ქალები ვარდისფერი ბაფთით

ავტორი: სოფი მდივნიშვილი
11.12.19
გამოცემა: შიში

მარი ბობოხიამ პირველად მაშინ იტირა, როცა გაიგო, რომ მკერდის სიმსივნე ჰქონდა. ყველაზე მძიმე შვილთან განშორების გააზრება აღმოჩნდა. ვერ წარმოიდგინა როგორ უნდა გაზრდილიყო დედის გარეშე. ძალა მალევე მოიკრიბა. ცრემლებიც შეიშრო თვალებზე და საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ გადარჩენისთვის იბრძოლებდა. 

კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა საქართველოში, ძუძუს კიბო მათ შორის პირველ ადგილზეა. ამ დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე, ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება (მარი ბობოხიას  შემთხვევაშიც, დაავადება რემისიის სტადიაშია), მაინც ბევრი ქალი იღუპება. “ზოგჯერ მიზეზი მხოლოდ უფულობაა, მკურნალობის ფულს ვერ იხდიან,” ამბობს ანა მაზანიშვილი “ევროპა დონნა საქართველოს” პრეზიდენტი და “ვარდისფერი სივრცის” თანადამფუძნებელი.

ეს სივრცე ქალებისთვისაა, რომლებსაც მკერდის კიბოს დიაგნოზი აქვთ. შეიძლება ითქვას, უსაფრთხო სივრცე, სადაც ქალებს შეუძლიათ ილაპარაკონ იმაზე, როგორ უმკლავდებიან ამ დაავადებას და მისგან გამოწვეულ შიშებს. ეს სივრცე ქალებს იმაზეც აწვდის ინფორმაციას,როგორ ებრძოლონ კიბოს და რა სერვისები შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან. ერთგვარი გაერთიანება შეიქმნა ქალების, რომლებმაც კიბო უკვე დაამარცხეს და დღეს უკვე შეუძლიათ სხვა ქალებს დაეხმარონ და გააძლიერონ.

“იმისთვის რომ ეს დაავადება დაამარცხო, ფინანსური და ემოციური მხარდაჭერა გადამწყვეტია,”ამბობს ნინო ბერიშვილი-სიხარულიძე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ქალებს არც ერთი აქვთ და არც მეორე.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ქალს უფასო სკრინინგის პროგრამას სთავაზობს და ქიმითერაპიის კურსის გარკვეულ ხარჯსაც აფინანსებს, კიბოს მკურნალობა მაინც ძვირია მოსახლეობისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს (ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს) მკურნალობის 50%-დან 70%-მდე უფინანსდებათ. მათთვის ვისაც, ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარზე მაღალი აქვს (დაახლოებით $340), სახელმწიფო მხოლოდ ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის კურსს აფინანსებს. ამ ადამიანებმა კერძო სადაზღვევო პაკეტიდანაც შეიძლება მიიღონ დაფინანსება, თუმცა ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე სად და რა პირობებით არიან დაზღვეულები. ადამიანთა იმ ჯგუფს კი, რომლის შემოსავალიც, წლიურად, 40 000 ლარს სცილდება, სახელმწიფოსგან არანაირი სერვისის მიღება არ შეუძლია.
ზოგჯერ ოჯახებს სახლების გაყიდვა უწევთ, ვალს იღებენ და ამის მიუხედავადაც, ვერ იხდიან მკურნალობის ფულს. ანას ისეთი შემთხვევებიც ახსენდება, როცა ქალები საერთოდ არ ამხელენ თავის დიაგნოზს ოჯახის წევრებთან, იციან რომ მაინც ვერ შეძლებენ მკურნალობას და აზრს ვერ ხედავენ.
“ადამიანი, რომელიც ამ დაავადებას ებრძვის, პარალელურად რატომ უნდა ფიქრობდეს ფულის შოვნაზე? ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავში იპოვოს ძალა როგორ მოერიოს კიბოს და როგორ განაგრძოს ცხოვრება?- გვეკითხება ანა.

