თუშეთი - სახლი მთასა და ბარს შორის

ავტორი: ჯეიკ ბორდენი, ზოი ბორდენი

11.01.19
გამოცემა: გზაზე

ტალახიანი და მიხვეულ-მოხვეული გზით უღელტეხილზე გადავდივართ და ღრუბლებს ვუახლოვდებით. ფურგონი ორმოებზე მოძრაობს და ნელ-ნელა თუშეთში შევდივართ.

თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და ერთადერთია, რომელიც თუშეთის მაღალმთიან სოფლებამდე მიდის. გზად გზაზე დაღუპული მძღოლების სამახსოვრო მემორიალები გვხვდება.

თუშეთი თბილისიდან 190 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთსა და დაღესტანს ესაზღვრება.

ღრუბლებიდან სოფლისკენ ვეშვებით და შვებას ვგრძნობ. სოფლის შუაგულში საოჯხო სასტუმრო მოჩანს. თუშეთში ნინო ნანიტაშვილთან ერთად ჩამოვედით, რომელიც თუშეთის მიუვალ სოფლებში ინტერნეტის გაყვანის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაზე მის გავლენას იკვლევს.

სხვა სახლების მსგავსად საოჯახო სასტუმრო თიხიანი ფიქალისგან არის ნაშენები. აივნებს მზისგან გახუნებული ხის მოაჯირები აკრავთ.

სასტუმროს მეპატრონე 63 წლის ელენე გაგოიძეა, რომელიც ერთ-ერთია მათგან ვინც თუშეთის პირიქითი ხედის სამხრეთ კალთაზე მდებარე სოფელ შენაქოში საცხოვებლად დარჩა. მისი 24 წლის ძმისშვილი ლაშა გაგოიძე სოფელში მხოლოდ ზაფხულობით რჩება. შემოდგომისკენ იგი ქვემო ალვანში გადადის, სადაც ზამთრის განმავლობაში მუშაობს. სეზონის ცვლასთან ერთად თუშეთში ბევრი მოსახლე მოძრაობის მთიდან ბარში.

ზამთრის განმავლობაში თუშეთი მიუვალი ხდება. ოქტომბრის თვეში მოსულ თოვლთან ერთად მაღალმთიანი სოფლები იზილირებულები რჩებიან. ამ პერიოდში ოჯახები თუშეთიდან თბილისში ან ქვემო ალვანში მიდიან, სადაც ზამთრის განმავლობაში შემოსავალი აქვთ. 

ელენე გაგოიძე ოთახში, სადაც იგი ყველს ამზადებს და ზამთრისთვის ინახავს. 63 წლის ელენე და მისი მეუღლე კაკო ერთ-ერთი ოჯახია, რომელიც შენაქოში ზამთარშიც ცხოვრობს.
50 წლის ია ბაშინურიძე, საოჯახო სასტუმრო „ლაშარაიში” ქსოვს.
56 წლის ნინო ხელაიძე შენაქოში ზაფხულობით ჩამოდის. იგი ძირითადად ალვანში ცხოვრობს.
ნინო ხელიაძე და მისი რძალი ზამთარში საცხოვრებლად ალვანში გადადიან. შენაქოში კი ზაფხულში ბრუნდებიან.
სოფელი ომალო, სადაც 2014 წლის მონაცემებით მხოლოდ 37 ადამიანი ცხოვრობს.
ადგილობირივ მოსახლეობა სოფელი ომალოს ძველ ნაწილში.
თუშეთისკენ მიმავალი ციცაბო გზა.

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვით თუშეთისკენ მიმავალი გზა უნდა გაკეთებულიყო, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას შეუწყობდა ხელს და მოსახლეობა ცივი სეზონის განმავლობაში თუშეთში დარჩებოდა. გზის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია.

წოვა თუშები, ერთ-ერთი უძველესი თემი თუშეთში, გზის მშენებლობას მხარს უჭერს. მე-19 საუკუნის განმავლობაში წოვა თუშები პირიქითა ალაზანის ზემოთ დასახლებულ სოფლებში ცხოვრობენ. მათ იმედი აქვთ რომ ახალი გზის მშენებლობის შემდეგ ისინი საკუთარ ისტორიულ ადგილს დაუბრუნდებიან.

თუშეთის დანარჩენ მოსახლეობას კი სჯერა, რომ ახალი გზა ეკოსისტემას გაანადგურებს, რადგან მან თუშეთის ეროვნულ პარკზე უნდა გაიაროს.

გარდა ამისა არსებობს იმის საშიშროება, რომ გზა რეგიონის ბუნებრივ ლანდშაფტზე იმოქმედებს და ადგილობრივ ეკოტურიზმზე ექნება გავლენა. გზის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიციას 7000-მა კაცმა მოაწერა ხელი.

ლაშასთან ერთად ქვის კიბეებზე ვსხედვართ, რომელიც საოჯახო სასტუმროს ეზოში გადის. მდელოზე ქვით ნაგები შენობები და ცხენები მოჩანს.

24 წლის ლაშა გიდია და თუშეთის მთები კარგად იცის. ზაფხულობით იგი ელენეს საოჯახო სასტუმროს მართვაში ეხმარება. თუშეთში ინტერნეტმა ყველაფერი შეცვალა და სასტუმროების დაჯავშნაც უფრო ადვილი გახდა.

2017 წელს თუშეთის განვითარების ფონდმა, ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად რეგიონში ინტერნეტის განვითარებას შეუწყო ხელი.

თუშეთის მდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობა ცენტრიდან იზოლირებულია. მაღალმთიან სოფლებში მობილური კავშირი არ არის და ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში მცხოვრებ ერთადერთ ექიმთან დაკავშირებაც არ შეეძლოთ.

დღესდღეობით თუშეთის 14-სოფელს აქვს ინტერნეტთან წვდომა და მათგან შვიდ სოფელში მობილური კავშირის არქონის გამო, ინტერნეტი გარე სამყაროსთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა.

„საქართველოს ერთ-ერთ ძველ და კარგად შემონახულ დასახლებაში ინტერნეტის შემოყვანამ სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ კომუნიკაციის არქონა თუშეთის ავთენტურობის ნაწილია,” ამბობს ნინუცა, თბილისში დაფუძნებული ინოვაციების განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.

„მართალია, რომ თუშეთი განსაკუთრებული ადგილია თავგადასავლებისთვის. თუმცა რამდენად შეიძლება ინტერნეტმა ეს გარემო გააფუჭოს?  თუკი გავითვალისწინებთ იმ დადებით გაველნას, რომელიც ინტერნეტს ადგილობრივ მოსახლეობაზე აქვს, შეიძლება, ითქვას, რომ ეს ნამდვილად წარმატებაა.” ნინუცა ფიქრობს რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინტერნეტი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, ხოლო მოგზაურებს შეუძლიათ, რომ იგი არ გამოიყენონ, თუკი ფიქრობენ, რომ ინტერნეტთან კავშირი ავთენტურ გამოცდილებას აზიანებს.

ინტერნეტის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. ინტერნეტმა ასევე ხელი შეუწყო ახალი ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებით კი მომსახურების სექტორის განვითარებას. ელენეს მსგავსად ადგილობრივმა მესაკუთრეებმა მომხმარებლებს ონლაინ დაჯავშნის შესაძლებლობა შესთავაზეს. ამასთან ერთად ადგილობრივებს  ოჯახთან და ახლობლებთან მუდმივად აქვთ კავშირი.

„კარგი იქნებოდა, ინტერნეტი რომ გვქონოდა ათი წლის წინ, მაგრამ ახლა ეს უკვე აუცილებელია” - ამბობს ლაშა.

მათთვის ვინც სეზონურად თუშეთის მაღალმთიან სოფლებს არ ტოვებს, ინტერნეტი უფასოა. მომავალ წელს, ზამთარში ინტერნეტის ხარჯს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს.

74 წლის ირაკლი ხვედაგურიძე სოფელი ბოჭორნას ერთადერთი მაცხოვრებელია. ზოგიერთი წყარო ირწმუნება რომ ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღალი სოფელია.
ხვედაგურიძე ბოჭორნაში 2012 წელს გადმოვიდა. იგი ერთადერთი ექიმია რეგიონში და სამედი ბოჭორნას გარშემო სოფლებში მცხოვებ მოსახლეობას ცინო დახმარებას უწევს.
თხუთმეტი წლის კოლია სუკოჩი ბერლინიდან. ომალოში ინტერნეტი ხელმისაწვდომია. კოლია სასტუმრო თუშეთიდან საქართველოში მოგზაურობის ფოტოებს აზიარებს.
ნატო ქააძე მის შვილთან ერთად, საკუთარ საოჯახო სასტუმროში.
61 წლის რევან ო. ბოჭორნაში საკუთარ ცხვრის ფარას გადაჰყურებს. იგი მწყემსია და ძირითადად ალვანში ცხოვრობს. ზაფხულობით კი თუშეთში ადის, ცხვრის ფარასთან და საქონელთან ერთად. გზაში მას სამი დღე სჭირდება. 12 წლის წინ რევაზს ცოლი გარდაეცვალა და მას შემდეგ შვილებს მარტო ზრდის.

ელენემ სასტუმო 1998 წელს გახსნა. იმ დროს თუშეთში მომავალი ტურისტების ძალიან ცოტა იყო. ელენე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც თუშეთში ტურიზმის განვითარების სჯეროდა. წლების განმავლობაში თუშეთი პოპულარული გახდა მათთვის, ვისაც მთაში სიარული უყვარს. ადგილობრივმა მოსახლეობამ სასტუმროების გახსნა დაიწყო.

„ყოველთვის სავსე არ არის. ძირითადად ოთხი ან ხუთი ადამიანია ერთდროულად. ხანდახან - საერთოდ არავინ,” ამბობს ლაშა.

თოვლის მოსვლასთან ერთად თუშეთში ტურისტების რაოდენობა იკლებს. ლაშა ძირითადად ბარში ცხოვრობს და სამურნეო სფეროში მუშაობს. თუმცა ზაფხულში უკან დაბრუნება მისთვის მნიშვნელოვანია.

„აქ ძალიან ახლოს ვგრძნობ თავს ჩემს ოჯახთან. ყოველ ზაფხულს ვბრუნდები.”

ელენე საკვებს გვთავაზობს. ხინკალი და ხაჭაპური აქვს მომზადებული.

ელენემ მთელი ცხოვრება თუშეთში გაატარა. იგი მოზარდი იყო როდესაც დედ-მამა დაეღუპა. 21 წლის იყო როდესაც კაკოზე დაქორწინდა და სოფელ შენაქოში ერთად გაზარდეს ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი.

იგი იხსენებს დროს როდესაც ომალო თუშეთის ცენტრი იყო.

ადრე ომალო ხალხით იყო სავსე. იქ იყო ბიბლიოთეკა და საავადმყოფო. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ომალი დიდი დასახლებაა, თუმცა 2014 წლის მონაცემებით დღესდღეობით იქ მხოლოდ 37 ადამიანი ცხოვრობს,.

„იყო დრო როდესაც ჩემს სოფელში 15 ოჯახი რჩებოდა მთელი წლის განმავლობაში. ბოლო ორი წელია, მხოლოდ ერთი ოჯახი რჩება.”

ელენეს და მის მეუღლე კაკოს ახლა უკვე შვილიშვილები ჰყავთ. სოფელში საქონელს, თხებსა და ცხენებს უვლიან. მათი ქალიშვილი რუსეთში უკვე რვა წელია, ცხოვრობს. ელენე სიამაყით ამბობს რომ მისი შვილიშვილი შარშან პირველად  ესტუმრა მას შენაქოში.

იხსენებს დროს როდესაც საზღვრები არ არსებობდა და კავკასიელი ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობდა, თუ როგორ გადადიოდნენ დაღესტანში ზამთარში პროდუქტების შესაძენად. დღესდღეობით კი ეს შეუძლებელია.

„საზღვრების რომ იკეტება, მაშინ იწყება მტრობა”, ამბობს იგი.

„მთელი ცხოვრება აქ გავატარე და არ ვნანობ” - ამბობს ელენე. 


გზაზე, დეკემბერი/იანვარი 2018/2019

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია