თბილისის მეხსიერების ადგილები

ავტორი:
07.03.18
გამოცემა: სივრცე

კუკიას ანბანი


კუკიას სასაფლაოზე საფლავებსა და კრიპტებს შორის ხეტიალის შემდეგ, ანა მურადოვა შვებას გრძნობს. ამ ადგილას იგი საკუთარ სპარსულ და ასურული ფესვებთან კავშირს გრძნობს, რადგან აქ მისი ბევრი წინაპარია დაკრძალული.

მურადოვა 45 წლის ლინგვისტია. მარმარილოს ქანდაკებებსა და საფლავის ქვებზე ნახევრად წაშლილ ფოტოებს შორის სიარულისას, ამბობს რომ თბილისში ცხოვრება მოსწონს.

იგი მოსკოვიდან, სადაც მამამისის ოჯახი ცხოვრობდა, თბილისში გადმოვიდა, სადაც კუკიას საფლავების წარწერებს იკვლევს. იგი აღნიშნავს, რომ თბილისის კულტურული მოზაიკა, ეხმარება, რომ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.

თბილისში კუკია ერთ-ერთი უძველესი სასაფლაოა, სადაც საფლავები 300 წელს ითვლის. იგი ერთ-ერთია იმ ისტრიული სასაფლაოებიდან, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს გადაურჩა.  

1930-იანი წლებში საბჭოთა ქალაქგეგმარების შედეგად მრავალი მეხსიერების ადგილი გაქრა. სასაფლაოები პარკებით ჩანაცვლდა, ან სრულიად განადგურდა, რამაც ქალაქის მულტიეთნიკური წარსული გააქრო.

მიუხედავად ამისა, ეპიტაფიები სომხურ, ასირიულ, ფრანგულ, ქართულ, იტალიურ, პოლონურ და უკრაინულ ენებზე თბილისის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას კვლავ ასახავს. სასაფლაოზე, ობელისკი, გერმანული წარწერით, იმ ადამიანთა ხსოვნას ეძღვნება, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიაში დაიღუპა.

კუკიას სასაფლაოეზე არ არსებობს განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს, ცნობილ და უცნობ ადამიანების საფლავებს შორის. აქ ქართველი მართლმადიდებლები პატივს მიაგებენ მეოცე საუკუნეში მცხოვრებ, ანსტასია საზონოვას, რომელიც  როგორც იუწყებიან საკუთარი მისტიკური ძალის გამო იყო ცნობილი. კუკიაზე ასევე იოსებ სტალინის მეუღლის ეკატერინა სვანიძისა და დაგნი იულის საფლავებია. დაგნი ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის მუზა იყო. კუკიის სასაფლაოზე მეწაღეები და ექიმები, კრიმინალების, მამაოების, პედაგოგების, მსახიობებისა და პოლიტიკოსების გვერდით წვანან.

სასაფლაო თბილისიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. 1930-იან წლებში ეს მანძილი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სასაფლაო საბჭოთა რეპრესიებისგან დაცული ყოფილიყო.

თუმცა, თბილისში ბევრმა სხვა სასაფლაომ იგივე ბედი არ გაიზიარა.

კუკიას სასაფლაოს შესასვლელში, საფლავების პირველი რიგი იტალიელებს ეკუთვნით, რომლებიც თბილისში 19-ე საუკუნეში მუშაობდნენ.
Baltazat Wojnilovich (1859- 1908)-ის საფლავი კუკიას სასაფლაოზე, ერთ-ერთია იმ მრავალი პოლონური საფლავებიდან, რომელიც კუკიაზე მდებარეობს.
მეცხრამეტე საუკუნის, მარტიროს ტერ-სერობოვ ტამტანეანის საფლავი.
რუსი ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვის,1900 წელს გადაღებული ფოტო, სადაც კუკიას კათოლიკური ნაწილია ასახული. 1920 წლამდე, კუკია მრწამესების მიხედვით, სხვადასხვა ნაწილად იყო გაყოფილი; კათოლიკები, ლუთერანები, მართლთმადიდებელი ქრისტიანები, იეზიდები და მოლოკანები. მას შემდეგ რაც , სააფლაო გაიზარდა, საზღვრები ამ ნაწილებს შორის გაქრა. კუკიას სასაფლაოზე კათილიკური ეკლესია კი 1930 წელს დაანგრიეს.

ბაღში დაკარგული მუსლიმური სასაფლაო


თბილისის ბოტანიკურ ბაღის ადგილას, რომელიც მე-19 საუკუნემდე სამეფო ბაღად მოიხსენიებოდა, მუსლიმური სასაფლაო იყო განთავსებული. სასაფლაოზე სპარსული, არაბული და აზერბაიჯანული საფლავები იყო.

1950-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ ახლოს მდებარე მეჩეთი ააფეთქა, ხოლო შემდეგ მემორიალები და საფლავის ქვები გაანადგურა. დღესდღეობით სასაფლაოსგან თითქმის არაფერია დარჩენილი. ყოფილი სასაფლაოს სანახავად მსურველები თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნდა ესტუმრონ.

ბოტანიკურ ბაღში, 1970 წელს ცნობილი აზერბაიჯანელების პანთეონი გაკეთდა, რომლის მახლობლად აღმოსავლეთ მხარეს შეტრიალებული რამდენიმე საფლავი კვლავ მოიძებნება. პანთეონი ორჯერ გარემონტდა, ბოლოს 2013 წელს.

ჯუჯუნა ავალიშვილი, უკვე 50 წელია ბოტანიკური ბაღის მახლობლად, როზარიუმში მუშაობს. იგი იხსენებს, თუ როგორ განადგურდა მისი დაღესტანელი მეგობრის, მანაბა მაგამედოვას მშობლების საფლავები, 1950-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეს ადგილი ბულდოზერით გაასწორეს.

ავალიშვილი საკუთარ მეგობარს დაჰპირდა, რომ საფლავების მაგივრად, მისი მშობლების სახელზე ორ ხეს მოუვლიდა.

„ დავამშვიდე და შევპირდი, რომ ამ ორ ხეს მოვუვლიდი, მისი მშობლების ხსოვნისთვის,” ამბობს ავალიშვილი.

მუსლიმური სასაფლაოს განადგურება იმ დიდი ტრაგედიის ნაწილო იყო, რომელიც მაგამედოვას და ბევრ სხვა ოჯახს დაატყდა თავს.

დაღესტანის სოფელი კუბაჩიდან, 1930-იანი სტალინისტური რეპრესიების დროს, მაგამედოვების ოჯახს თბილისში მოუწიათ გადმოსვლა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ, ასეთი ემიგრანტების შესახებ შემორჩენილი მეხსიერება, გაანადგურა.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ადგილას მუსლიმებს აღარ კრძალავენ. დღესდღეობით თბილისში მცხოვრები მუსლიმები, ახლობლებს თბილისიდან მოშორებით, მსხალდიდის სასაფლაოზე ასაფლავებენ.

მირზა შაფის ქანდაკება ცნობილი აზერბაიჯანელების პანთეონში, რომელიც ადრე მუსლიმური სასაფლაოს ნაწილი იყო. მირზა შაფი აზერბაიჯანელი და სპარსი პოეტია. იგი თბილისში 1854 წელს გარდაიცვალა.
აღმოსავლეთ მხარეს შებრუნებული საფლავის მონუმენტები, ყოფილ მუსლიმურ სასაფლაოზე. დღესდღეობით ამ ადგილას თბილისის ბოტანიკური ბაღია. ბაღის მშენებლობისას მუსლიმური ქანდაკებების განლაგება გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ ქანდაკებების წინა მხარე არ ჩანს.
თბილისის ბოტანიკუტი ბაღის მიმართულების ნიშანი, სადაც გამოჩენილი აზერბაიჯანელთა პანთეონი მდებარეობს. ერთ დროს პანთეონი მუსლიმური სასაფლაოს ნაწილი იყო.
თბილისის ყოფილ მუსლიმურ სასაფლაოზე, არაბული წარწერები თითქმის ყველა საფლავის ქვაზე იყო. აზერბაიჯანელები1928 წლამდე არაბულ ანბანს იყენებდნენ, 1939 წელს კი კირილიცაზე გადავიდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ლათინური ანბანი გამოიყენება.
თბილისში არ არის მინიშნებები, თუ როგორ უნდა მოხვდე მუსლიმურ სასაფლაოს აზერბაიჯანული პანთეონში.

ძვლებზე აშენებული ეკლესია


ხოჯევანქის სასაფლაო, რომელიც სომხების სასაფლაოდ იყო ცნობილი, ავლაბრში, დიდი მიწის ნაკვეთზე იყო განლაგებული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის დირექტორი ლევონ ჩიდილიანის მიხედვით სასაფლაოს 300 წლიანი ისტორია აქვს და იქ 90 000 საფლავი იყო განლაგებული.

სასაფლაო და ამ ტერიტორიაზე არსებული წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია ერთიანად არ დაუნგრევიათ, მათ საბოლოო გაქრობას ბევრი წელი დასჭირდა.

„დღესდღეობით ხოჯევანქის სასაფლაოს არსებობა მხოლოდ ძველ თაობას ახსოვს” ამბობს ანთროპოლოგი ალისა დათუნაშვილი.

პირველი დარტყმა 1930 წელს იყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ამ ადგილას მე-17 საუკუნის სომხური ეკლესია დაანგრია, შემდეგ კი სასაფლაოს დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა, იმისათვის რომ, „მეგობრობის პარკი” გაეშენებინათ. 1990-იან წლებში კი, არც პარკისგან იყო ბევრი რამ დარჩენილი.

დღეს სომხების თემი იმ საფლავებს უვლის, რომელიც დანგრევას გადაურჩა და ხოჯევანქის პანთეონში განთავსდა. პანთეონი გამოჩენილი სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის, 1970 წელს გაკეთდა.

ამის შემდეგ კი, 1989 წელს ქართულმა მარლთმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ადგილას ახალი ეკლესიის მშენებლობა წამოიწყო. როგორც ადგილობრივი სომხები იუწყებიან სწორედ ამ ადგილას მდებარეობდა ხოჯევანქის სასაფლაო, ამიტომ თვლიდნენ, რომ სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც 2004 წელს დასრულდა გარდაცვილი ადამიანების ხსოვნას შეურაცხყოფდა.

ამასთან დაკავშირებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიასთან კომენტარისთვის დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ამ ადგილას უცნობი ადამიანების საფლავები თითქმის აღარაა შემორჩენილი, თუმცა ხოჯივანქის პანთეონში დასაფლავებულ ცნობილ ინტელექტუალებსა და ხელოვანებს შორის არიან მე-20 საუკუნის მხატვარი გაიანე კაჩატრიანი და მე-19 საუკუნის მწერალი რაფი.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობა 2004 წელს დასრულდა, სომხურ სასაფლაო ხოჯივანქზეა აშენებული. სამების უკან გამოჩენილი, სომეხი ხელოვანებისა და მწერლების პანთეონია.
დიდი თხრილი სამების ტაძარსა და სომხურ პანთეონს შორის. ტაძრის გარშემო ბევრი შენობაა, რომელსაც ეკლესიური დღესასწაულების აღსანიშნავად იყენებენ.
სამების ტაძრის გარშემო საძირკველის გათხრისას, ძველი სასაფლაო გამოჩნდა. ფინანსების არქონის გამო, მშენებლობა დროებით გაჩერებული იყო.
ხოჯივანქის სასაფლაოდან შემორჩენილი სომეხი მწერლის ჰაკობ მელიკ ჰაკობიანის (იგივე რაფი) მემორიალი. სომხული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჰაკობიანი 1888 წელს სპარსეთში დაიბადა, სადაც იგი ადგილობრივ სომხებს სომხურ ენასა და ისტორიას ასწავლიდა.
1930 წელს ხოჯივანქის განადგურების შემდეგ, ბევრი საფლავი სასფლაოდან სომხურ პანთეონში გადაიტანეს.
სამების ტაძრის გარშემო საძირკველის გათხრისას, ძველი სასაფლაო გამოჩნდა. ფინანსების არქონის გამო, მშენებლობა დროებით გაჩერებული იყო.

ცენტრიდან პერიფერიამდე 


ხოჯევანქის განადგურების შემდეგ, ადგილობრივი სომხები საკუთარ გარდაცვლილ ახლობლებს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე კრძალავენ. თბილისში მცხოვრებმა მუსლიმმა თემმა, კი გადაწყვიტა სასაფლაოები ცენტრიდან პერიფერიისკენ გადაეტანა.

ვერის პარკი, კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდლობდა სახელმწიფო სასაფლაოების ქალაქის ცენტრიდან განდევნას. ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს ქრისტიანული სასაფლაო იყო, სადაც სომხური და ქართული საფლავები იყო განლაგებული.

1930 წლისთვის იგი ქალაქის გაფათოებას შეეწირა და ნათელი მაგალითი გახდა იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში კოლქტიური პირადზე მნიშვნელოვანი იყო. იმ ადამიანთა მეხსიერება, კი რომელსაც სასაფლაო ინახავდა გაქრა.

პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული სამეხდროების სასაფლაო ავლაბარში, რომელიც წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის გვერდით მდებარეობს. სასაფლაოზე თავდაპირველად მხოლოდ ქართველ მართლმადიდებლებს კრძალავდნენ. თუმცა, 1930 წელს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წევრებმა, ამ ადგილას საკუთარი ახლობლების დაკრძალვა დაიწყეს.
ავლაბარში წმინდა პეტრე-პავლეს სასაფლაოს გვერდითი შესასვლელი.
აზერბაიჯანული სასაფლაო მსხალდიდში. მსახლდიდი აზერბაიჯანული დასახლებაა, რომელიც ლისის ტბასთან მდებარეობს.
მსხალდიდის სასაფლაოზე ბავშვებისა და უფროსების საფლავები ერთმანეთისგან განცალკევებულია.
მსხალდიდის სასაფლაო არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება, არამედ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ცხოვრობენ.
ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალი ვერის პარკში 1990 წელს დაიდგა. ვერის პარკი ერთ დროს სასაფლაოს ნაწილი იყო.
ჭადრაკის სასახლის კედელი ვერის პარკში. 1930 წლამდე, ვერის პარკის ადგილას სასაფლაო იყო.
მეცხრამეტე საუკუნის მიტოვებული საფლავის ქვები ვერის პარკში.
ქართველი მთასვლელების ალექსანდრე ჯაფარიძისა (1899-1946) და ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მონუმენტები. ალექსანდრე ჯაფარიძე ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელია. როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დროს ვერის სასაფლაო დაანგრიეს, გამოჩენილ ადამიანთა მემორიალებს ხელი არ ახლეს.

საზღვრებს მიღმა


1960-იანი წლებში ნავთლუღისა და ორთაჭალის ებრაული სასაფლაოები, არა მხოლოდ ადგილმდებარეობამ გადაარჩინა.

მიშა, რომელიც ნავთლუღის სასაფლაოზე დიდი ხანია მუშაობს, ამბობს რომ საბჭოთა ხელისუფლებამ სასაფლაო დაინდო, რადგან ადგილობრივმა ებრაელებმა შესასვლელში დააწერეს „რუსულ-ებრაული” სასაფლაო.  დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ საბჭოთა დროს ბევრს სჯეროდა, რომ ამ მეთოდმა გაამართლა.

დღესდღეობით თბილისში მცხოვრები ებრაელები ახლობლებს დამპალოს სასაფლაოზე კრძალავენ, რომელიც თბილისის ცენტრში არსებული ორი სინაგოგისგან ძალიან შორს მდებარეობს. თუმცა, თბილისის ებრაული დიასპორა, კვლავ პატივს მიაგებს, ნავთლუღში და ორთაჭალის სასაფლაოზე მდებარე ძველ საფლავებს.

ებრაული სასაფლაო ნავთლუღში. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, სასაფლაო შესასვლელში გაკრულმა წარწერამ გადაარჩინა, სადაც „ებრაულ-რუსული სასაფლაო” ეწერა.
დავითის ვარსკვლავი ებრაულ სასაფლაოზე ნავთლუღში. სასაფლაოზე ყოფილი ისრაელის მინისტრის არიელ შარონის ბებიაა დასაფლავებული.
ფილანთროპი აბრამ ტორნერის ხნოვნისადმი მიძღვნილი წარწერა. ტორნერმა 1897 წელს, სასაფლაოს ადმინისტრაციული შენობისა და ღობის მშენებლობა დააფინანსა.
ძველი ებრაული სასაფლაო ორთაჭალაში, რომელიც თბილისიდან ათი კილომეტრითაა დაშორებული.
დღესდღეობით თბილისის ებრაული თემის წარმომადგენლები, ახლობლებს დამპალოს სასაფლაოზე კრძალავენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე სინაგოგებისგან შორს მდებარეობს.
1929 წლის გზამკვლევი საქართველოს ეროვნული არქივიდან, სადაც მონუმენტების ადგილებია მითითებული, მაგრამ თავად სასაფლაოების მისამართები არა. როგორცკი ქალაქის მრავალეთნიკური სასაფლაოები განადგურდა, გზამკვლევებში მათ ადგილას ბაღებია მითითებული.
1906 წლის გზამკვლევში 15 სასაფლაოა მითითებული. მათ შორის, 34 ქართულ მართლმადიდებლური სასაფლაო, 21 სომხური ტაძარი, ორი კათოლიკური სასაფლაო, ერთი ლუთერანული, ორი სინაგოგა და ორი მეჩეთი. 1930-იანი წლის გზამკვლევიდან ეს ადგილები ამოღებულია.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია