ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტთა ხმები
ავტორი: გიორგი როდიონოვი
ისინი საზოგადოების წევრები არიან, თუმცა დაავადების გამო ამოვდროულად მისგან გარიყულნი. ისინი აბასთუმანის ტუბერკულიოზის საავადმყოფოს პაციენტები არიან და რადგან ხალხის რეაქციის ეშინიათ, საკუთრ სტატუსის დამალვა ურჩევიათ.
საქართველოში ბევრი თვლის, რომ ტუბერკულიოზი გადამდები, კანის ქსოვილის ბაქტერიული დაავადებაა, „ციხის დაავადება”, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომხრეები ამბობენ, ან დაავადება, რომელიც სიღარიბეში მცხოვრებ ადამინს ემართება. საქართველოში, ეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გააქტიურდა. ამ პერიოდში ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწო და სახელმწიფოსგან დაფინანსებული ჯანმრთელობის პროგრამა დაიშალა.
მას შემდეგ, საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (დაახლოებით 95.4 შემთხვევა 100 000 ადამიანთა შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით). მედიკამენტების საშუალებით განუკურნებელი ტუბერკულიოზი, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფორმაა, რომელიც გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.
პაციენტები სამკურნალოდ აბასთუმანში მიემგზავრებიან, სოფელში სადაც 300-ზე ნაკლები მაცხოვრებელია და რომელის მაღალი მთები ტუბერკულიზოის პაციენტებს ქარისგან უსაფრთხო „თავშესაფარს” სთავაზობს.
აბასთუმანის ტუბერკულიოზის საავადმყოფო, თბილისიდან სამი საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ერთ დროს იგი საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ საავადმყოფოდ ითვლებოდა და ახლა უკვე 90 წელია, რაც იგი პაციენტებს სიცოცხლის გაგრძელების შანსს აძლევს.
1890 წელს, დიდი მთავარი, გიორგი ალექსანდრეს ძე, რუსეთის ბოლო მეფის ნიკოლას II-ის ძმა, საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე რეზიდენციაში საცხოვრებლად გადმოვიდა იმ იმედით, რომ აბასთუმანის სუბალპური ზონა, კლიმატი და ცხელი წყლები ტუბერკულიოზისგან განკურნავდა. მას შემდეგ, აბასთუმანი მოდური დასასვენებელი ადგილი გახდა.
აბასთუმანში რომანოვების პერიოდში აშენებული შენობები დგას, რომელთაც იმ დროის ნაკვალევი კვლავ ამჩნევიათ.
ასეთი შენობების ატმოსფერი, წარსულსა და აწმყოს შორს გაჩერებული, საავადმყოფოს ზოგიერთ პაციენტს აღაფრთოვანებს. მკურნალობის გამო მათი ცხოვრებაც, ამ შენობების მსგავსად დორებით შეჩერებულია, თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც.
ჩამონგრეული ქვის შენობა, რომელსაც გარედან საღებავი ძვრება, ბევრისთვის ციხეს ჰგავს. „შემოსვლისას გაიკეთეთ ნიღაბი” - ამ ფრაზით მიმართავენ საავადმყოფოს ყველა სტუმარს.
როგორც „ექიმები საზღვრების გარეშე იუწყება” საავადმყოფოს შიგნით, 200 ოთახიდან მხოლოდ 70-ი ფუნქციონირებს. მთლიანობაში, საავადმყოფო 100 -მდე პაციენტს იტევს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიკამენტები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია, მათთვის ასეთი ცხოვრება რთულია. ტუბერკულიოზის პაციენტთა ცნობარის მიხედვით, დეპრესია და კონტროლის დაკარგვის შეგრძნება, პოტენციური ფსიქოლოგიური ეფექტების სიაშია, ტუბერკულიოზით დაავადებულთა შორის. ისინი ვინც ოზლირებულად ცხოვრობენ, დროის შეგრძნებას კარგავენ.
რადგან ტუბერკულიოზი საზოგადოებაში სტიგმაა, ზოგიერთი განკურნებული პაციენტი არ ამხელს, თუ სად იმყოფებოდა.
საკუთარი ემოციების თავისუფლად გადმოცემისთვის, აბასთუმანის ტუბერკულიოზის საავადმყოფოს პაციენტებმა ფოტოგრაფია აირჩიეს. ექვსი თვის განმავლობაში, რაც ტუბერკულიოზის მკურნალობის საშუალო პერიოდია, ისინი საკუთარი მობილურებით, სონის ან ნიკონის ციფრულ კამარებით, საავადმყოფოს გარშემო, იმ ადგილებს გადაიღებენ, რომელიც მათთვის გარკვეულ ემოციასთან ასოცირდება.
მათი ფოტოები, რომელიც პროექტი „ჩემი მიკრო ფანჯარის” ნაწილია, დეკემბერში თბილისში გამოიფინება. აქ კი წარმოდგენილია, ორი ფოტოგრაფის ნამუშევარი.
ოცდაერთი წლის ნინო, რომელსაც საკუთარი გვარის გამხელა არ სურს, უკვე ბოლო შვიდი თვე აბასთუმანის საავადმყოფოს პაციენტია. იგი ცდილობს მის გარშემო არსებული სიჩუმე შეიცნოს, და მიხვდეს თუ რა შეიძლება მოუტანოს მარტოობამ. რას ნიშნავს იყო განსხვავებული და რა შეიძლება მოიტანოს მარტოდ ყოფნამ? ამ კითხვებზე პასუხს ნინო ბუნებაში ეძებს.
თუმცა, იგი მარტო არ არის. მეოცე საუკუნის პოეტმა ლადო ასათიანმა, რომელიც თავად იყო ტუბერკულიოზით დაავადებული, ამ ადგილთან ახლოს მდებარე ცხელ წყაროს სიცოცხლის ლურჯი თვალი უწოდა.
56-წლის სოციალური მუშაკი კალე მანტკავა, პირველად აბასთუმანის საავადმყოფოში შვიდი წლის წინ მოხვდა. იგი იხსენებს, პაციენტს, რომელიც „მიხოს წყაროთი” მონუსხული იყო. მან ორი წარუმატებელი მკურნალობა ჩაიტარა.
„ის ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, მაგრამ წყაროსთან მაინც მიდიოდა, რადგან ის მისი საყვარელი ადგილი იყო. ერთხელაც გარდაცვილი ვიპოვეთ, წყაროს წინ. მას აღარ შეეძლო ტუბერკულიოზთან ბრძოლა, უკან საავადმყოფოში დასაბრუნებელი ძალა აღარ ჰქონდა.” მას შემდეგ ამ ადგილს „მიხოს წყაროსაც” უწოდებენ.
„ახლა მას „სიკვდილის წყაროს” ვეძახით” - ამბობს მანტკავა, რომელიც უკვე 30 წელია, რაც ტუბერკულიოზისგან განიკურნა.
საბჭოთა კავშირის დროს, ეს ადგილი, თევზის რესტორანის ჩათვლით, სიცოცხლით სავსე იყო.
ტრაგედიის მიუხედავად, წყარო სოფლის მაცხოვრებლების და საავადმყოფოს პაციენტების შეხვედრის ადგილია - ორი საზოგადოების დამაკავშირებელი.
საკითხავია, თუ რამდენად შესაძლებელია ტუბერკულიოზის პაციენტებისთვის სხვა ასეთი კავშირების დამყარება.