ორი ან სამი რამ, რაც რელიგიის შესახებ ვიცი

19 min.

რეჟისორი:

ორი ან სამი რამ, რაც რელიგიის შესახებ ვიცი

03.08.18

ეს ისტორია რელიგიური ჯგუფის შესახებაა, რომელიც, როგორც ყველა სხვა რელიგია მიმდევრებს დაპირებებით იზიდავს. თუმცა რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება - საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან იმით განსხვავდება, რომ თავისუფლება ამქვეყნიური ცხოვრების ჯილდოდ მიაჩნია, რაც გულისხმობს ახალგაზრდების  საქართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლებას.

2017 წელს პარტიის გირჩი მიერ რეგისტრირებულმა ეკლესიამ 7000-მდე  18-დან 27-წლამდე ახალგაზრდა მღვდელმსახურად აკურთხა და ამით ისინი ერთ წლიანი სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლა.

სამხედრო სამსახურში გაწვეულების თქმით, მათ თითქმის უფასო მუშახელად, არაადეკვატური ანაზღაურების ხარჯზე (თვეში 75 ლარი), სხვადასხვა დაწესებულებების დაცვის სამსახურებში უწევთ მუშაობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. რაც შეეხება მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებს, ისინი ახალ რელიგიურ ორგანიზაციას ეწინააღმდეგებიან.