ოცნების ქალაქი

23 min.

რეჟისორი: მარადია ცაავა

ოცნების ქალაქი

22.03.23

21 წლის მარიშა ჩაქვში ცხოვრობს და შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო კომპლექსში მუშაობს, რომ თბილისში წასასვლელი ფული შეაგროვოს. უნივერსიტეტის აუდიტორიას ორწლიანი ონლაინ სწავლების შემდეგ უბრუნდება, მაგრამ როგორც კი ბინის ძებნას იწყებს, აღმოაჩენს, რომ მისთვის ბინის დაქირავება პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ასიათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რამაც დედაქალაქში უძრავი ქონების ფასი და ბინის ქირის გადასახადი რეკორდულად გაზარდა.

მარიშას გეგმები და ოცნებები თავდაყირა დგება. მის ბედს რეგიონიდან ჩამოსული ათასობით სტუდენტი იზიარებს. საცხოვრებლის პრობლემა მათ უმაღლესი განათლების მიღების შანსს ართმევს.

რეჟისორი მარადია ცაავა ესაუბრება მოძრაობის „ხმა“ წევრს, აკაკი ჩიქობავას სტუდენტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე — ღირსეული საცხოვრისის არარსებობა, მძიმე სამუშაო პირობები, რომელიც არ ითვალისწინებს სტუდენტური ცხოვრების თავისებურებებს, შეუძლებელს ხდის მათთვის მთავარი მიზნის შესრულებას — მიიღონ განათლება. ვიდეო დისკუსია და პოდკასტი Chai Khana-ს დოკუმენტური ფილმის „ოცნების ქალაქი“ კონტექსტში მომზადდა.