სოფო მდივნიშვილი 5 ქალის ისტორიას გვიყვება, რომლებმაც საკუთარ თავში შიში დაამარცხეს და მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, მაინც განაგრძობენ განვითარებას.

26 წლის ასაკში, როცა სამი თვის ორსული ვიყავი, შევნიშნე, რომ კვანძი მქონდა. მითხრეს, რომ ბიოფსია იყო საჭირო, თუმცა ფეხმძიმობის გამო უარი ვუთხარი. მერვე თვეზე საკეისრო გამიკეთეს. კვანძი საგრძნობლად გადიდებულიყო

დავიწყე ანალიზების აღება, მინიმუნ 200-400 ლარი მჭირდებოდა თითო ვიზიტზე ექიმთან. ფინანსურად ნათესავები და მეგობრები მეხმარებოდნენ. ჩემს ძმას ვალები დაედო. დედაჩემმა ბინა დააგირავა, მეხმარებოდა ბავშვის გაზრდაშიც. იმ პერიოდში სოციალური დახმარება გვქონდა და ამიტომ ქიმიოთერაპიის კურსის ნაწილი ფინანსდებოდა.

დამიდგინეს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე , III სტადია. პირველ ქიმიოთერაპიაზე ცუდად გავხდი. მესამე წუთზე შემიჩერეს

უკვე ისეთ სტადიაზე გავიგე  კიბოს შესახებ, რომ ძალიან  შემეშინდა. პატარა  ბავშვი მყავდა გასაზრდელი. მაგრამ ვიცოდი არ უნდა დავნებებოდი და დავიწყე ბრძოლა. მეოთხე ქიმიოთერაპიის შემდეგ, კვანძი ამომკვეთეს. ამ დროს უკვე არც წარბი მქონდა, არც წამწამი. წარბს ვიხატავდი და ხანდახან შინიონით დავდიოდიკიდევ 4 ქიმიოთერაპიის კურსი დამიმატეს.  ახლა ექვს თვეში ერთხელ მიწევს  გამოკვლევაზე მისვლა. ამ ხარჯს  სამწუხაროდ, არავინ მიფინანსებს.

ცუდი ანამნეზი მქონდა. ექიმებს ეშინოდათ რომ ვერ გადავრჩებოდიპარალელურად, მიოპიის გამო, მუდმივად ვიყავი ოფთალმოლოგის კონტროლის ქვეშ. ქიმიოთერაპიის შემდეგ  საშიშროება იყო თვალის ბადურის ჩამოშლის. მაგრამ ძლიერი ორგანიზმის წყალობით, ესეც გადავლახე

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მოულოდნენლად  B ჰეპატიტი აღმომაჩნდაწამალი დამინიშნეს, რომელიც ყოველდღე უნდა დავლიოარც ამ ხარჯს აფინანსებს სახელმწიფო, ყოველ თვე 150 ლარი მხოლოდ ამ პრეპარატისთვის მჭირდება.

შიში რომ ეს დაავადება       გამიმეორდება, ცხადია, მაქვს. ერთი წლის წინ  დედა გარდამეცვალა და  ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა ეს განცდა. ჩემი ერთადერთი იმედი ახლა პატარა გაბრიელია.  მის გამო მზად ვარ ყველაფერი გადავიტანო.

მეშინოდა სიკვდილის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იმან შემაშინა, რომ ჩემს შვილთან ერთად ვეღარ ვიქნებოდი. მაინც მაგრად დავუდექი. ქიმიოთერაპიის კურსი, ზოგადად, ძალიან რთულია. მეოთხე გადასხმაზე ვფიქრობდი რომ აღარ გავაგრძელებდი, ვეღარ ვუძლებდი

წონაში მოვიმატე. ფრჩხილები, კბილები, ყველაფერი ნელ-ნელა მეშლებოდა. აღარც სიცოცხლე მინდოდა და აღარც არაფერი, მაგრამ ზუსტად ამ დროს მითხრა ექიმმა, რომ ქიმიოთერაპიის ახალ კურსს ვიწყებდიშედარებით სუსტს, ამიტომ თავისუფლად შევძლებდი აქტიურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. 

