ვირტუალურად შენი: რომანი პანდემიის დროს

ვირტუალურად შენი: რომანი პანდემიის დროს

Covid-19-ის მწვავე ფაზის დროს, ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-მა სიყვარულის მაძიებლებისთვის ადგილმდებარეობის შეზღუდვა მოხსნა. იზოლაციაში ყოფნის დროს ჩვენ ყველას შეგვეძლო მსოფლიო რუკაზე ნებისმიერი წერტილი მოგვენიშნა და შეყვარებულის საპოვნელად ვურტუალურად გვემოგზაურა. პაემნებმა და სექსმა Zoom-ში გადაინაცვლა. სასიყვარულო წერილები დაუსრულებელ მიმოწერად იქცა, ესეც ონლაინ აპლიკაციებში. ინტროვერტებისთვის განსაკუთრებით კომფორტული აღმოჩნდა ეს უცნაური მდგომარეობა. 

კომუნიკაციის საშუალებები და ფორმები ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეცვალა, თუმცა მისი აუცილებლობა ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. ძველად სასიყვარულო გზავნილებს მტრედები და ფოსტალიონები დაატარებდნენ, დღეს ამისთვის ციფრულ აპლიკაციებს ვიყენებთ და გრძნობების გამოხატვას ისევ სიტყვებით ვცდილობთ.

სანამ საზღვრები გაიხსნება და შეყვარებულებს ჩავეხუტებით, სასიყვარულო ურთიერთობებს ინტერნეტსივრცე გვინარჩუნებს.

ეს პროექტი შორ მანძილზე ყოფნის დროს, იზოლაციაში წარმოშობილ ურთიერთობაზეა, რომელიც დღემდე ვირტუალურად გრძელდება. საზღვრების გახსნას მოუთმენლად ველოდები.

- გამარჯობა… როგორ ხარ? - ჰეი… როგორ მიდის საქმეები? აქ ყველა კარანტინში ვართ. - ისევ ძველებურად, მადლობა! როგორ უძლებ? - ჩვენკენაც ანალოგიურად. ძაან რთულია ასე ყოფნა… - საიდან ხარ? - ნამდვილად რთულია, მაგრამ მახსენდება რომ მთელი სამყარო ამ მდგომარეობაშია და ცოტა შვებაა იცი ეს ჩემთვის… - საქართველოდან ვარ, თბილისიდან. კავკასიის რეგიონია. საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორისაა. - ვიცი სადაც არის… ვაუ… საკმაოდ შორს ჩემგან. მიხარია, რომ ქართველი გავიცანი.
- საინტერესოა… ბევრი ტურსიტია თბილისში? - ბოლო რამდენიმე წელია ტურისტებისთვის ძალიან პოპულარული ქვეყანაა საქართველო. - არ ვიცი რა იქნება მომდევნო თვეებში, მაგრამ კოვიდამდე სულ სავსე იყო თბილისი ტურისტებით. - მე სადაც ვარ ეს ადგილიც ძალიან პოპულარული იყო, მაგამ ახლა არავინ იცის რა იქნება… შეიძლება გესტუმროთ…
რაღაც მაქვს აქ შენთვის…