რუსეთის ფედერაცია 2008 წელს სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალების განლაგებასა და ტერიტორიის ოკუპაციას, მშვიდობიან მისიას უწოდებს. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა (რუსეთი, ნაურუ, ვენესუელა და ნიკარაგუა) უჭერს მხარს. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ეს ტერიტორიაზე დაკეტილია. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟებული მავთულხლართები, მწვანე სასაზღვრო ნიშნები და სხვა ბარიერები დროთა განმავლობაში საქართველოს მხარეს იწევს, სოფლებს შუაზე ჰყოფს და ადგილობრივ მოსახლეობას სახნავ მიწებს ართმევს. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ქართველებს საკუთარი სახლების დატოვება არ სურთ და საკუთარ მიწაზე მუშაობას აგრძელებენ, მიუხედავად გატაცების საშიშროებისა. საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებამ ხშირი ხასიათი მიიღო. ეს რუსი სამხედროებისთვის სტაბილური შემოსავლის წყარო გახდა. გატაცებულმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ სამშობლოში დაბრუნდეს. დაბრუნების შემდეგ ეს ადამიანები ხშირად იგივე მიწაზე აგრძელებენ მუშაობას, რადგან მათ სხვა შემოსავლის წყარო არ აქვთ. ისინი რუსულ სამხედრო ბაზას საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ხედავენ, მაგრამ მუშაობის აუცილებლობა შიშზე ძლიერია. მათ ქონება შესაძლებელია ერთ ღამეში დაკარგონ, მაგრამ გადარჩენისთვის ახალ საზღვრებზე მორგება უწევთ. ბოლოს საოკუპაციო ხაზი 2017 წლის ივლისში გადმოიწია.
ავტორები
თამუნა ჩქარეული
ავტორის ისტორიები
საოკუპაციო ხაზი
წეროვანში ერთ ზოლზე განლაგებული წითელსახურავიანი, ჟანგრისფრად შეღებილი კოტეჯები საქართველოს ღია ჭრილობა - სამხრეთ ოსეთის მოგონებაა. 2008 წლის ზაფხულამდე, ამ ადგილას დიდი, ბალახიანი მინდორი, თბილისსა და გორს შორის, დამაკავშირებელ ხაზსს წარმოადგენდა. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთი და ადმინისტრაციული საზღვრი გადმოკვეთა. იმ ადგილებიდან სხვადასხვა მოგონებები წამოიღეს, მათ შორის ფოტოებიც. საერთაშორისო დონორების დახმარებით, რამდენიმე თვეში იძულებით გადაადგილებური პირებისთვის დასახლება აშენდა. ამ ადამიანებისთვის, ეს ერთგვარი საშუალება იყო, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყოთ.
ახალი ფოტოალბომები
არსებობს ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულად ძვირფასები არიან იმიტომ, რომ ჩვენს ხასიათს გამოხატავენ, ჩვენს შინაგან სამყაროს ინახავენ და გვიამბობენ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვიყვარს ან გვიყვარდა. შესაძლოა, მსხლის ფორმის გამჭვირვალე ჩაის ჭიქა ან თხილის მარაგიც კი საუბრობდეს ჩვენს პირად თუ ეროვნულ იდენტობაზე.
როცა ნივთები შენზე საუბრობენ
ახილეს ჩირაჰიდისის სახლზე აღმართული საბერძნეთის დროშა პატრონს მუდმივად ახსენებს წარმომავლობას. ამის მიუხედავად, 60 წლის ჩირაჰიდი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე დიდ ირაგაში სეირნობისას, ისევე გრძნობს თავს ქართველად, როგორც სოფლის დანარჩენი 161 მაცხოვრებელი. მისთვის და თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში დარჩენილი სხვა ბერძნებისთვის სამშობლო მარტივი ცნება არ არის.
ბერძნები საქართველოში, ორ სამშობლოს შუა
რას ვამბობთ ხოლმე მასკულინობის საყოველთაოდ დამკვიდრებულ აღქმაზე, რომელიც კაცებზე დიდ გავლენას ახდენს? უფრო სწორად, ოდესმე თუ ვსაუბრობთ კაცებზე, რომლებიც, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს, მასკულინობის განსხვავებული ვერსიების დამკვიდრებას ცდილობენ? რა ხდება მაშინ, როცა შენი სტილი, ხმა, სხეულის ენა, ურთიერთობები და, ზოგადად, ცხოვრების წესი არ შეესაბამება მამაკაცურობის საყოველთაოდ მიღებულ, ტრადიციულ ნორმებს?
მასკულინური შეჯიბრიდან გასვლა
5 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის ცენტრში არსებული ძველი იპოდრომის ახალი გეგმა წარმოადგინა.
რა გვაკავშირებს ძველ იპოდრომთან
Ქაოსი. Ეს პირველი და ერთადერთი სიტყვაა, რომელიც შენს გონებაში გაიელვებს როგორც კი ვარშავის ცენტრალურ სადგურში მოხვდები.
ქაოსი | ომს გამოქცეულების პორტრეტები ვარშავიდან
რას ვამბობთ ხოლმე მასკულინობის საყოველთაოდ დამკვიდრებულ აღქმაზე, რომელიც კაცებზე დიდ გავლენას ახდენს? უფრო სწორად, ოდესმე თუ ვსაუბრობთ კაცებზე, რომლებიც, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს, მასკულინობის განსხვავებული ვერსიების დამკვიდრებას ცდილობენ?
მასკულინური შეჯიბრიდან გასვლა
Მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბუმმა საქართველოში ორი ყველაზე დიდი ქალაქის - თბილისისა და ზღვისპირა კურორტის ბათუმის - იერსახე ფუნდამენტურად შეცვალა, ქუთაისი ადამიანის უხეშ ჩარევებს დიდწილად გადაურჩა. ყოველშემთხვევაში, ამ დრომდე.