ელენეს არჩევანი

21 min.

ელენეს არჩევანი

02.02.22

რა ნორმებს და მოთხოვნებს უწესებს საზოგადოება ქალს, რომელიც პოლიტიკურ კარიერას ირჩევს.

როცა კინორეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა მისივე თაობის ქალი პოლიტიკოსის,  ელენე ხოშტარიას შესახებ მოკლე ფილმის გადაღება გადაწყვიტა, მისგან უპირობო თანხმობა მიიღო. ეს პროცესი პოლიტიკოსის ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს დაემთხვა, რომლის დროსაც ის ხშირად საზოგადოებრივი აზრის, ნორმებისა თუ მოლოდინების წინააღმდეგ წავიდა. 4 შვილის დედის, ელენეს არჩევანს დიდწილად მისი ოჯახური მემკვიდრეობაც განსაზღვრავს. ეს არის სტალინის მიერ რეპრესირებული და დახვრეტილი ბაბუისა და დისიდენტური მოძრაობის მონაწილე, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მამის გამოცდილება. 

რას ნიშნავს იყო ქალი პოლიტიკოსი დღევანდელ საქართველოში? - ქეთი მაჭავარიანის კამერა სწორედ ამ პროცესზე დაკვირვებას ცდილობს.