აქედან სახლში: ბელორუსელი ლტოლვილები ბათუმში

ჟურნალისტი: ოლგა ბუბიჩი, , ილუსტრატორი: ასია ასარტი
18.04.22

ის დღე ძალიან კარგად მახსოვს. რაღაცნაირი წებოვანი სიცხე ცარიელი ცის ქვეშ. არყის ჭალის უსიცოცხლო ფოთლები გზის გადაღმა - მდუმარედ და ჩუმად. თითქოს საბავშვო ფერადი წიგნიდან ამოჭრა ვიღაცამო

გაღიზიანებული ხალხის რიგი საარჩევნო უბნების წინ, ხმამაღალი პროპაგანდისტული მუსიკა გარშემო, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს ირთვებოდა ხოლმე. ალბათ, ლუკაშენკოს ბელორუსიის მიმართ პატრიოტული გრძნობების გაღვიძების მიზნით. მძიმე ფიქრები ამეკვიატა და ამოუთქმელი სიტყვები ყელში ბურთივით გამეჩხირა. წარმოდგენა არ გვქონდა, რომ 2020 წლის 9 აგვისტო სამუდამოდ შეცვლიდა ათასობით ბელორუსის ცხოვრებას

გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ლუკაშენკო დიდი უპირატესობით იმარჯვებდა, ქვეყანაში უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელსაც პოლიცია არბევდა. 1100-ზე მეტი ბელორუსი პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადდა; 13 დამოუკიდებელ მედიასექსტრემისტისიარლიყი მიენიჭეს და აკრძალეს. დაახლოებით 300 არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული გახადეს დახურულიყვნენ. დაკავებულებს ამცირებდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ციხის ადმინისტრაციისთვის და სპეცრაზმისთვის ბრალი არასდროს წაუყენებიათ

ბელორუსელებმა გააცნობიერეს, რომ თუ თავისუფლება უნდოდათ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაქვეყანა დროებით უნდა დაეტოვებინათ

იმის გამო, რომ ბელორუსია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არისადამიანებს გადაადგილების შეზღუდული არჩევანი ჰქონდათ. ისინი, ვისაც დისტანციურად მუშაობა შეეძლოთ, პოლონეთში, ლატვიაში, ან ლიეტუვაში გადავიდნენ. ნაწილმა უკრაინა და საქართველო აირჩიესრუსეთი, რომელსაც ლუკაშენკო ბელორუსისუმცროს ძმადმოიხსენიებდა, მათთვის არჩევანი არ ყოფილა. რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ექსტრადიციის პრაქტიკა იყო

2020-2021 წლებში, ოფიციალურად, 110 000-ზე მეტმა ბელორუსმა დატოვა სამშობლო. ძირითადად, პოლონეთსა და უკრაინაში გადავიდნენ. მხოლოდ მცირე ნაწილმა აირჩია სხვა მეზობელი ქვეყნები. დაახლოებით 3000-დან 5000-მდე დევნილი საქართველოში ჩამოვიდა, ძირითადად, ბათუმსა და თბილისში დასახლდნენ.

სოციალური განვითარების მაჩვენებელი, რეალურად, დამოკიდებულია ადამიანების მცირე რაოდენობაზე - დაახლოებით, 5-7%-ზე. დღევანდელი რეჟიმი ყველაზე აქტიურ და განათლებულ ხალხს აიძულებს ქვეყნის დატოვებას. რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ კატასტროფის მოწმეები ვართ,” ეუბნებანაშა ნივასგენადი კორშუნოვი, ბელორუსის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი. დღეს ის პოლიტიკური დევნილია

2021 წლის ივლისში, 43 კილოგრამი წიგნებით, ლეპტოპით და გაცვეთილი წითელი დათუნიით ბათუმში ჩამოვედი. არც ქართული ენა ვიცოდი, არც თქვენი წეს-ჩვეულებები და არც ხალხს ვიცნობდი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი დარწმუნებით: საქართველოში თავისუფლებას ვიგრძნობდი.

