ყვავილების მფარველი

29 min.

ყვავილების მფარველი

12.07.23

ნაგავსაყრელთან ახლოს, ეკოლოგიური კრიზისის ფონზე, ყვავილების მფარველი ქალი მარტოობასა და სიღარიბეს ებრძვის.

“ყვავილების მფარველი” 75 წლის ქალის მტკივნეულ ცხოვრებას აღწერს, რომელმაც ნუგეში ბაღის მოვლაში იპოვა. ნათელას გარშემო ნაგავსაყრელია, რომელმაც მისი ოდესღაც მშვიდი გარემო ნელ-ნელა გაანადგურა. შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტრაგედიასა და მოსალოდნელ ეკოლოგიურ კრიზისს ბაღისა და პირუტყვის მოვლით უმკლავდება. მდინარისა და ზღვის მახლობლად არსებული ეკოსისტემისთვის ნაგავი სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ფილმი მოხუცი მარტოხელა ქალის სიმტკიცის ფონზე, შეუსრულებელ დაპირებებსაც ამხელს. ნათელას მაგალითზე მაყურებელი აკვირდება მჭიდრო კავშირებს დანაკარგს, გარემოს დეგრადაციასა და გამძლეობას შორის.


ფილმი მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2023


ფილმი მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმში  გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.