გამქრალი სოფლები

17 min.

გამქრალი სოფლები

12.04.23

სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, ჭიათურის სოფლები ბრძოლის ველს ჰგავს - ფრონტის ხაზს, სადაც სახლები ყოველდღიურად მიწაში უჩინარდება. Მათ შორის სოფელი ითხვისია. Ზუსტად აქ უპირისპირდება ხალხისა და ეკონომიკური ინტერესები. 


სახლის აშენებას ჟორა მეგრელიშვილმა ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა - ძმებთან ერთად, კალატოზიც იყო და მშენებელიც,  ყველაფერი საკუთარი ხელით მოაწყო. Როცა ფიქრობდა, რომ უნდა დაესვენა და სიბერე შვილიშვილებთან ერთად სახლში გაეტარებინა, სწორედ მაშინ იქცა უსახლკაროდ.  ჟორას ორსართულიანი სახლი მიწის სიღრმეში ისე ჩავარდა, ზედაპირზე ახლა მხოლოდ სახურავის ფრაგმენტები მოსჩანს. მეგრელიშვილების 45 წლიანი ნაშრომი, მაღარომ რამდენიმე საათში შთანთქა.

ჟორა და მისი ოჯახი თითქმის ერთი წელია იბრძვის დაამტკიცოს, რომ სახლი 'ჯორჯიან მანგანეზის' სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაენგრა. 

ჟორა ხშირად მიდის  სახლის ნანგრევებთან, სადაც თავის საყვარელ ინსტრუმენტს - კლარნეტს ეძებს. 

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩატარებულმა მოპოვებითმა სამუშაოებმა 106 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. რეჟისორი ქეთი გიგაშვილი და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი ალექსანდრა აროშვილი საუბრობენ სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის შედეგებზე, რომელიც საქართველოში ინდუსტრიული რეგიონების და ქალაქების ტრაგიკულ ბედისწერად იქცა.