რამდენიმე აქტი

ავტორი:

რამდენიმე აქტი

12.03.19

მარიამ  დოლიძე მსახიობია, თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლება. 30 წლის მარიამი მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ ერთ-ერთი ლიდერია. ესაა ახალგაზრდების ჯგუფი რომელიც მუდმივად აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას. დღის ერთ მონაკვეთში მარიამი კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს ეხმარება, იცავს ადამიანის უფლებებს და აპროტესტებს უსამართლობას, საღამოს კი სპექტაკლში ფ. დოსტოევსკის რომანის „მოთამაშე” ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებს. მარიამის ყოველდღიურობა კონტრასტული და მრავალფეროვანია. ის და მისი თანამოაზრე ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დადიან სხვადასხვა რეგიონში, ხვდებიან ხალხს და სჯერათ რომ საერთო საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურებიან. 

მაშინ როცა ქალაქი იძინებს, მარიამი მეგობრებთან ერთად ახალ აქტივობას გეგმავს. ზოგჯერ, მათი ბრძოლა ექსტრემალურიც შეიძლება აღმოჩნდეს და ერთგვარ ანონიმურობასაც მოითხოვს. თავგადასავლებით დატვირთულ ღამეს კი ახალი დღე მოყვება. მარიამი ისევ სცენაზეა და როგორც მისი პერსონაჟი ამბობს – „თამაში იწყება“.


თებერვალი/მარტი 2019, ახალგაზრდები