ავტორები
მარიამ ნიკურაძე
მარიამ ნიკურაძე OC Media-ს თანადამფუძნებელი და დირექტორია. მას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ჟურნალისტიკასა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში.
ავტორის ისტორიები
ვაჟა, რეზო და მიშა კახეთში, სოფელი ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველ საბჭოთა სატვირთო მანქანებთან დგანან და მევენახეებს ელოდებიან, იქნებ მკრეფავებად დაიქირაონ. მკრეფავთა უმრავლესობა, ვინც ამ ადგილას იკრბება, თვითონ მევენახეები არიან, თუმცა წლევანდელი რთველი მათთვის იმდენად საზარელი იყო, რომ დამატებით უხდებათ ფულის გამომუშავება.
მევენახეები ყურძნის მკრეფავებად
ასობით ოჯახი 2012 წელს აჭარის სოფელ ხელვაჩაურში ჩასახლდა იმ იმედით, რომ ახალი მთავრობა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრით ან საცხოვრებლით დაეხმარებოდა. ხის, მუყაოსა თუ სხვა მასალისგან მათ ქოხები ააგეს შუქის, გაზის და წყლის გარეშე.
ბავშვები „ოცნების ქალაქიდან“
წარმატებულ ქართველ ქალს მოუხდა საკუთარ ცხოვრებაზე და ოცნებებზე უარის თქმა, როცა მის ერთადერთ შვილს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მან მთელი ცხოვრება შვილს მიუძღვნა დაგახდა აქტივისტი, რომ უკეთესი სამყარო შეექმნა შვილისთვის.
ნათელა
სვანეთის მოსახლეობა უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღემდე ყოველ 14 თებერვალს აღნიშნავს ლამპრობას. ამ დღეს ოჯახები სასაფლაოზე მიდიან; ახლობლების საფლავებზე ანთებენ ცეცხლს და საკურთხს აწყობენ.
ცეცხლი და სუფრა
უკანონო კონსტრუქციები, გარაჟები, მიშენებები თუ უბრალოდ ჟანგიანი კომერციული ჯიხურები, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია 90-იანების უკონტროლო არქიტექტურისა, რაც დღემდე შემორჩა ქალაქს.
90-იანების არქიტექტურული მემკვიდრეობა
51 წლის რაზეტა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია პანკისის ხეობაში, სადაც ძველ ტრადიციებს ჯერ კიდევ მტკიცედ იცავენ. რაზეტა კერავს კაბებს, ეროვნულ ჩეჩნურ სამოსს, საქორწილო და საბანკეტო კაბებს, ყოველდღიურ ტანსაცმელს, ბავშვის ტანსაცმელს, ფარდებს და თეთრეულს, ჰიჯაბს ქალებისთვის, მისი ტანსაცმელი თითქმის ყველას აცვია ხეობაში და მის გარეთ სოფლებშიც კი.
მკერავი პანკისიდან
ათასობით ადამიანი კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან, ყოველ წელს სამხრეთ საქართველოში იკრიბება მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში. One Caucasus ფესტივალი, ან როგორც ორგანიზატორები აღწერენ - ‘ფესტივალი შემდეგი თაობისთვის’, 2014 წლიდან ყოველ აგვისტოს სოფელ წერაქვში იმართება. ორგანიზატორების თქმით, One Caucasus არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, არამედ ადგილი, რომელიც კულტურულ მრავალფეროვნებას და მეგობრობას აერთიანებს.
მუსიკალური ფესტივალი, როგორც ხიდი სამხრეთ კავკასიის ერებს შორის
Two sisters from a remote ethnic Azeri populated village went through different paths - one got married at the age of 16, the other continued her education and wants to become a teacher.
გაუშვით გოგონები სკოლაში: ადრეული ქორწინება საქართველოში
ყოველ დღე, 7:30-ზე ლეილა ჩანთებს ალაგებს და მატარებელში ადის. ამ მატარებლიდან ის 9 საათის შემდეგ ჩამოდის - ის გარემოვაჭრეა, მატარებელი კი მისი მაღაზიაა. მყიდველები მგზავრები არიან და რაც უფრო ცუდად მიდის ვაჭრობა, მით უფრო დიდხანს უწევს ვაგონებს შორის სიარული. ლეილა უკვე ათი წელია წასახემსებლებსა და გაზეთებს ჰყიდის. ეს საქმიანობა მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ლეილას მარშრუტი ქსანში იწყება, რომელიც მის სოფელთან, ძალისთან მდებარე უახლოესი სადგურია, და საკურორტო ქალაქში, ბორჯომში სრულდება.
სიცოცხლით სავსე ელექტრიჩკები
ერთადერთი განსხვავება აიპედია. ლილიანას მუხლებზე მოთავსებული ეს მოწყობილობაა ის, რაც გვახსენებს რომ 21-ე საუკუნეში ვართ. სხვა ყველაფერი ლილიანას 1970 წელს აგონებს შავი ზღვის მახლობლად პალმის ხეებით გაწყობილ ამ სასეირნო ბილიკზე, მათ შორის თავის პირველ შვებულებას აფხაზეთში.
საბჭოთა არდადეგები
ორი დეკადის წინ ერთი კორპუსით დაწყებულმა სამშენებლო ბუმმა ტვერელის ეკლესიის ხედი არამხოლოდ თბილისის ძველი უბნების, ქალაქის იერსახიდანაც შთანთქა.
როგორ გაქრა ტვერელის ეკლესია თბილისის ხედიდან
ფილმში გიორგი ნეფარიძე, სოფელი შუქრუთის მკვიდრი, ჰყვება უწყვეტი პროტესტის ისტორიას და აღწერს რა ელის შუქრუთს უახლოეს მომავალში.