Სახლში გადაღებული ვიდეოების გამოჩენამ, მეხსიერება გამოსახულებებში გააცოცხლა. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში, რეჟიმის მსგავსად, მედია ფორმატები იცვლება და მოგონებები, რომლებსაც ისინი ინახავენ, იშლება. Ამ ფილმით ავტორი განზრახ ბრუნდება იმ დროში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა და რომელიც ქართველების მეხსიერებამ ახლად გაციფრულებული ვიდეო კასეტების სახით შემოინახა.
გააკეთე დონაცია
სხვა ვიდეო ისტორიები
დისტანციურმა სწავლებამ, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობამ და იზოლაციამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებში ემოციური და ქცევითი აშლილობები გაამწვავა.
ინკლუზიური განათლება იზოლაციაში
ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილი ბავშვები და მათი მშობლები მრავალწლიანი იზოლაციის, გადარჩენისა და პანდემიის სოციალურ გავლენაზე გვიყვებიან.
სახლი საბავშვო ბაღში
წელიწადნახევრის შემდეგ, ბავშვები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები დისტანციური სწავლების პირველ გამოცდილებას იხსენებენ.
სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების გამოცდილებაზე
რუსუდანი და ცირა ასაკში იმ წარსულს აცოცხლებენ, რომელმაც მათ პროფესიულ მისწრაფებებსა და ოცნებებზე უარი ათქმევინა. 90-იან წლებში რუსუდანს და ცირას პროფესიაზე უარის თქმა მოუწიათ. ამ ვიდეოში ისინი წარსულს აცოცხლებენ, იმ სურვილებსა და ოცნებებს გვიზიარებენ, რომლებსაც მათი მომავალი უნდა განესაზღვრა. ბევრი ქალის მსგავსად, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებულმა კომპრომისულმა გადაწყვეტილებებმა, მათ საოცნებო კარიერას ხელი შეუშალა. ვიდეო მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის” სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.
წარმოსახვის გაცოცხლება
სხვა დოკუმენტური ფილმები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსები, რომლებიც რეჟიმს ღიად უპირისპირდებოდნენ, სხვა ქვეყნებში გაიქცნენ. 30.000-ზე მეტი რუსი საქართველოში ჩამოვიდა. ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ ზეწოლასა და სანქციებს გამოექცა. მასპინძელ ქვეყანაში რუსებს არაერთგვაროვნად დახვდნენ, რადგან რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს. მიტია ახალგაზრდა რუსი აქტივისტია. ის თბილისში ახლახანს ჩამოსულ რუსებს გვაცნობს, რომლებიც საქართველოში თავის დამკვიდრებასა და ახალი საქმიანობის დაწყებას ცდილობენ. მან და მისმა მეგობრებმა ყოველდღიურად უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლების მსხვერპლნი არიან და არა აგრესორები…
სრბოლა 2022
ფილმი "დღე და ღამე" 57 წლის მარტოხელა ქალის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდზე გვიყვება. დიანა დაბადებიდან უსინათლოა და დაბადებიდან მებრძოლი. მიუხედავად ყოველდღიური გამოწვევებისა, დიანა მზადაა, გაგვიზიაროს, როგორია უსინათლო ქალის ცხოვრება იმ სტერეოტიპული მოლოდინებისა და სტიგმის მიღმა, რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენ გარშემო. ფილმი მომზადებულია როგორც თვალხილული, ისე უსინათლო მაყურებლისთვის. ფილმის მთხრობელის - ამავე დროს, რეჟისორის ხმა - არის გიდი უსინათლო აუდიტორიისთვის - მთავარი გმირის გარემოს უკეთ აღასაქმელად, და გიდი თვალხილული მაყურებლისთვის - იმაზე მეტის გასაგებად, ვიდრე კადრში ჩანს.
დღე და ღამე
საქართველოში ქვიარ ადამიანების ახალი ტალღა გაჩნდა. Ქვიარ არტისტებს საკუთარი სივრცისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ, რასაც ჰომოფობიური გარემო კიდევ უფრო ამძაფრებს. Ამ ვიდეოში ავტორი აკვირდება, როგორ შეიძლება მუსიკამ მარგინალიზებული ადამიანების ჯგუფი გაათავისუფლოს. Ვიდეოს გმირი ნიკიტა თავისი არაორდინალური სტილით და კომპლექსური ხასიათით, ერთადერთი ქვიარ არტისტია საქართველოში, რომელიც საკუთარ იდენტობას არ მალავს. Ნიკიტასთან ინტერვიუ მიტოვებულ შენობაშია ჩაწერილი და მუსიკის, როგორც უსაფრთხო სივრცის კონცეფციაზე გვიყვება. Ნახევრად დანგრეული შენობა ქვიარ ადამიანების ყოფის ერთგვარი სიმბოლოა, რადგან მათ უმრავლესობას, ძირითადად, ჩრდილში უწევს ცხოვრება. Გაპარტახებული შენობა, სადაც მუსიკალური კლიპი და ინტერვიუა ჩაწერილი და სცენა, რომელიც თავისუფალ აუდიტორიას აერთიანებს, ზუსტად ასახავს ქვიარ არტისტის გამოწვევებს საქართველოში. “Ნიკიტა: სცენა, როგორც თავშესაფარი” უსაფრთხო სივრცეზე კლიპის შექმნის შემოქმედებით პროცესს მიჰყვება, რომელიც სპეციალურად ამ ვიდეოსთვის დაიწერა.
ნიკიტა: სცენა, როგორც თავშესაფარი
შეკვეთის მიმღები აპლიკაციების მიღმა, კურიერის მძღოლები, რომლებსაც სახეზეც ვერ ვცნობთ, თავიანთი ტრადიციული როლიდან გამოდიან და სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლას იწყებენ. პანდემიის დროს, კურიერების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ინდუსტრიას ათასობით ახალი კურიერი შეუერთდა. თუმცა, როგორც კი მათ სამუშაოზე მოთხოვნა გაიზარდა, დამსაქმებელმა კომპანიებმა ბონუსებისა და წახალისების სისტემები შეცვალეს, რის გამოც მძღოლები ფინანსურად დაზარალდნენ. ბრძოლა, რომელიც უკეთესი შრომის უფლებების მოთხოვნით დაიწყო, მალევე გადაიზარდა კოლექტიურ მოძრაობაში, სადაც კურიერებს ქვეყნისთვის მნივშნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებში აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ. ამ უნიკალური საპროტესტო კულტურის ჩამოყალიბებისა და სოლიდარობის მაგალითების შესახებ, ხუთი კურიერი პერსონალურ გამოცდილებას გვიზიარებს.