ჭაობის ღმერთი
ჭაობის ღმერთი
ამერიკაში, ემიგრაციაში მყოფი გიორგი აღმოაჩენს, რომ ის ღმერთია. მას იძულებით ჩამოჰყავს ცოლი სამშობლოში და ცდილობს ორ შვილთან ერთად ახალი რეალობა შექმნას ჭაობში, რასაც დრამატულ მოვლენებამდე მივყავართ.
გიორგი ოჯახს ტოვებს და უკეთესი მომავლის შესაქმნელად ჯერ ვაშინგტონის შტატში, მოგვიანებით კი, ნიუ-იორკში ეძებს სამუშაოს. ,,უბერის” მძღოლი ამერიკაში ახალ ცხოვრებას მალევე ცოლთან ერთად იწყებს. Მოულოდნელად გიორგის მიზნები და შეხედულებები სამყაროზე იცვლება. Youtube-ზე გამუდმებით უსმენს ლექციებს და სლავური ვედიზმის მიმდევარი ხდება. Სხვადასხვა რელიგიისგან შემდგარ მიმდინარეობაში გიორგი ახალ რელიგიას აღმოაჩენს და ირწმუნებს. იცვლება მისი ოჯახის ყოველდღიურობაც. Სამწლიანი ემიგრაციის შემდეგ, გიორგი ცოლთან ერთად სამშობლოში ბრუნდება და სამეგრელოში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, ცდილობს ახალი პერსპექტივა დაინახოს.
ფილმში გამოთქმულ მოსაზრებებს Chai Khana არ იზიარებს.