნარიმე მამის საფლავს უცქერს.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია