Docu Kids: მაისის დღიურები

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ქვეყანაში დაწყებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო ტალღას უერთდებიან და მოვლენების განვითარებას საკუთარი პერსპექტივით აღბეჭდავენ.

2024 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისში ,,აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამოსვლები იწყება, ოთხი სტუდენტი კამერას იღებს და პროცესზე დაკვირვების გარდა, ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის უშუალო მონაწილე ხდება. დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე, გულახდილი ინტერვიუებით და ,,დაუმუშავებელი” კადრებით მაყურებელი ამ თაობის წუხილს, შიშს, ბრაზს, დაბნეულობას და იმედსაც ხედავს.
ფილმში სტუდენტები მიმდინარე მოვლენებს მათთვის სასურველ მომავალსაც უკავშირებენ.