აბჯარი

10 min.

ისტორიულ ქალაქში, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა, ზღვისპირა სახლებმა აბჯარი ჩაიცვეს.

ახალგაზრდა არტისტი წლების შემდეგ მშობლიურ ქალაქს უბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მასთან საერთო აღარაფერი აქვს. Ბავშვობის მოგონებების აღსადგენად და კავშირების საპოვნელად ქალაქში ხეტიალს ის მეგობართან ერთად იწყებს. ამ მოგზაურობის დროს იგი ხედავს და გრძნობს, როგორ აქრობს ეკოლოგიური პრობლემები საპორტო ქალაქის იერსაც და ხასიათსაც. ქალაქთან გაუცხოება არტისტისთვის აბჯარია, რომელსაც შიშებთან, ტრავმებთან გასამკლავებლად იყენებს და ცდილობს, შეცვლილ გარემოში საკუთარი თავიც ხელახლა დაინახოს.


ფილმი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დავიდ აფაქიძე&მარიკო ჭანტურია / Chai Khana და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.