კლუბში ქალები არიან

19 min.

კლუბში ქალები არიან

20.07.22

კლუბი და ელექტრონული მუსიკის სცენა, ტრადიციულად,  თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპებს ეფუძნება. საინტერესოა, როგორია რეალობა ისეთ ქვეყანაში, სადაც პატრიარქატი და ქალთმოძულეობა დომინირებს?

თბილისის საკლუბო სცენა უნიკალური ადგილია, რომელიც თავისი ენერგეტიკით და ხალხმრავლობით გამოირჩევა. თუმცა, ქალების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულება ქალი დიჯეების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ვიივი მიკკოლას დოკუმენტური ფილმი “კლუბში ქალები არიან” ქალი დიჯეებისა და პროდუსერების გამოცდილებას გვიზიარებს. მას აინტერესებს, აქვს თუ არა სქესს სცენაზე მნიშვნელობა; რას ნიშნავს იყო ქალი, თუკი დიჯეის კარიერა აირჩიე; როგორი გარემოა საქართველოში ამ თვალსაზრისით.

რეჟისორი ოთხი ქალის ცხოვრებას, კლუბში და კლუბს მიღმა, 2022 წლის ზამთრიდან გაზაფხულამდე აკვირდებოდა. მათ მიმართ დამოკიდებულებები და აღქმა შეიძლება ნელა, მაგრამ მაინც იცვლება.