ლაურას დღე

ამბავი ქალზე რეგიონის პატარა ქალაქიდან, რომელიც შინ და გარეთ, საკუთარ და სხვის სახლებში, დაუღალავად შრომობს გადარჩენისთვის.

ლაურა მარტოხელა დედაა, რომელმაც საცხოვრებელი სახლი ბაღდათში სასტუმროდ აქცია და შვილის სახელი ,,ვიქტორია” დაარქვა. ლაურა რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში უნდა გადარჩეს, ამიტომ დღე და ღამე შრომობს: სხვა ქალებთან ერთად ოჯახებში დადის და სახლებს ალაგებს, ეხმარება ეტლით მოსარგებლე ადამიანსაც. მზრუნველი და მხიარული ლაურა დღევანდელ საქართველოში არაერთი მშრომელი და მებრძოლი ქალის სახეა.