Chemo dao
26 min.
Chemo dao
15.06.23
ფილმი “ჩემო დაო” ცდილობს ერთობლიობაში დაინახოს მრავალფეროვანი, მრავალშრიანი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები თბილისში: გარეუბნის ბაზრებიდან დაწყებული, მიწისქვეშა ქვიარ სცენით დამთავრებული, რომელთა შეკავშირებაც ქალაქს სიცოცხლეს ანიჭებს.
“რატომ გჭირდება ეს ნივთები?”- გვესმის მოხუცი ქალის ხმა თავისი პატარა, მოუწესრიგებელი მაღაზიიდან. “თეატრისთვისაა” - მოკლედ პასუხობს დრეგ ქვინი, რომელიც ჩვეულებრივი, უბრალო ბიჭია ბაზარში.
ფილმი მომზადებულია Unit-ის მხარდაჭერით, რომელიც ლგბტიქ + თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელს აერთიანებს.