ლეკები - ძირითადი ეთნიკური ჯგუფი აზერბაიჯანში
ლეკები ერთ-ერთი იმ ხუთ ძირითად ეტნიკურ ჯგუფს განეკუთნებიან, რომლებიც აზერბაიჯანში ცხოვრობენ. მათი რიცხვი მთელი აზერბაიჯანის მოსახლეობის დაახლოებით 2%-ს შეადგენს. მათი რელიგია ისლამია, ხოლო ენა - ლეკური. ისტორიულად ლეკები კავკასიის მთიანეთში, შავ და კასპიის ზღვებს შორის სახლობდნენ. ლეკების ნახევარი დაღესტანში, რუსეთის ფედერაციაში, ცხოვრობს, ხოლო მეორე ნახევარი - რუსეთ-აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან: კუსარში, ქუბასა და ხაჩმაზში. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის დასავლეთ მხარეში, ზაქათალასა და ბელექანში, ასევე გვხვდება ლეკური დასახლებები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, კუსარისა და ხაჩმაზის მოსახლეობის 40%-ს ლეკები შეადგენენ, ბაქოში კი მათი რიცხვი მოსახლეობის 1,8%-ია.
დესტეგულ ბალაქიშიევა 82 წლისაა, იგი მთელი ცხოვრება ქუსარის რეგიონის სოფელ ურლაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი აზერბაიჯანულ სკოლაში სწავლობდა, მას არ ახსოვს აზერბაიჯანული ენა. ადგილობრივი ლეკები თავიან ენაზე საუბრობენ, ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მათ აზერბაიჯანული ენა მალევე ავიწყდებათ.
დღესდღეობით მთავარი ენა აზერბაიჯანული ან რუსულია. ქუსარში ლეკური, როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება. ლეკური ენის სახელმძღვანელოები რუსეთიდან შემოდის და მასწავლებლები წუხან, რომ წიგნები არაა ადაპტირებული თანამედროვე სწავლებისთვის. ეს პროგრამები ქუსარში 20 წლის წინ განხორციელდა. ლეკური ენა უფრო ერთმანეთში საკომუნიკაციო ენად რჩება ლეკების მიერ დასახლებულ სოფლებში. აზერბაიჯანული, როგორც სახელმწიფო ენა, მნიშვნელოვანია მეზობლებთან კომუნიკაციისთვის, სამსახურის პოვნისთვის და, ზოგადად, რესპუბლიკაში ცხოვრებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ლეკები განათლებას აზერბაიჯანულ ან რუსულ ენებზე იღებენ, მათი ერთმანეთში კომუნიკაციის ენა ლეკურია და თითქმის ყველა ლეკურ ოჯახში, ძირითადად, ლეკურად საუბრობენ.
მცხოვრებელთა უმეტესობა ამბობს, რომ აზერბაიჯანული ენის ცოდნა მათ სოფელში სამუშაოს საპოვნელად არ არის საჭირო, თუმცა ენის ცოდნა აუცილებელია, თუკი სხვა რეგიონებში დაიწყებენ მუშაობას. რუსული აზერბაიჯანულზე და ლეკურზე ნაკლებ საჭირო ენად აღიქმება. დასაქმების კუთხითაც, რუსული არ არის მნიშვნელოვანი, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ახალგაზრდა თაობა რუსეთში მიდის სამუშაოს საპოვნელად. სოფლის მცხოვრებელებს უჭირთ, დაასახელონ რუსეთში სამუშაოდ წასულთა ზუსტი რიცხვი. ლეკური ენა უფრო ერთმანეთსი საკომუნიკაციო ენად რჩება ლეკების მიერ დასახლებულ სოფლებში. აზერბაიჯანული, როგორც სახელმწიფო ენა, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელ მეზობლებთან კომუნიკაციისთვის, სამსახურის პოვნისთვის და ზოგადად რესპუბლიკაში ცხოვრებისთვის.
90 წლის მამედ-რასული სოფელ ურლას მაცხოვრებელია, იგი თავს სოფლის უხუცესად მიიჩნევს. მამედ-რასულს არ ახსოვს აზებაიჯანული ენა, რადგან სოფელში ყველა ლეკურად საუბრობს. იგი მარტო ცხოვრობს თავის დიდ სახლში. მისი შვილები არც ისე შორს ცხოვრობენ და ხშირად მოდიან მის მოსანახულებლად. მამედს არ სურს თავისი სახლის დატოვება, მან ხომ მთელი ცხოვრება აქ, სოფელ ურლაში, გაატარა.
ლეკების უმრავლესობა საკუთარ კლანშივე ქორწინდება. ამ პროცესში უხუცეს ქალებს დიდი გავლენა აქვთ. ლეკი ქალები განთქმულნი არიან ხალიჩების ქსოვითა და პურ-ფუნთუშეულის ცხობით. მათი ხალიჩების ამოცნობა მარტივად შეიძლება თავისი გეომეტრიული დიზაინის წყალობით. არაერთი ქვეყნის მსგავსად, აქაც პური საკვები რაციონის მთავარ პროდუქტს წარმოადგენს. ერთერთი ყველაზე ცნობილი პურის სახეობა ხრან ფუა, რომელიც ყველა ლეკურ სუფრაზე შეგხვდებათ.
ამ რეგიონის ეკონომიკა, ძირითადად, საკვების (ხორცი, ყველი, კარაქი), ტყავისა და ქსოვილის წარმოებაზე არის დაფუძნებული. ოჯახების უმეტესობის შემოსავლის წყაროს რუსეთიდან ფულადი გზავნილები წარმოადგენს; ერთერთი სტატიის თანახმად, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმეტესობა რუსეთში არის დასაქმებული. ყველა ოჯახს მჭიდრო ოჯახური და სავაჭრო ურთიერთობები აქვთ დაღესტანთან, რუსეთთან.
ლეკი ქალები შრომისმოყვარეები არიან. ქალებისადმი დამოკიდებულება საკმაოდ წინააღმდეგობრივი იყო ისტორიის მანძილზე. ქალი საკმაოდ პატივსაცემი პერსონა იყო, თუმცა მათ არანაირი უფლებები არ ჰქონდათ, საკუთარი შვილების მიმართაც კი. მამაკაცი მას ზემოდან უყურებდა და საოჯახო საქმის ძირითადი ტვირთი მასზე გადადიოდა: ტანსაცმლის შეკერვა, საკვების მომზადება, სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების მოგვარება და სხვა მრავალი. დღესაც ამ რეგიონის ქალებს უწევთ ძირითადი საშინაო საქმის კეთება. მიუხედავად რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობებისა, ქალებს უწევთ უახლოესი ტბიდან წყლის ზიდვა. იმის გამო, რომ წყლის ბაკის დამონტაჟება ბევრ ოჯახს არ შეუძლია, ქალებს დღეში 6-7-ჯერ უწევთ წყლის მოსატანად წასვლა.
ამავი შეიქმნა -სთვის
გააკეთე დონაცია