სახლის ძიებაში | ნიგერიელი სტუდენტები საქართველოში

ავტორი: მარიამ მენთეშაშვილი
18.07.24

Როცა ახალ ქვეყანაში ან თუნდაც უცხო ქალაქში აღმოჩნდები საცხოვრებლად, ,,სახლის” ცნება სხვა მნიშვნელობას იძენს. ჩვენი წარმოდგენები სახლზე კი თან გვსდევს და ზოგჯერ მოსვენებას გვაკარგინებს. ახალ კულტურასთან, ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობის გამორკვევის პროცესში, განახლებული რუტინისა და რიტუალების დროს, “სახლის” ახალ შინაარსს ზოგჯერ ჩვენგან დამოუკიდებლადაც წავაწყდებით ხოლმე. 

ამ ფოტოამბავზე მუშაობით მინდოდა გამომერკვია, როგორ იმკვიდრებენ თავს ნიგერიელი წარმოშობის ადამიანები ქართულ რეალობასა და კონტექსტში. Მათი ამბების გაზიარებით, მეც ვეძებდი პასუხებს ჩემს პერსონალურ გამოცდილებაზე, რომელიც უცხო ქვეყანაში სახლის პოვნის გრძელ და რთულ პროცესს უკავშირდება.

Საქართველოში მცხოვრები ნიგერიელების უმრავლესობა თბილისშია. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 1172 ნიგერიელი სტუდენტი სწავლობს. ყველაზე პოპულარული დარგი მათთვის მედიცინაა. Სტუდენტების უმეტესობა საქართველოს უნივერსიტეტში ირიცხება. ქუთაისშიც ბევრ ნიგერიელ სტუდენტს შეხვდებით, მაგრამ დედაქალაქში გაცილებით მეტნი არიან. Ნიგერიაში უნივერსიტეტებს უჭირთ სტუდენტების გაზრდილ მოთხოვნას უპასუხონ. გარდა ამისა, მათთან ჩარიცხვის პროცედურაც ძალიან კონკურენტუნარიანია, ამიტომაც სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლას ამჯობინებენ. ომამდე უკრაინაც პოპულარული ქვეყანა იყო მათთვის სასწავლებლად. თუმცა, ომის შემდეგ, ბევრი ნიგერიელი სწავლის გასაგრძელებლად უკრაინიდან საქართველოში გადმოვიდა.

ფეიტი (ქართულად მისი სახელი რწმენას ნიშნავს) 23 წლის არის და თბილისში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს. თავისუფალ დროს ხატავს და აუგმენტირებული რეალობის გამოცდილებებს ქმნის. უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს. ,,საქართველოს შესახებ ნიგერიაში, კოლეჯში გავიგე ჩემი მეგობრისგან. სკოლიდან ორი ადამიანი სწავლობდა აქ და კმაყოფილები იყვნენ.”

Ბავშვთა ახალი კლინიკა, თბილისი.
ფეიტი წელს ასრულებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სამუშაო პრაქტიკას თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადის. ,,ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის ენა იყო. ეს რომ დამეძლია, ორი წელი ქართულს ვსწავლობდი. Მარტივ კომუნიკაციას და სათქმელის მიტანას ვახერხებ. გულწრფელი რომ ვიყო, ახლაც ვერ ვლაპარაკობ გამართულად ქართულად, მაგრამ ძალიან ვცდილობ.”

,,მეორე გამოწვევა მარტობაა. Სანამ აქ ჩამოვიდოდი, ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ეს ჩემთვის რადიკალური ცვლილება იყო. ამის დაძლევაში გარეთ მეტი დროის გატარება და სოციალიზაცია დამეხმარა, განსაკუთრებით, ხელოვნება და მაგიდის ჩოგბურთი. ქართველები ან ძალიან მეგობრულები არიან, ან საერთოდ არ გემეგობრებიან. Მე მომწონს, რომ ამას არ მალავენ. თუ მოეწონე, სიყვარულს და სითბოს არ მოგაკლებენ. Ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და აინტერესებთ ვინ ხარ, საიდან ხარ, რატომ ხარ აქ.”

,,ქართველები და ნიგერიელები სადღესასწაულო კულტურით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თქვენც Ჩვენნაირად გიყვართ დროის გატარება, გართობა.”

,,ნიგერიელებსა და ქართველებს ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა გვაქვს: რელიგიიდან დაწყებული, ოჯახით დამთავრებული. ეს მსგავსებები მიადვილებს ქართველებთან სიახლოვეს. ადრე სადაც ვცხოვრობდი, იქ თითქმის ყოველ დღე ვხედავდი ბაბუას და შვილიშვილს საღამოს სასეირნოდ გამოსულს, ერთხელ ფოტოც კი გადავუღე. იმის დანახვა, თუ Როგორ ექცეოდა შვილიშვილს, როგორც ყველაზე ძვირფასს ამქვეყნად, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო ჩემთვის. ამ კაცს ნამდვილად უნდოდა თავისი შვილიშვილი უპირობო სიყვარულსა და მხარდაჭერაში გაზრდილიყო.”

,,რაღაც პერიოდი ვცდილობდი, ცოტა ფული გამომემუშავებინა. ახალგაზრდა ქართველმა ქალმა, რომელსაც სამხატვრო გალერეა ჰქონდა, ჩემი პრინტით მაისურების გაყიდვა შემომთავაზა. Სანაცვლოდ, არაფერი მოუთხოვია. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორი გულისხმიერები შეიძლება ადამიანები იყვნენ.”

,,როგორც კი სტუდენტურ ვიზას ვადა გაუვა, წასვლა მომიწევს. სამედიცინო კარიერის გაგრძელებას ბრიტანეთში ვგეგმავ. Ბოლოს მაინც სახლში, ნიგერიაში დავბრუნდები, რომ საკონსულტაციო საქმიანობა დავიწყო იქ, მაგრამ ეს ძალიან ბევრი წლის შემდეგ იქნება. თბილისი და აქაური ხალხი არასოდეს დამავიწყდება. არდადეგებზე ჩამოვალ ხოლმე.”

დამილოლა ნიგერიაში დაიბადა, მაგრამ იამაიკასა და ბრიტანეთში გაიზარდა.
,,უკრაინაში ომი რომ დაიწყო, საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად. უკრაინისგან განსხვავებით, აქ უფრო ადვილია კომუნიკაცია, ინგლისურად ბევრი ქართველი ლაპარაკობს. გარდა ამისა, Საქართველოს ლანდშაფტი იამაიკას მახსენებს და სახლის განცდას მიბრუნებს.”

დამილოლა და მისი მეგობრები ხშირად დადიან თბილისის მეორადი ტანსაცმლის ბაზრობებზე. განსაკუთრებით ხშირად ნახავთ მათ სამგორის ბაზარში. ,,ჩემთვის განსაკუთრებით რთული საერთო ინტერესების მქონე მეგობრების პოვნა იყო, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა როგორც კი დაიწყო, ასეთ ადამიანებს მალევე შევხვდი.”

დამილოლა და მისი და ოინდა ახლა ერთად ცხოვრობენ თბილისში. ორივე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია საქართველოს უნივერსიტეტში.

ოინდა თითქმის ერთი წელია თბილისშია. ,,სწავლა და ცხოვრება საქართველოში ახალი თავგადასავალია და თან სახალისო. დამოუკიდებლობამ საკუთარ თავზე ბევრი რამ აღმომაჩენინა. აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება, დიდწილად, სწავლის და ცხოვრების ხელმისაწვდომობამ მიმაღებინა.”

,,პირველი, რაც გამიჭირდა იყო ის, თუ როგორ მიმიღეს აქ, როგორც უცხოელი. Მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელი ვარ, იამაიკაშიც კი განსხვავებულად მექცეოდნენ ჩემი აქცენტის გამო. Ბრიტანეთი ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ იქ დიდად არ აქცევენ ამ განსხვავებულობას ყურადღებას. Საქართველოში ხალხის დაჟინებული მზერისთვის უნდა შემეჩვია თვალი. ეს აქ პირველად გამოვცადე. ახლა უკვე ბუნებრივია თითქოს, რადგან გავიაზრე, რომ ადრე ბევრი ფერადკანიანი საქართველოში ნანახი არც ჰყავდათ.”

,,ერთხელ ტაქსის მძღოლმა რიანა დამიძახა. Ძალიან სასაცილო იყო. Ზოგიერთი ადამიანი მაჩერებს და კომპლიმენტებს მეუბნება თმისა და კანის ფერის გამო. ყოველთვის ასე არ არის, რა თქმა უნდა. უცხოდ აღქმას, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა გაუმკლავდე. კიდევ ერთი რამ, რასთან შეგუებაც მომიწია, ცხოვრების სწრაფი ტემპი იყო. Საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ და ადამიანები ყოველთვის გადარბენაზე არიან: ავტობუსში ამოსვლის დროსაც და ჩასვლის დროსაც. ვიღაც შეიძლება დაგეჯახოს და არც კი მოგიბოდიშოს, მაგრამ ამასაც შევეჩვიე უკვე.”

Სწავლის დამთავრების შემდეგ, ოინდა და დამილოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავენ წასვლას. 

ფოტო-პროექტი მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2024


ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია