მარგანეცს შეწირული სოფელი
14 min.
მარგანეცს შეწირული სოფელი
19.09.24
სოფელი შუქრუთი, ჭიათურის რაიონის სხვა სოფლების მსგავსად, მარგანეცის მოპოვების შედეგად ინგრევა და ქრება. ხუთი წელია ამ სოფელში მცხოვრები ადამიანები მძიმე ყოფას აპროტესტებენ, მაგრამ ამ დრომდე მათ ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქციეს. 32-ე დღეა შუქრუთელები შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი.
ფილმში გიორგი ნეფარიძე, სოფელი შუქრუთის მკვიდრი, ჰყვება უწყვეტი პროტესტის ისტორიას და აღწერს რა ელის შუქრუთს უახლოეს მომავალში.