სუფთა ჯიში
ელენა მიქაბერიძე:
ამ ვიდეო ესეს დახმარებით მინდოდა თბილისს ქუჩაში დარჩენილი უპატრონო ძაღლების თვალით დავკვირვებოდი. რამდენიმე დღე და ღამე მათთან ერთად ვიხეტიალე ქალაქში და თითქოს უკეთესად აღვიქვი ქალაქიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ჩემ გვერდით ცხოვრობენ. ფილმში ჩანს, როგორ იცვლება თბილისი სამუდამოდ.
ჩემმა მეგობარმა შალვამ დამანახა, როგორი რთულია საყოველთაო მოწოდებას “დარჩი სახლში” დაემორჩილო, მაშინ როცა ქუჩაა შენი სახლი. როგორი რთულია დაიცვა საკუთარი თავი და სხვები, როცა შენ არავინ გიცავს.
შალვა ამბობს, რომ დღეს მისი დაცვა მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ. მისმა გამოცდილებამ იმედი მომცა, რომ ადამიანებისა და ცხოველების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია; რომ ეს ქალაქი ყველას ერთნაირად ეკუთვნის და ეს სივრცე ყველამ უნდა გავიზიაროთ.