ნინო-ანა სამხარაძე
ავტორის ისტორიები
წამოდი გავისეირნოთ. გზა ცოტა ტალახიანი იქნება, მაგრამ არც ისე გრძელი. ეს ბილიკი ხვეულია. ალბათ, ამ გზაზე არაერთხელ დაეჭვდები, მიმართულებაც შეიძლება აგერიოს, თუმცა, თუ აიტან და მომთმენი იქნები, საინტერესო მიგნებებს აღამოაჩენ. კერძოდ, შეშლილობის არსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხს. წამოდი, წამოდი! დაივიწყე ყველაფერი, რაც კი ოდესმე გსმენია სიგიჟის შესახებ და ერთად აღმოვაჩინოთ, რას გულისხმობს. უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ შეშლილობის ცნება მე და შენ ერთად გამოვიგონეთ.
მრავალსნეული
აჭარაში ისლამის გავრცელება სათავეს იღებს 1510 წლიდან, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ კავკასიაში გაფართოება დაიწყო. შედეგად, ისლამური ტრადიციები ნელ-ნელა დამკვიდრდა ადგილობრივ ცხოვრებაში. პროექტი აღწერს აჭარელი ქალების ცხოვრებას, მათ ტრადიციებსა და კულტურას. პროექტი მიზნად ისახავს, ნათელი მოფინოს სხვადასხვა თაობის აჭარელი მუსულმანი ქალების შეხედულებებსა და გამოწვევებს.
აჭარელი მუსულმანი ქალები
ამბავი მივიწყებულ სოფელზე გაუვალ ტყეში და მის მაცხოვრებლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველასგან მოწყვეტილები თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ და მუდმივი მოძრაობა უწევთ იმისათვის, რომ მისწვდნენ სამყაროს მათი სახლების ირგვლივ აშოლტილი ხეების გაღმა.
მომსახურების ზონიდან გასული სოფლები
ჩემთვის დიდად გასაკვირი არასდროს ყოფილა სტალინისადმი ასაკოვანი ხალხის პატივისცემა. ბაბუაჩემი საბჭოთა ბელადს ყოველთვის დიდი ქებით მოიხსენიებდა და მის ფოტოებს თავის საწოლთან ინახავდა. მაშინ გამბედაობა არ მყოფნიდა, რომ ბაბუას ან მისი ასაკის ხალხს ღიად დავპირისპირებოდი. მაგრამ გასულ დეკემბერს, როცა ჩავედი გორში, სადაც სტალინი დაიბადა 1878 წლის 18 დეკემბერს, აღმოვაჩინე, რომ ჩემხელა, 20-30 წლის, ადამიანებიც თაყვანს სცემენ მას. ამან ნამდვილად გამაკვირვა. გამიჭირდა მიმხვდარიყავი, ჩემსავით ახალგაზრდა ადამიანები რატომ იკრიბებოდნენ და ზეიმობდნენ იმ ადამიანის დაბადების დღეს, რომლის იდეოლოგიაც ასე შორსაა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ პრინციპებისგან, რომლებსაც მე ვიზიარებ.
“დიდი მორწმუნე იყო”, სტალინის ახალგაზრდა მხარდამჭერებთან ერთად
„ნუ ტირი, თორემ საქართველოში გაიგებენ და იქაც ატირდებიან“—ბავშვის დამშვიდების ამ უჩვეულო ხერხს ფერეიდუნშაჰრში მოგზაურობის პირველივე დღეს შევესწარი. დასავლეთ ირანში, ისპაჰანის პროვინციის მახლობლად მდებარე ამ პატარა მთებით მოცულ ქალაქში, სადაც 4000-მდე ოჯახი ცხოვრობს, დედები ბავშვებს არც გუდიანი კაცის მოსვლით აშინებენ და არც ტკბილეულს პირდებიან. ბავშვებს მოუწოდებენ, ცრემლები ერთი შორეული, პატარა ქვეყნის გამო შეიკავონ.
უცნობი სამშობლოს ნოსტალგია: ფერეიდნელი ქალები
„როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა შეზღუდვებზე, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები გვავიწყდება. თითქოს ისინი არც კი არსებობდნენ,” ამბობს შშმ პირების უფლებათა დამცველი ესმა გუმბერიძე. „ისინი ჩაკეტილი თემივით ცხოვრობდნენ და საზოგადოებაში გამოსვლას ერიდებოდნენ,” ამბობს ესმა.
უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები: უხილავი გზა წარმატებისკენ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ასობით ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. მათ ყველაფერი დაკარგეს. ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, წეროვანში დასახლება აშენდა. დასახლებაში 8000-მდე ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც ოჯახის წევრების წარსულის მიუხედავად საკუთარი ოცნებები აქვთ. ისინი მომავალი ექიმები, მოცეკვავეები და ფეხბურთელები არიან. ზოგიერთი მათგანი კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობს. სხვებს კი საკუთარი მომავალი მთებში, ბუნებასთან ახლოს წარმოუდგენიათ. ზოგიერთი მათგანი საკუთარ ოცნებას აიხდენს, ზოგიერთი კი ბევრჯერ შეიცვლის მიზანს, როგორც ერთ დროს მე შევიცვალე. ბავშვობაში დიზაინერობა მსურდა, საბოლოოდ კი ფოტოაპარატი ავიღე ხელში და ფოტოების გადაღება დავიწყე. წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ბავშვები ძალ-ღონეს არ იშურებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად.