კაცი დურბინდით

კაცი დურბინდით

25.03.18

სიღნაღის რაიონის მაცხოვრებლები, 78 წლის ზაური ნადირაშვილი და 55 წლის სერგო ნადირაშვილი საკუთარი მცირე ბიზნესით ცდილობენ თავის გატანას. ისინი, 1 ლარად, ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზეს ხედს „ყიდიან". დურბინდით გახედვის ბიზნესის წარმატებისთვის, მთელ თავის ცოდნასა და უნარებს შეძლებისდაგვარად იყენებენ. „ტურისტული გიდების" პოზიცია თავად შექმნეს და ტურისტებს ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობენ. კონკურენტები თავიანთი ბიზნესის რეგულირებას ტერიტორიის გაყოფით ცდილობენ, თუმცა რეგულაციები ხშირად არ მუშაობს. კონკურენცია ზოგჯერ დაპირისპირებაში გადადის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ტურისტების რაოდენობა ქალაქში საგრძნობლად იკლებს.