პირველ დღეებში ეს ყველაფერი თითქოს სიურეალისტური იყო. ქალაქი ცოცხალი, ენერგიული და თან დასვენებული მომეჩვენა. მისი სახე დღის მონაკვეთებისა და უბნების მიხედვით იცვლებოდაროგორც მოგზაურობაზე შეყვარებულმა ადამიანმა და კულტურის  სფეროს ჟურნალისტმა, შემიძლია ის სხვა ქალაქებს შევადარო: ღამით ახალი ბულვარი თითქოს ლას ვეგასს ჰგავდა; მაშინ როცა ქალაქის ცენტრი, თავისი ერთსართულიანი შენობებით, პორტუგალიის მყუდრო კვარტლებს მოგაგონებდა. მზიან შუადღეს, რამდენიმე გზა პრაღას გაგახსენებდათ, ვაზის ლერწმებით დაფარული პორტიკები კი მშვიდ ტოსკანას

მულტიკულტურულობამ უხილავი გამხადა. მხოლოდ ფლეშბექები მიბრუნებდა რეალობის შეგრძნებას. დროთა განმავლობაში მინსკში ჩემი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში აფეთქებული ყუმბარის ხმა და ფანჯრების ქვეშ მოქცეული სპეცრაზმის შავი სილუეტები ნელ-ნელა გაფერმკრთალდა. ვიცოდი, რომ საქართველოში მუშაობის გაგრძელება და აქედან ჩემი ქვეყნის მსოფლიოს დღის წესრიგში შემოყვანა შემეძლო. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი ხალხის ბრძოლა და თავგანწირვა უშედეგო არ იყო. ამას  ჩემს მოვალეობად მივიჩნდევდი.

უფრო მეტიც, ბათუმში მარტო არ ვიყავი. ბელორუსიას, რომელიც რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ, ახლა მას უკრაინაზე თავდასხმის პლატფორმად იყენებენ. შესაბამისად, ლტოლვილთა ნაკადი მხოლოდ იზრდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან 15 767 ბელორუსის მოქალაქეა საქართველოში შემოსული. მათი ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ტრავმა და ემოციები, რამაც ისინი იძულებით ემიგრაციამდე მიიყვანათითქმის იდენტურია

რომანი ადამიანის უფლებათა იურისტი და ლექტორია. 2020 წლის ბელორუსის საპროტესტო აქციების დროს, მან აქციის მონაწილეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია. 2020 წლის მაისში, სერგეი ტიხანოვსკიმ, რომელიც ბელორუსელი იუთუბერია და ცნობილია, როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და განცხადებიდან  ორი დღის შემდეგ დააკავეს. რომანთან ერთად, 10 აქტივისტი იმავე დღეს დააპატიმრეს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ პრაქტიკას პრევენციული ხასიათი აქვს. ეშინიათ, რომ სხვა ლიდერებიც საკუთარ კანდიდატურას დააყენებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით იმდენი დაკავებული იყო, რომ დაკავების იზოლატორები, რომლებიც სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილიუცბად ციხეებად გადაიქცა.

სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს და ნათესავებისგან გადაგვმალეს. 8 ადამიანზე გათვლილ საკანში 32 კაცი ვიყავით. იატკზე მორიგეობით გვეძინა, არ იყო ადგილი. ციხის მეთვალყურეები გვიყვიროდნენ და გაზით მოწამვლით გვემუქრებოდნენ. მუხლებზე დაგვაჩოქეს, ხელი მაღლა აგვაწევინეს და სახე კედლისკენ შეგვატრიალებინეს. ყველანი შოკირებულები ვიყავით. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საპროტესტო გამოსვლები ასეთ მასიურ ხასიათს მიიღებდა, ნამდვილი ბუნტი იყო.

ქვეყნის დატოვება არასოდეს მდომებია. მაგრამ 2021 წლის ივნისში, როცა რეპრესიები დაიწყო და მასმედია და არასამთავრობო სექტორი მიზანში ამოიღეს, ნათელი გახდა, რომ მუშაობისა და ცხოვრების საშუალებას არ მომცემდნენ. მეგონა, ცოტა დრო მაინც მექნებოდა ქვეყნიდან გასვლა რომ დამეგეგმა, მაგრამ შევცდი. 19 ივლისს ჩემი სახლი გაჩხრიკეს და ლეპტოპი და სხვა ტექნიკა ჩამომართვეს. ერთი კვირის შემდეგ ბათუმში ჩამოვედი

ბოლო დღემდე არ ვიცოდი, სად მოვდიოდი, ან როგორ უნდა დამეტოვებინა ბელორუსია. კგბ ყველა ჩემს ნაბიჯს აკონტროლებდა, მათ შორის ონლაინაც. საიტზე ვერ ვნახულობდი მატარებლის გასვლის თარიღს. მაშინვე მიხვდებოდნენ ჩემს გეგმებს. ყველა SIM ბარათი შევცვალე, მაგრამ არ მიშველა

საქართველო ყველაზე მარტივი გამოსავალი ჩანდა. თბილისში ჩამოსაფრენი ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, ამიტომ მეგობრებმა ბათუმის ბილეთი მიყიდეს. ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ერთ ღამეში წამოვედი. ბათუმის აეროპორტიდან ფეხით ვიარე ფულისა და ბარგის გარეშე. მხოლოდ სანაპიროს ძაღლები მომყვებოდნენ.

ჯულიმ ბელორუსია იმ შიშით დატოვა, რომ სახლში პოლიცია მიაკითხავდა და მისი 15 წლის შვილი დედას განუსაზღვრელი დროით დაკარგავდა. მიზეზი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იქნებოდა, რომლებსაც ძირითადად, 23.34- მუხლით (მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება წესების დარღვევით) ასამართლებდნენ. როდესაც მოხალისეთა დევნა დაიწყო, ჯული მიხვდა, რომ ბელორუსში დარჩენა სახიფათო იყო. ვისთვისაც ის მუშაობდა, მათგან, დაახლოებით, 90%-მა ასევე დატოვა ქვეყანა იმ მინიშნებების გამო, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოებისგან იღებდნენ. ქვეყნის დატოვება ვიღაცებმა ერთ ღამეში გადაწყვიტეს.

არჩევანი ბათუმსა და თბილისს შორის მქონდა. სიმშვიდე მჭირდებოდა და სწორედ ამას მაძლევს ბათუმი და ზღვა. ძალიან მომწონს კლიმატი, ბუნება და ხალხი, რომელიც ძალიან სტუმართმოყვარე და თავაზიანია

მეორე ფაქტორი აქ ჩამოსვლის ბინის ქირა და საკვების ფასია. ამის გადახდას შევწვდებოდი. თეორიულად შესაძლებელი იყო საქართველო დროებით საცხოვრებლად ამერჩია, მაგრამ ჩემი დეპრესიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გულწრფელად რომ გითხრათ, ენერგია არ მეყო საკუთარი თავისთვის მეკითხა: “რა მელოდებოდა წინ, რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი?”

რაც ჩამოვედი, სულ ერთ სახლში ვცხოვრობ. უკვე კარგად ვიცი ამ უბნის კაფეები და მარკეტები. ძალიან მიხარია, როცა ადგილობრივები სახეზე მცნობენ და ჩემს ამბავს კითხულობენ. ძალიან მინდა მათ უფრო დავუახლოვდე

თავიდან მკითხეს საიდან ვიყავი: უკრაინიდან, ბელორუსიიდან, თუ რუსეთიდან. როცა გაიგეს, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო მაიძულეს წამოვსულიყავი, მაშინვე ემპათია ვიგრძენი. ცოტა შევეცოდე კიდეც, მაგრამ ყოველთვის თავაზიანად მექცეოდნენ. მინდა მჯეროდეს, რომ ქართველებს უცხოელების მიმართ სულ ასეთი დადებითი განწყობა აქვთ

ქართველების უმრავლესობას ბელორუსში მომხდარეზე უფრო ზოგადი წარმოდგენა აქვს. იციან, რომ რაღაცომითურევულიციაიყო ჩვენთან, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არ ესმით. არ იციან, სინამდვილეში რამ ჩამოგვიყვანა აქ. “

ტანია ქალაქ მინსკში, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა 8 წელი. კოლეგებთან ერთად, გენდერისა და სექსუალობის საკითხებს იკვლევდა.  2021 წლის შემოდგომაზე, მისი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო ტელეგრამ არხზე გამოჩნდა, სადაც მის თანამშრომლებს საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, როცა აქტივისტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და სხვა ლიდერების დაკავება უნდოდათ. როგორც წესი, სასამართლოც კი არ ინიშნებოდა. ამან აიძულა ტანია ბარგი ჩაელაგებინა და ქვეყანა დაეტოვებინა. მისთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ზუსტად გამომგზავრების დღეს, 2021 წლის 30 ნოემბერს, მისი შვილი სამი თვის გახდა.

ჩემი შვილი მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული, ამიტომ მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი ისტორია ვერ იქნებოდა. პატიმრობას გავუძლებდი, მაგრამ ჩემს შვილს რა ეშველებოდა? ვიცი, როგორი შურისძიება იციან ხელისფლებებმა. ჩემს მშობლებს შეიძლება პრობლემა შექმნოდათ ბავშვის მეურვეობაზე, სახელმწიფო სტრუქტურებში უამრავ დაბრკოლებას გიქმნიან. ამაზე ფიქრმა ძალიან შემაშინა. წარმოვიდგინე, რომ ჩემი შვილი ბავშვთა თავშესაფარში შეიძლება აღმოჩნდესარ დაუმსახურებია ეს ბედისწერა.

იმ დროისთვის ყველა ჩემი კოლეგა სამშობლოდან უკვე წასული იყო. ჩემი გუნდიდან მხოლოდ ორნი ვიყავით დარჩენილები. თავიდან გავშეშდი თითქოს. არც გაქცევის სურვილი მქონდა და არც აუტანელ შიშს ვგრძნობდი. ოთახში, სკამზე მიწოლილი ვიყავი მარტო და ჩემს თავს ვეკითხებოდი: “ახლა რა უნდა გავაკეთო?” “უფრო ადრე რატომ არ გავიქეცი?” “არასოდეს დამირღვევია კანონი, არა?” “რატომ უნდა წავიდე?” “არაფერი დამიშავებია.”

მომავლის გეგმები არ მაქვს. უბრალოდ, არ მინდა ასეთი მძიმე ცხოვრება მქონდეს. საშინელ დაძაბულობას ვგრძნობ, მთელ სხეულში სპაზმი მაქვს. მიხარია, რომ საქართველოში ვარ, თუმცა შიგნით დიდ სიცარიელეს ვგრძნობ. გულის სიღრმეში არ ვიცი, რატომ ვარ აქ…”

უკვე ოთხი თვეა ბათუმში ვარამ ეტაპზე შეუძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა, ამიტომ არც განვიხილავ საქართველოში მსგავსი სამუშაოს მოძებნას. მგონია, რომ ამის უფლება არც მაქვს. როცა ბავშვთან ერთად მარტო ხართავს ბევრის უფლებას ვერ აძლევ, პასუხისმგებლობები გახსენდება. მე აღარ მესმის სიტყვაშემდეგისმნიშვნელობა. მომავლის დაგეგმვა პრივილეგიაა, რომელიც მე წამართვეს.

