ლვოვიდან პოლონეთში

ავტორი: საბა გორგოძე

05.04.22

Მშვიდობისა და ომის გასაყარზე, პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, თვეზე მეტია უკვე ლტოლვილების ნაკადი არ წყდება. Ომის დაწყებიდან დღემდე 4 მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა დევნილად. Მათგან ნახევარზე მეტმა პოლონეთს შეაფარა თავი. ქალები, ბავშვები და მოხუცები 500-600 მეტრიან რიგში საათობით დგანან. Კაცები ოჯახის წევრებს საზღვრამდე აცილებენ და თვითონ ისევ ომში ბრუნდებიან მშვიდობის მოსაპოვებლად.

Უკრაინელი ლტოლვილების იძულებით გადაადგილება ქალაქ ლვოვიდან პოლონეთში საბა გორგოძემ დოკუმენტურ ფოტოებში აღბეჭდა.

Მეტროსადგური ლვოვში.

უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა ჯერ ქალაქ ლვოვში გადადის, რომ იქიდან უფრო მარტივად მოხვდნენ პოლონეთში. Ლვოვში ადამიანები საათობით დგანან რიგში, რომ ავტობუსში ადგილი იპოვონ.

Დიმიტრი 26 წლის პროგრამისტია. მან ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე საკუთარ სახლში, ლვოვში, 60-მდე ადამიანი შეიფარა. Სახლის სარდაფი და საუნა დროებით ბომბ საწინააღმდეგო თავშესაფრად გადააკეთა.
ტანსაცმელი უკრაინელი ლტოლვილებისთვის. თავშესაფარში ყველას შეუძლია აიღოს.
ლესია კურბასის თეატრი, ქალაქი ლვოვი

ლვოვში ჩამოსული ადამიანების ნაწილი პოლონეთში წასვლას უკრაინაში დარჩენას ამჯობინებს.  ლვოვში  რამდენიმე თავშესაფარია. ერთ-ერთი მათგანი ლესია კურბასის სახელობის თეატრია. Აქ  ადამიანები რამდენიმე ღამეს ათევენ.

ლვოვი, უკრაინა

თავშესაფარი ლვოვის ერთ-ერთ პარკშია მოწყობილი. ადამიანები იქ იმ შემთხვევაში უნდა ჩავიდნენ, როცა ქალაქში განგაშის ხმა ისმის და შენობები იბომბება. ადგილობრივებმა სხვადასხვა ინსტიტუციებისა და სამთავრობო შენობების გარშემო დამცავი ხელოვნური ბარიერები ააშენეს.

ლვოვი, უკრაინა


ცხელ ზონებში  გამოცდილებამ  აჩვენა, რომ ბომბებს ვერც კულტურული მემკვიდრეობა გადაურჩა.  რუსი ჯარისკაცები ყველაფერს მიზანში იღებენ.  ამიტომ, ლვოვის მერიამ გადაწყვიტა ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დამცავი მასალით შეეფუთა.

ლვოვი, უკრაინა

ლიჩაკივის სასაფლაო ლვოვში. მოსახლეობა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ყოველდღე მიაგებს პატივს.

ლვოვი, უკრაინა

Მოხალისეები პოლონეთში

უკრაინისა და პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე მეტრში უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები ხვდებიან. Მოხალისეები მათ საჭმელსა და პირველადი საჭიროების ნივთებს ახვედრებენ. Აწვდიან ინფორმაციას, სად შეუძლიათ პოლონეთში ღამე გაათიონ, ან როგორ წავიდნენ ევროპის ქვეყნებში.

ქალაქი მედიკა

Აქ გროვდება ტანსაცმელი პოლონეთის სხვადასხვა თავშესაფარში გასაგზავნად.

ქალაქი მედიკა, პოლონეთი.

ბავშვები ისე გამოექცნენ ომს, რომ სახლიდან ვერცერთი ნივთი ვერ წამოიღეს, მათ შორის ვერც ტანსაცმელი. Სათამაშოები და ზამთრის ტანსაცმელი პოლონეთში დაახვედრეს.

უკრაინელი ბავშვები ქალაქიდან ავტობუსის გასვლას ელოდებიან, რომ თავშესაფარში წაიყვანონ. Აქ ჩამოსასვლელად 24-საათიანი გზა გამოიარეს.

უკრაინელი დედა და ბავშვი Საათზე მეტია მატარებელს ელოდებიან, რომელიც ქალაქი ფშემისლიდან კრაკოვი-ვარშავას მიმართულებით მიდის. Იქიდან ან თავშესაფარში, ან ევროპის რომელიმე ქალაქში გადავლენ.

ბაბუა  შვილიშვილთან ერთად ავტობუსს ელოდება.  ისინი გზაში 18 საათი იყვნენ.

ავტობუსის გასვლამდე Მოხალისეები ბავშვებს ბურგერებს ურიგებენ.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია