ქაოსი | ომს გამოქცეულების პორტრეტები ვარშავიდან

ფოტოგრაფი: თამუნა ჩქარეული,

ჟურნალისტი: პიტერ ლიახოვ

22.03.22

Ქაოსი.

Ეს პირველი და ერთადერთი სიტყვაა, რომელიც შენს გონებაში გაიელვებს როგორც კი ვარშავის ცენტრალურ სადგურში მოხვდები.

Ქალაქის Სამ ძირითად სადგურს შორის ეს ყველაზე დიდია, შესაბამისად, უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადიც აქ იყრის თავს.

Ასეულობით უკრაინელს შორის, ზოგიერთისთვის ეს სადგური მხოლოდ სატრანზიტო წერტილი არ არის. რამდენიმე საათი ჩერდებიან, სანამ ბუნდოვან მომავალს ბერლინს, სტოკჰოლმს ან პარიზს დაუკავშირებენ. Ზოგიერთისთვის ეს სადგური ბოლო გაჩერებაა - ჭიშკარი ვარშავაში. Ზოგიერთისთვის კი, სამწუხაროდ, დროებითი თავშესაფარი, რომლის დატოვებაც უნდათ, მაგრამ არ იციან, სად წავიდნენ.

ვარშავის მატარებლებში Მგზავრების უმეტესობა უკრაინელია. Სულ უფრო რთულდება ბილეთების ყიდვა. Ზოგიერთი საათობით დგას რიგში.

Ეს სადგური  არაორგანიზებული, დაუგეგმავი მოქმედებების ადგილია. Ოჯახებს იატაკზე სძინავთ, ცივ ფილებს შემოწირული საბნები და იოგას ხალიჩები აშორებთ. Მეორე სართულის ერთ კუთხეში სახელდახელოდ მოწყობილი საბავშვო ბაღია. Ბავშვები უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ ბლოკებით თამაშობენ და გადაღლილი მოხალისეების გარშემო დარბიან, რომლებსაც ლტოლვილებისთვის საჭმელი დააქვთ.

ამ გადატვირთულ სადგურში Დედებისთვისა და ბავშვებისთვის მოწყობილი სივრცე ოჯახებს, თითქოს, განმარტოების შესაძლებლობას აძლევს.
Მეორე სართულზე ბავშვების ოთახი სავსეა შემომწირველებისგან მოტანილი პლასტმასის სათამაშოებითა და ხალიჩებით.

Სწორედ ამ რკინიგზის სადგურზე, ექსპრომტად მოწყობილ სათამაშო მოედანთან შევხვდით ლარისა პოპოზოგლოს ხუთ შვილთან ერთად. Ყველაზე პატარა სამწლინახევრისაა. Სადგურში მხოლოდ რამდენიმე საათის მოსულები იყვნენ, მატარებელს ელოდებოდნენ, რომ გერმანიაში, ლარისას დასთან გადასულიყვნენ.

Ლარისა პოპოზოგლო ვარშავაში ხუთ შვილთან ერთად ჩამოვიდა. Ამბობს, რომ რუსებს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებს. “მათ მიმართ ბრაზს არ ვგრძნობ, მინდა ჩვეულებრივი მოქალაქეების სიკეთის მჯეროდეს.”

“Ახალ ამბებს არ ვუყურებ,” გვეუბნება ლარისა. “Თავს ვიკავებ, არ მინდა პანიკამ მომიცვას. Ჩემ გარშემო ხალხი ისედაც უკვე დეპრესიაშია.”

Ამბობს, რომ ხუთი შვილის დედა მხნედ უნდა იყოს. Სხვა გზა არც აქვს. Ყველა კითხვას ერთდროულად უნდა უპასუხოს, ერთ წუთსაც ვერ მისცემს თავს სისუსტის უფლებას. Იმის მიუხედავად, რაც მის ქვეყანაში მოხდა, გვეუბნება, რომ რუსეთი არ სძულს, “მხოლოდ პოლიტიკოსები.” სამშობლოს დატოვების გამო, თავს დამნაშავედ გრძნობს. 

“Ჩემს მეგობრებსა და მეზობლებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ უკრაინის დატოვებაზე. Ვიღაცებმა დარჩენა და ქალაქის დაცვა გადაწყვიტეს.”

“Მე სუსტი აღმოვჩნდი ამ თვალსაზრისით, ისინი ძლიერები,”ამბობს ლარისა. 

Მიუხედავად იმისა, რომ სადგურზე ცოტა ქაოსია და მოხალისეებს უჭირთ ადგილზე პასუხისმგებელი პირების პოვნა, ლტოლვილების უმრავლესობა შოკირებულია იმ კეთილგანწყობის გამო, რასაც პოლონეთში მათ მიმართ იჩენენ.

Მთელ სადგურში მინიშნებები უკრაინულ ენაზეა, თუმცა ძალიან ცოტა მოხალისემ თუ იცის უკრაინული, ან რუსული მაინც.
ავტობუსში და მატარებელში Ჩაის და ტკბილეულს 24 საათის განმავლობაში გთავაზობენ.

“Დაუჯერებელია ის სიკეთე, რაც აქ გვხვდება,” გვეუბნება 68 წლის გალინა ტკაჩენკო ქალაქ ​​კრივიი-რიჰიდან, კრივოი-როგიდან. “აქ Ძალიან კარგად  გვექცევიან. Მოდიან და გვეკითხებიან - რამეს ხომ არ შეჭამთ, ან დალევთ, ან დასვენება ხომ არ გინდათ? Აღფრთოვანებული ვარ, მოკლედ.”

Ის სადგურზე მატარებელს ელოდება კოლობრეზგში წასასვლელად. Კოლობრეზგი საშუალო ზომის პოლონური ქალაქია ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. Იქ, ოთხი თვის წინ საცხოვრებლად გადასული  შვილი ელოდება.

გვითხრა, რომ თავიდან, ქვეყნის შუაგულში მყოფი მშობლიური ქალაქის - კრივიი-რიჰის  დატოვება არ უნდოდა. Არ ეგონა რუსები ასე შორს თუ წავიდოდნენ. მაგრამ მისმა ბიჭმა, რომელიც უკრაინაში პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეა, დაარწმუნა სასწრაფოდ გაცლოდა იქაურობას. გალინას  უფროსმა მეგობრებმა მაინც დარჩენა არჩიეს. 

“Ვიღაცები, უბრალოდ, ძალიან ცუდად არიან, ვიღაცებს წასვლა არ უნდათ,”გვეუბნება გალინა.

Მისი ბიჭი, სარძლო და მათი შვილი უკრაინაში დარჩნენ. Თუმცა, როგორც კი ომმა ეს მასშტაბი მიიღო, ქალიშვილმა დარჩენა გადაიფიქრა. Გალინა ამბობს, რომ თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, მას რამდენიმე დღეში პოლონეთში შეხვდება.

68 წლის გალინა ტკაჩენკო ქალაქი კრივი რიჰიდან მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ თინეიჯერ შვილიშვილს თანხმლები სჭირდებოდა.”მოხუცების უმრავლესობა იქ დარჩა,”გვეუბნება გალინა.

Გალინა ეთნიკურად რუსია, მისთვის ყველაზე მტკივნეული ამ ომის მიმართ თავისი რუსი მეგობრების დამოკიდებულებაა.

“Ვინც უკრაინასთან ახლოს ცხოვრობს, იცის რა ხდება სინამდვილეში. Მაგრამ ვინც მოშორებით არიან, ისევ განაგრძობენ “ბანდერიტებზე” (უკრაინის მოქალაქეების გაერთიანება, რომლებიც იცავენ რადიკალურ ნაციონალისტურ პოზიციებს) ლაპარაკს.”

ინტერვიუს დროს გალინა და ლარისა მაინც მშვიდად იყვნენ. მატარებელს ელოდებოდნენ, რომელსაც მათი ეს მოულოდნელი მოგზაურობა უნდა დაესრულებინა.  Არადა, სადგურში ბევრს შეხვდებით, რომლებისთვისაც ვარშავა ჯერ კიდევ შუა გზაა, ან გზის მხოლოდ დასაწყისი.

Ომს გამოქცეული 17 წლის სტუდენტის გზა: კიევი - სლოვაკეთის საზღვარი - კატოვიცე - ვარშავა - გდინია და ბოლოს, ნავით დანიისკენ.

Ჩვენ კიდევ ერთ ახალგაზრდა გოგოს, მაღაზიის თანამშრომელს ველაპარაკეთ კიევიდან. Მან სტატიაში ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. Გვითხრა, რომ 17 წლის ბიჭთან ერთად სამი დღე მოდიოდა ვარშავაში, მატარებლების სადგურებზე იძინებდნენ ცოტა ხნით. 

Რამდენიმე საათში ისევ მატარებელს გაყვებიან საპორტო ქალაქ გდინიაში. Იქ ბორანზე გადასხდებიან და 10 საათი იმგზავრებენ ქალაქ კარლსკრონამდე, შვედეთში. Რამდენიმე დღის წინ მათი მეგობრები ჩასულან და დახვდებიან.

Კითხვაზე - რას გააკეთებენ იქ - პასუხად მივიღე: “ჯერ წარმოდგენა არ მაქვს.”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია