Როცა პირველად ხათუნა მეშველიანი და მურთაზ ვეკუას ოჯახში მოვხვდი, 2021 წლის დეკემბერი იყო და ისინი 30 წლის შემდეგ პირველად, საკუთარ სახლში გადასასვლელად ემზადებოდნენ.
ათწლეულების განმავლობაში, ხუთსულიანი ოჯახი, სხვა დევნილებთან ერთად, წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმში ცხოვრობდა, რომელიც ერთ დროს ცნობილი დასასვენებელი ადგილი იყო. წყალტუბო თავისი დიდი სასტუმროებით, აფხაზეთის ომის დროს (1992-1993) ჯამში დაახლოებით 93 302 იძულებით გადაადგილებული ოჯახის ნაწილისთვის დროებით სახლად იქცა.
სანატორიუმში Ხათუნა ბებოსთან ერთად ჩამოვიდა 1992 წელს: ,,უცნაური გარემო იყო, შეგრძნება გვქონდა, რომ დასასვენებლად ვიყავით. ეზოში Ბურთით ეზოში, ვსეირნობდით და ვერთობოდით. Პატარები ვიყავით, 18 წელი წყალტუბოში შემისრულდა.”
Სანატორიუმი მაშინ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავის იერსახეს: სასადილო ისევ ფუნქციონირებდა იქ ჩასული დევნილებისთვის, მომსახურე პერსონალიც მუშაობდა. თავიდან არავის ეგონა, რომ ამდენ ხანს მოუწევდა აქ დარჩენა,”იხსენებს ხათუნა.
,,1993 წელს უკვე ჩემმა მშობლებმაც დატოვეს აფხაზეთი და წყალტუბოში ჩამოვიდნენ. მაშინ გავიაზრე, რომ აქ დიდხანს დავრჩებოდით. ამის მიუხედავად, მომდევნო წლებში მაინც ყოველდღე ველოდებოდით დაბრუნებას, თითქოს რაღაც უნდა შეცვლილიყო.”
Საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დღევანდელი მონაცემებით, დევნილთა ნახევარზე მეტი - 48 600 ოჯახი - ბინით უზრუნველყოფილია.
Ხათუნას ოჯახი სანატორიუმ ,,რკინიგზელში” გავიცანი, რომელიც Საბჭოთა კავშირის დროს ტურისტებისთვის ცნობილი დასასვენებელი/გამაჯანსაღებელი ადგილი და სპა იყო. Შორიდან მიტოვებული ჩანდა. დამაინტერესა, კიდევ ცხოვრობდა თუ არა იქ ვინმე, ამიტომ შესვლა გადავწყვიტე. ერთი Ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი დამხვდა. ერთმანეთს უცებ გავუშინაურდით. Როცა მითხრეს, რომ 30 წლის შემდეგ, სანატორიუმიდან საკუთარ სახლში გადადიოდნენ, ამ პროცესის გადაღება ვთხოვე. Სიხარულით დამთანხმდნენ. გადაბარგება დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა. ავეჯი, Ნივთები Ნაწილ-ნაწილ გადაჰქონდათ და მეც რამდენჯერმე ვესტუმრე მათ.
ახალ სახლში გადასვლას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს ხათუნასთვის და მისი შვილებისთვის: გოგოებისთვის ეს ცვლილება გარდამტეხი და ამაღელვებელია, ხათუნასთვის და მურთაზისთვის კი - სევდანარევი.
,,როცა აფხაზეთი დავტოვეთ, მართლა არაფერი გვქონდა თან: ცხოვრებისთვის საერთოდ არ ვიყავით მზად. Ნათესავებს მოჰქონდათ ჩვენთვის ნივთები. ერთხელ მამამ სახლში ღუმელი მოიტანა, ის სიხარული დღემდე მახსოვს. მგონი, ზუსტად ამ დღეს გავიაზრე, რომ სანატორიუმი უკვე ჩვენი სახლი იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდით მაშინ, რომ ამდენ ხანს მოგვიწევდა აქ ცხოვრება.”
Როგორც ხათუნა იხსენებს, როცა ოჩამჩირეს დატოვება და ჩამოსვლა მოუწიათ, სანატორიუმი ,,რკინიგზელი” პირვანდელ სახეს ინარჩუნებდა. ,,ხალიჩები, ფარდები, შესასვლელში სურათები, ჭაღები ზუსტად ისე იყო, როგორც ნამდვილ სანატორიუმში. დირექტორი ისევ აქ იყო, ექთნებიც აგრძელებდნენ მუშაობას, სასადილო რამდენიმე წლის განმავლობაში არ დაკეტილა. Მაგრამ ბოლოს, ის სამრეცხაოდ და საკუჭნაოდ გადაკეთდა,”ამბობს ხათუნა.
Სანატორიუმი მუდმივ საცხოვრებლად არ იყო ჩაფიქრებული. ოთახებიც მხოლოდ დროებით ჩამოსული სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. საკვებიც საერთო სასადილოში მზადდებოდა. ოთახების უმეტესობას ცალკე აბაზანა არ ჰქონდა და Რამდენიმე სტუმარი ერთს იზიარებდა.
ანანო და ფიქრია თინეიჯერები არიან, წყალტუბოში გაიზარდნენ და Მოსწონთ ეს ქალაქი. Მეგობრებიც აქ ჰყავთ და სკოლაშიც აქ დადიან. უფროსი და თამთა 21 წლის არის. ის რომ დაიბადა, მისი მშობლებისა და ბაბუის მეხსიერებაში დანაკარგის შეგრძნება და ტკივილი უფრო მძაფრი იყო, ბაბუა ხშირად უყვებოდა ხოლმე ამბებს აფხაზეთზე. Მისგან განსხვავებით, უმცროს დებს ნაკლები ემოციური ბმა აქვთ ოჯახის წარსულთან. Როგორც დედა ამბობს, იშვიათად ეკითხებიან აფხაზეთზე. თამთას დღემდე ახსოვს ბაბუის ცრემლები, როცა ის ტელევიზორში აფაზეთზე მუსიკალურ კლიპებს უყურებდა. ისიც ახსოვს, როგორ გლოვობდნენ ადამიანებისა და ადგილების დაკარგვას. ,,ადრე ვუყურებდი ფოტოებს და მერე მე თვითონ ვიწყებდი ინფორმაციის მოძიებას, მაინტერესებდა საიდან მოდიოდა ჩემი ფესვები,”ამბობს თამთა.
Რამდენიმე წელიწადში ქორწილის გადახდა ჩვეულებრივ ამბად იქცა. იმავე ან სხვა სანატორიუმში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებოდათ და ქორწინდებოდნენ. ,,სანატორიუმთან ახლოს დარბაზი იყო, სადაც მხოლოდ ჭურჭლის ფულს ვიხდიდით, საჭმელი ჩვენ უნდა მიგვეტანა. აი, ასე იმართებოდა ქორწილები. Მერე მეც დავქორწინდი, ჩემი ქმარი იმავე სანატორიუმის მე-5 სართულზე ცხოვრობდა. 200-კაციანი ქორწილი გადავიხადეთ. Ძირითადად, მეზობლებმა გაამზადეს საჭმელი და გამზადებული სუფრა ჩავიტანეთ დარბაზში.”
სანატორიუმში პირველ სართულზე ერთი გოგო ცხოვრობდა, მალევე მან სხვაგან იყიდა ბინა და გადავიდა. ,,ჩვენც ვთხოვეთ, რომ ახალდაქორწინებულებისთვის ბინა დაეთმო და ასე გადმოვედით აქ, სადაც ბოლომდე დავრჩით. Ჩვენი სამივე შვილიც აქ დაიბადა. Ბავშვის საწოლიც კი მქონდა ამ სივიწროვეში. ისეთი პატარა სივრცე იყო, რომ თუ ყველა სახლში ვიყავით, სიარულის დროს ერთმანეთს მუხლებს ვადებდით.”
დაახლოებით 12 წლის შემდეგ, ვეკუას ოჯახმა ღია აივნის სივრცე სამზარეულოდ აქცია. ამის გარდა, მათ გვერდით მეზობელი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა და გასაღები დაუტოვათ. ამან საშუალება მისცათ კედელი გამოენგრიათ და საცხოვრებელი ფართი გაეზარდათ. ოჯახმა საკუთარი სახსრებით ელემენტარული პირობებიც გაიუმჯობესა, მაგალითად, წყალი შეიყვანა.
როგორც ხათუნა ამბობს, ამ დროის განმავლობაში მის და მის მეზობლებს სულ ჰქონდათ იმედი და ელოდნენ აფხაზეთში დაბრუნებას. თუმცა, მათ წლები ახალი ბინის მიღების მოლოდინშიც გაატარეს. ,,ამ ლოდინში ზოგიერთ მეზობელს შპალერიც კი არ შეუცვლია. Ძალიან გვიჭირდა. Ხშირად ქრებოდა შუქი, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა და აკუმულატორი გვქონდა. ამიტომ მთელი სანატორიუმი სერიალების საყურებლად ჩვენთან იკრიბებოდა ხოლმე.”
,,ბავშვები აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ჩვენგან გაიგეს, რატომ მოგვიწია აქ ცხოვრება. თუ ტელევიზორში ოჩამჩირე, აფხაზეთი გამოჩნდებოდა, დავუძახებდი ხოლმე, რომ ეყურებინათ. თუ ამ დროს ამეტირებოდა ხოლმე, ჩემი არ ესმოდათ. ,,რატომ ტირი, დედიკო?” - მეკითხებოდნენ. Წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩემს ტკივილზე. Მე კიდე მინდოდა სცოდნოდათ, სად შეიძლებოდა გვეცხოვრა. Მაგრამ, თან არც ის მინდოდა, რომ ამ ტკივილით ევლოთ; ბავშვები ლაღები და ბედნიერები უნდა იყვნენ.”
Მიუხედავად იმისა, რომ თამთა, ფიქრია და ანანო ერთ გარემოში იზრდებოდნენ, ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან. დებში ყველაზე უფროსი, თამთა, 21 წლის არის და ქართულ ფილოლოგიას სწავლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და მალე საზღვარგარეთ გადავა საცხოვრებლად. ახალ ბინაში ერთ წელზე ცოტა მეტ ხანს მოუწია ცხოვრება.
ანანო სკოლაში დადის და თან ცეკვას სწავლობს, კონცერტებში მონაწილეობს და მსახიობობაზე ოცნებობს. ფიქრიაც მოსწავლეა, დიპლომატი უნდა იყოს, უყვარს ფეხბურთი და საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდი გულშემატკივარია.
Როგორც მითხრეს, გოგოებს სანატორიუმი ენატრებათ, მაგრამ საცხოვრებელი პირობების კი არა, იქაური გარემოს გამო: Სიმწვანე, ბუნება, იქაური თოვლიანი ზამთარი, ზაფხულის დღეები, სამეზობლოს ურთიერთობები. ფიქრია და ანანო კვირაში რამდენჯერმე მიდიან სანატორიუმში, სადაც ერთი-ორი დევნილი ოჯახი ჯერ კიდევ ცხოვრობს.
Როცა ახალი ბინიდან მიტოვებულ სანატორიუმში ერთად მივედით, გოგოებმა იქ დარჩენილი ნივთების თვალიერება და თამაში დაიწყეს. ვუყურებდი, როგორ ერთობოდნენ მტვრიანი სათამაშოებით, ძველი დღიურის ჩანაწერებით და უცებ დავფიქრდი იმაზე, რომ ეს წუთები შეიძლება ბოლო ყოფილიყო, როცა სამივე ერთად, ძველ სახლში, ჯერ კიდევ ბავშვური სიხარულით თამაშობს.
Როცა ხათუნა პირველად წყალტუბოში გადმოსახლდა, როგორც ომს გამოქცეული ახალგაზრდა გოგო, ქალაქმა ამ დროს უკუსვლა დაიწყო; ცნობილი კურორტიდან ნანგრევევად იქცა. Მისი შვილები დღეს ამ ადგილის ხელახლა დაბადებას, ტურისტულ ქალაქად გადაქცევას უყურებენ. Მაგრამ გოგოებისთვის ამ ქალაქს არც ძველი სანატორიუმის არტეფაქტები განსაზღვრავს და არც მისი ახალი სასტუმროების გაპრიალებული მარმარილო. Წყალტუბო მათთვის უბრალოდ სახლია, სადაც ოჯახს ახლა უკვე საკუთარი ადგილიც აქვს.
ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.
გააკეთე დონაცია