ბელორუსიაში მარია აქტივისტი და მოხალისე იყო. ყველა საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდა, ფულს აგროვებდა და პოლიტიკურ პატიმრებს ამანათებს უგზავნიდა. მისთვის სრული ჯოჯოხათი იმ დღეს დაიწყო, როცა უახლოესი მეგობარი ტატიანა ოსტროვსკაია დაიჭირეს. ტატიანა 2019 წელს სერგეი ტიხანოვსკის მიერ დაარსებული Youtube არხის მოხალისე იყო

იძულებულები გავხვდით, ყველა მოხალისეობრივი ღონისძიება დროებით შეგვეჩერებინა. ზოგს შეეშინდა, ზოგი რაღაცას დაკარგავდა, მე მთელი რესურსით ჩემი მეგობრის სამართლებრივ დახმარებაზე ვიყავი ფოკუსირებული. იმასაც ვიაზრებდი, რომ კგბ  მალე ჩემთანაც მოვიდოდა, რადგან ძალიან ხშირი კომუნიკაცია მქონდა ტატიანასთან. მისმა ქმარმაც მითხრა: “შენზე უკვე მეკითხებიანო.”

როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ტატიანას ბრალი ედებოდა ბელარუსის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით, მოწოდების გავრცელებაში. სისხლის სამართლის სკოდექსის 361- მუხლით. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ჩემი დაკითხვა 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მე ზოგიერთი მტკიცებულება უნდა დამედასტურებინა, რომელიც ტატიანას სატელეფონო საუბრის მოსმენებით შეაგროვეს. ისტერიკაში ვიყავი, რაღაც მომენტში ვუთხარი, აღარ შემიძლია ამის გაძლება, ან გამიშვით, ან ციხეში ჩამსვით-მეთქი. განცხადებაზე ხელი მომაწერინეს და სასამართლოში გამოცხადების უწყება მომცეს. ორი დღის შემდეგ, სასამართლო სხდომას უნდა დავსწრებოდი. ისევ მოწმის სტატუსი მქონდა. ცხადი იყო, რა უნდა მექნა: ჩუმად უნდა ვყოფილიყავი, სხვა შემთხვევაში, ჩემი ბედი სასამართლოზე ცუდად გადაწყდებოდა.

მოკლედ, ერთი დღე მქონდა გადაწყვეტილების მისაღებად: ბელორუსიაში ვრჩებოდი და სასამართლოს მივმართავდი, თუ ქვეყანას დავტოვებდი. შემთხვევით, ჩემი მეგობარი  დასასვენებლად ბათუმში იყო და მითხრა, რომ ჰოსტელში ღამის გასათევს მიპოვნიდა. ამიტომ, ბათუმისკენ წამოვედი. თავიდან გვეგონა, რომ ეს დროებითი საცხოვრებელი  იქნებოდა. კიევში დარჩენას ვგეგმავდი. ჩემმა ოჯახმა ეს ქალაქი კარგად იცის და თან, ენისა და კულტურის მიმართ დიდი გაუცხოებაც არ მექნებოდა

ახლა მეშინია, რომ ბელორუსების მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალოს. თბილისში უკვე რამდენჯერმე გამოვცადე უხეშად მოქცევა: წაეთრიე, გაყევი რუსულ სამხედრო გემსო, მომაძახეს, მაშინ როცა ტანსაცმელზე ყვითელ და ლურჯ სიმბოლოებს სულ ვატარებ. ასეთი მოპყრობა არ დამიმსახურებია. ქართველებისთვის ცუდი არასოდეს გამიკეთებია. ყოველთვის ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი, პოლიტპატიმრებსაც ვეხმარებოდი და უკრაინელ ლტოლვილებსაც. არ ვიცი, როგორ ხდება ხოლმეერთ კვირაშიყვავილების გოგოებისგან” “აგრესორებადგადავიქეცით

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია