ოდა მემორიალს

29 min.

ოდა მემორიალს

05.07.24

43 წლის შემდეგ ადგილი ქუთაისში, სადაც  ადრე დიდებას ოდა უმღერეს, დღეს ცარიელია, ოდას კი სხვაგან მღერიან.

რა მეხსიერებას ინახავს პარლამენტის მიტოვებული შენობის ტერიტორია ქუთაისში? ეს ადგილი მიზიდულობის წერტილი და შთაგონების წყაროა როგორც სხვადასხვა ეპოქის ხელოვანთათავის, ისე პოლიტიკური ელიტებისთვის. ახალგაზრდა რეჟისორი ამ მეხსიერებას თავისი ხელის კამერით იკვლევს. მას მეგზურობას ბენდი SKAZZ-ის წევრები უწევენ. რას ირეკლავს ჭაობში მდგარი შენობის ფასადი დღეს? როგორ იცვლება მის გარშემო პოლიტიკური პეიზაჟი?


ეს ფილმი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გიორგი ქვარცხავა / Chai Khana და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.