მოქალაქენო! გთხოვთ, დაიშალოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში…
ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
28 ნოემბრიდან დღემდე რუსთაველის გამზირზე ასიათასობით მოქალაქე ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოხატავს. უწყვეტი წინააღმდეგობის მიზეზი პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
მიმდინარე აქციებზე 400-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან 44-ი სისხლის სამართლის წესით. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, ასევე არიან სტუდენტები, მსახიობები, ექიმი, ჟურნალიტი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
ბოლო ორი კვირაა მოქალაქეები გამაერთიანებელ ნიშნებს პოულობენ და საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად, დღის მანძილზე, ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობებს აწყობენ.
Chai Khana თაკო რობაქიძის ფოტოობიექტივში აღბეჭდილ თბილისს და მანიფესტაციის მთავარ გამზირს ერთ ამბად გთავაზობთ.
სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს. პროტესტის მონაწილეებს ქუჩებში დასდევენ და აკავებენ.
თავდაცვისთვის აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზრიზე ბარიკადებს აშენებენ.
აქციის მონაწილეების დასაშლელად, სპეცრაზმი იყენებს ჭყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს. საპასუხოდ მომიტინგეები პარლამენტის შენობისა და პოლიციის მიმართულებით ისვრიან ფოიერვერკებს. მოქალაქეები წინააღმდეგობის გამოსახატად ქალაქის მთავარ გამზირზე ყოველ საღამოს იკრიბებიან.
მომიტინგეებმა ასობით ცრემლსადენი გაზი შეაგროვეს და რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის წინ დააწყვეს.
აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედანზე საქართველოს უზარმაზარი დროშა უჭირავთ ხელში. მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობებს ყოველ დღე აწყობენ. ისინი გამაერთიანებელ ნიშნებს - პროფესია იქნება ეს თუ წარმოშობის ადგილი - პოულობენ და წინააღმდეგობას ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან მარშით გამოხატავენ.
საშობაო ნაძვისხეს ასობით ნიღბიანი პოლიციელი იცავს.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად რუსთაველის გამზირზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. 23 დეკემბერს მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა: ქვეყნის კონსტიტუციისადმი ერგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და მმართველ გუნდს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც პარლამენტმა 13 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები უკვე არსებულ 28 კანონშია შესული. მათ შორისაა „საჯარო სამსახურის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონები, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსები.
„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტთა ნაწილი ძალაში უკვე შევიდა. ადამიანის უფლებათა დამცველები მათ „რეპრესიულს“, „შემზღუდავს“, „სადამსჯელოსა“ და ,,არადემოკრატიულს" უწოდებენ.