ბავშვებსა და ზღვაზე
ბავშვებსა და ზღვაზე
პატარა ზღვისპირა ქალაქში, ავეჯის ნარჩენებისგან აშენებულ საბავშვო პარკს არასდროს სძინავს და მუდმივად სანატრელი სტუმრების მოლოდინშია, თუმცა სტუმრები არ ჩანან.
სტაგნაციაში ჩაფლულ საპორტო ქალაქში, იმ ადგილას, სადაც მდინარე რიონი და ზღვა ფოთში ერთმანეთს უერთდება, ერთი უცნაური სივრცეა. მაღალ ძელებზე შემომსხდარი ძველი თოჯინებით, ხელით მოხატული ფრინველებით და დელფინებით, ერთი ასაკიანი კაცი ბავშვებისთვის პარკის მოწყობას ცდილობს.
ამ ზღვისპირა პარკს დღისით სხვადასხვა ფუნქცია აქვს: ხან სავარჯიშო დარბაზია, ხან პოლიტიკაზე მსჯელობისა და დისკუსიის სივრცე, ხანაც ნარდის სათამაშო ადგილი. დროდადრო ბავშვებიც გამოჩნდებიან ხოლმე. ღამით კი, როცა თოჯინები მარტო რჩებიან, ის განსაკუთრებით მისტიკური და უჩვეულო ხდება.
ფილმი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დეა ჭოლოკავა / Chai Khana და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.