მებრძოლები

ავტორი:

მებრძოლები

16.05.19

ფილმი 2016 წელს გადაღებული მასალების საფუძველზეა შექმნილი და თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში არსებული სპორტული დარბაზის ცხოვრებას ასახავს. აქ სხვადასხვა ასაკის მამაკაცები ქართულ და შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ემზადებიან. როგორც ამ სივრცეში ამბობენ, ბრძოლა ყველგანაა მოსალოდნელი, დღისით თუ ღამით, სოფელში თუ ქალაქში, ქორწილში თუ სხვა ტიპის ლხინში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველგან, სადაც ჩხუბები ხდება. ბაშვები აქ მთელი წელი ემზადებიან, რომ წლის ბოლოს შემაჯამებელ შეჯიბრზე გამოვიდნენ. სპეციალურად მოწყობილ დარბაზში ორთაბრძოლას მათი მშობლები და ოჯახის ახლობლები დაესწრებიან.

როგორც მშობლების უმრავლესობა ხსნის ეს სივრცე მხოლოდ ფიზიკური აქტივობისთვის არ შეურჩევიათ, მათი შვილები აქ ტრადიციებზე დაფუძნებულ ღირებულებებსაც ეუფლებიან.

პატარა მებრძოლები წლის ბოლოს რინგზე ასპარეზობენ, ზოგი იმარჯვებს, ზოგი ვერა, ზოგი აგრძელებს აქ სიარულს, ზოგი ტოვებს წრეს, მოდიან ახლებიც, ადამიანები იცვლებიან თუმცა, ბრძოლა როგორც მამაკაცისათვის აუცილებელი უნარი -  უცვლელი რჩება.