საოკუპაციო ხაზი

ავტორი: თამუნა ჩქარეული

22.01.18

რუსეთის ფედერაცია 2008 წელს სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედრო ძალების განლაგებასა და ტერიტორიის ოკუპაციას, მშვიდობიან მისიას უწოდებს. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა (რუსეთი, ნაურუ, ვენესუელა და ნიკარაგუა) უჭერს მხარს. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ეს ტერიტორია კვლავ დაკეტილი რჩება. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟებული მავთულხლართები, მწვანე სასაზღვრო ნიშნები და სხვა ბარიერები დროთა განმავლობაში საქართველოს მხარეს იწევს, სოფლებს შუაზე ჰყოფს და ადგილობრივ მოსახლეობას სახნავ მიწებს ართმევს. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ქართველებს საკუთარი სახლების დატოვება არ სურთ და საკუთარ მიწაზე მუშაობას აგრძელებენ, მიუხედავად გატაცების საშიშროებისა.

საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებამ ხშირი ხასიათი მიიღო. ეს რუსი სამხედროებისთვის სტაბილური შემოსავლის წყარო გახდა. გატაცებულმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ სამშობლოში დაბრუნდეს.

დაბრუნების შემდეგ ეს ადამიანები ხშირად იგივე მიწაზე აგრძელებენ მუშაობას,  რადგან მათ სხვა შემოსავლის წყარო არ აქვთ. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები რუსულ სამხედრო ბაზას საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ხედავენ, მაგრამ მუშაობის აუცილებლობა შიშზე ძლიერია. მათ ქონება შესაძლებელია ერთ ღამეში დაკარგონ, მაგრამ გადარჩენისთვის ახალ საზღვრებზე მორგება უწევთ. 

ამირანი საკუთარ მიწაზე მუშაობისას დააკავეს. 23 თებერვალს რუსმა სამხედროება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაიყვანეს და როგორც სახელმწიფო საზღვრის დამრღვევს ფოტოები გადაუღეს. იგი ხუთი დღე დაკავებული იყო და რუსი სამხედროები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ვალია ვანიშვილი ქართველია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩარჩა. ვალია საკუთარ ქმართან ერთად სოფელ ხურვალეთის იმ ნაწილში ცხოვრობს, რომელიც დღეს ოსეთს ეკუთვნის. ვალიას საკუთარი სახლის მიტოვება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ სახნავ-სათესი მიწები წაართვეს. დღესდღეობით იგი დარჩენილი მიწის პატარა ნაწილზე მუშაობს.
დათო ვანიშვილი; „მე რუსების არ მეშინია. ჩემი ცოლი ამ ბოლო დროს ავადმყოფობს. რა მოხდება, როცა ის აღარ იქნება? რას გავაკეთებ მის გარეშე?”
საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის მკვიდრი ჭაობში თევზაობს. ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალი სადავო ტერიტორიიდან 400 მეტრში მდებარეობს.
სოფელ დიცში ადგილობრივები კვლავ იმ მიწებზე აძოვებენ საქონელს, რომელზეც მათი წინაპრები, თავად კი საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იცდიან.
რუსული სამხედრო ბაზა სოფელს გადაჰყურებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაზე თვალთვალი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.
სოფელი დვანის ერთ-ერთ მკვიდრს ანონიმურობა სურს, რადგან მისი სახლი საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, მისი სახლი დაიწვა და ახლა იგი საკუთარი სახლის ეზოში, სახელმწიფოს მიერ აშენებულ პატარა კოტეჯში ცხოვრობს.
დიმიტრი საკუთარი სახლის ნანგრევებთან. „ჩემი სახლი საკუთარი ხელებით ავაშენე. ჩვენ ყველაფერი გვქონდა. ხანდახან ვენახში ჩუმად გადავდივარ და ყურძენს ვკრეფ, თუმცა იშვიათად. ჯერ კიდევ მახსოვს, თუ როგორ დაგვიჭირეს 2008 წელს და ბენზინი გადაგვასხეს, ცოცხლად უნდა დავეწვით.
მიშა საკუთარ სახლს მაჩვენებს, რომელიც 2008 წელს დაიწვა. „ჩემი „მარიო” ოთახის კუთხეში იდგა და მთელი სოფელი მოდიოდა სათამაშოდ.” მიშას ოჯახი კვლავ საბავშვო ბაღში ცხოვრობს. ეს საცხოვრებელი სახელმწიფოსგან ომისგან დაზარალებულ ორ ოჯახს გადაეცა.
გუგუტიანთკარი. ჯვარი სახლის შესასვლელთან ნიშნავს, რომ ყველა იქ შემსვლელი დალოცვილია.
სოფლის მაცხოვრებლებისთვის, სასაზღვრო ზოლთან მდებარე მიწაზე მუშაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
„ჩვენ ერთნი ვიყავით, ოსები და ქართველები. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. სანამ სროლა დაიწყებოდა ოსების ქორწილში ვიყავით სტუმრად. ისინი გვენატრებიან, მაგრამ თან გვეშინია.”
ხიდის მეორე მხარეს ოკუპირებული ტერიტორიაა. შორს ერთ-ერთი სამხედრო ბაზა მოჩანს.
ილია ბერუაშვილი ერთადერთია ვინც სამხედროებთან მოლაპარაკების შედეგად მიწა დაიბრუნა, თუმცა მისი ნაკვეთის დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.
2017 წლის ზაფხულში, სოფელ სობისში საოკუპაციო ზოლმა რამდენიმე მეტრით საქართველოს მხარეს გადმოიწია.
საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციას აპროტესტებენ. 2017 წელი.
ახალგაზრდა დემონსტრანტები.
დემონსტრანტებს სასაზღვრო პოლიცია იცავს, პროვოკაციასა და გატაცების თავიდან ასაცილებლად.
„ისინი (დემონსტრანტები) ბევრს ვერაფერს შეცვლიან, მაგრამ ამ ამბავის გარშემო ხმაურს ტეხენ, რაც კარგია. ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია. ამის უფლება არ გვაქვს. ადამინებს ვიცავთ, რამდენადაც შეგვიძლია” - საქართველოს სამხედრო პოლიცია.
დემონსტრანტების ჯგუფის წევრები, საოკუპაციო ხაზის სარისკო ნაწილში გადავიდა იმისათვის, რომ ნიშანი აღემართათ, რომელზეც აწერია „სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრი”.
წინასაარჩევნოდ, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი მხარდამჭერებისთვის საპროტესტო გამოსვლა დააფინანსა. დემონსტრანტებიდან ბევრი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.

საოკუპაციო ხაზი თამუნა ჩქარეულის მიმდინარე პროექტია. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია