კატარინა და ვეფხვი
კატარინა და ვეფხვი
18 წლის კატარინა გზაგასაყარზეა: ბავშვთა სახლს ტოვებს, მისაღები გამოცდებისთვის ემზადება და პარალელურად, მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობს.
არაერთ უსამართლობასთან მებრძოლი კატარინა, რომელიც სრულწლოვანი ახლახანს გახდა და ბავშვთა სახლს ტოვებს, ვერც საკუთარ და ვერც ქვეყნის უკეთეს მომავალს ვერ ხედავს. ის ბრძოლას იწყებს და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ერთვება. უამრავ კავშირს პოულობს ბავშვთა სახლსა და თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სისტემას შორის. თითქოს ორივეგან თვითგამოხატვა და თავისუფალი სიტყვა იდევნება. პერიოდულად იმედგაცრუებულს, ისევ მეგობრების მხარდაჭერა უბრუნებს რწმენას.
კატარინამ რეჟისორობა გადაწყვიტა, კინოენით უნდა თავისი თავგადასავლების დიდ აუდიტორიამდე მიტანა. 2024 წელი მისთვის გადამწყვეტია: იპოვის სიმშივიდეს ზრდასრულობაში, თუ უარს იტყვის ოცნებებზე?