28 წლის ვიყავი როცა ერთ-ერთი გამოკვლევის დროს 9 მილიმეტრიანი წარმონაქმნი აღმომაჩნდა. გამოკვლევები თვეების განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოო დიაგნოზი იყო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, სტადია IV. 

კვლევები საკმაოდ ძვირია. დაახლოებით 10 000 აშშ დოლარი დანაზოგი მქონდა. ეს ფული მხოლოდ კვლევაში და ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსში მეყო. ახლა მშობლები მიფინანსებენ ყველანაირ ხარჯს. ამის გამო საცხოვრებელი სახლიც კი გაყიდეს. სახელმწიფო მკურნალობას მხოლოდ 18 თვე აფინანსებს. დღეს მე-2 ჯგუფის შშმ პირის პენსიას ვიღებ მარტო, თვეში 120 ლარს.

ისეთი დიაგნოზი დამისვევს, რომ გარეგნობაზე ფიქრი უკვე მეორეხარისხოვანი იყო, მაგრამ  ძალიან განვიცადე თმის ცვენა რომ დამეწყო. ასე კიბოს დიაგნოზზე არ მიდარდია. სარკეში ვიყურებოდი და იქ სულ სხვა ადამიანს ვხედავდი. ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი და ჩემი თავი ძალიან მეცოდებოდა. რაღაც დროის შემდეგ, ჩემმა თმამ გაზრდა დაიწყო. უფრო ლამაზი და ფაფუკი თმა ამომივიდა.

იმის საფრთხე, რომ შეიძლება თავიდან მომიწიოს ყველაფრის გადატანა, კარგად მაქვს გააზრებული. ახლა მკურნალობის პირველ ეტაპზე ვარ, ჯერ არც კი დამისრულებია. დიდი დრო სჭირდება. მაინც მჯერა რომ შემიძლია კიბო დავამარცხო და ჩემს თავს დავუბრუნდე.

2017
წელს, მაშინ 54 წლის ვიყავი, საშვილოსნოს ოპერაცია გავიკეთე. ეს ჩემთვის პირველი ოპერაცია იყო. როცა მწერდნენ, მაშინ პირველად დავინახე წარწერა - ,,ონკოლოგიური განყოფილება“, მანამდე არც ვიცოდი სად ვიწექი, შვილებმა დამიმალეს ჩემი ემოციურობის გამო

3 თვის შემდეგ განმეორებით კვლევაზე მივედი. ზუსტად ამ პერიოდში შევამჩნიე სიწითლე მკერდის გარშემო. ჩემს ოჯახში არავის ჰქონია სიმსივნის დიაგნოზი. კონსულტაციის დროს ექიმმა  მითხრა, რომ შეცდომა გაეპარათ. როგორც კი ხელით გამსინჯა, მაშინვე პირდაპირ მომახალა, კიბო გაქვსო. თან დაამატა, გაიხედე უკან, 3000 ძუძუა მოკვეთილიო
სხვა ექიმთანაც მივედი. დერეფანში მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რომ ორი შვილი მყავდა. მათი ბედნიერება მინდოდა მენახა, მე კი ეს დამემართა. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი და 19-20 წლის გოგოებს ვხედავდი. მეტირებოდა, თან მრცხვენოდა, მე უკვე დედა ვარ, ესენი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და ასეთ დღეში არ უნდა მხედავდნენთქო. თავი ხელში ავიყვანე. ზუსტად ამ დღეს შევხვდი ანა მაზანიშვილს და ბოლომდე მივენდე.

ოპერაცია გავიკეთე და საშიში აღარაფერი იყო. ქიმიო და სხივური თერაპიის კურსიც გავიარე და მას შემდეგ ,,ვარდისფერ სივრცეშიდავდივარ. იმდენი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი აქხანდახან ვფიქრობ, კიბო რომ არ დამმართნოდა, ხომ ვერასოდეს შევხვდებოდი მათ.

როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაშია, მას ფინანსური პრობლემის შიში დამატებით აღარ უნდა ჰქონდეს. სახელმწიფომ ხარჯების ნაწილი მე ამინაზღაურა. უფასო სკრინინგი საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ეტაპზეც არაფერი დაგჭირდება. პირიქით, შემოწმების შემდეგ თუ რამე აღმოგაჩნდაბევრი სირთულე სწორედ მაშინ იწყება

არ ვფიქრობ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერთ დღესაც შეიძლება თავიდან დაიწყოს. ამაზე ფიქრი ავუკრძალე ჩემს თავს. მჯერა, რომ როგორი დამოკიდებულებითაც მიუდგები შენ ამ დაავადებას, ისიც შესაბამისად მოგექცევა.

ყოველწლიურად
საქართველოში ონკოლოგიის 10 000-ზე მეტი შემთხვევაა. აქედან მეხუთედი ძუძუს კიბოა. რაოდენობრივად და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლითაც ყველაზე მეტნი ვართმას შემდეგ რაც ჩემი დიაგნოზი გავიგე, ბევრი ქალი გავიცანი იმავე მდგომარეობაში. ყოველთვის მაწუხებდა, რომ არ არსებობდა სივრცე, სადაც მათ პირადად შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი. სწორედ ამიტომ გაჩნდა “ვარდისფერი სივრცის” შექმნის იდეა.

ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერება ავამაღლოთმკურნალობის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაცია მივაწოდოთ და სოციალური მხარდაჭერაც შევთავაზოთ. ვცდილობთ ყველას ავუხსნათ, რა მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება. ამის ცოცხალი მაგალითი თავად ვარ. პირველ სტადიაში გავიგე რომ კიბო მქონდა და ამ შემთხვევიდან დღეს უკვე 6 წელია გასული.

საბაზისო პაკეტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს  მკურნალობის  50-70%- უფინანსებს. ამაში შედის ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და ოპერაციის ხარჯები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეპარატია ბისფოსფონატები, რომელიც ყველა იმ ადამიანს სჭირდება, ვინც ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ეს მედიკამენტი, ჯამში, 6000-დან 7000 ლარამდე ჯდება. ჩვენი ორგანიზაციისა და სახელმწიფოს  თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს მედიკამენტების ნაწილი პაციენტებს უფინანსდებათ.
სინამდვილეშირეაბილიტაციისა და პალიატიური ზრუნვის სერვისი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანები რომლებიც ამ დიაგნოზს ებრძვიან, მუდმივად არ ფიქრობდნენ ფულის შეგროვებაზე და მხოლოდ იმაზე ზრუნავდნენ, როგორ გაიმხნევონ თავი, როგორ იპოვონ ძალა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.
კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა რეგიონში. იქ მცხოვრები ქალები დიაგნოზს საერთოდ მალავენ, წინასწარ იციან, რომ მკურნალობის ხარჯებს ვერ გაწვდებიან. ამიტომაც სავალალო შედეგამდე მიდიან.

მე თვითონ ორმაგი მასტექტომია მაქვს გაკეთებულიმიუხედავად ამისა, მეც და ეს ქალებიც ვინარჩუნებთ ქალურობას, ბევრი რამეც გადავაფასეთ ცხოვრებაში... გავძლიერდით და გულწრფელად მინდა სხვა ქალებმაც დაიჯერონ, რომ კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის.

31 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და გავიგე დიაგნოზის შესახებ. მხოლოდ ერთ რამეზე ვდარდობდი, როგორ მეთქვა ეს ამბავი ოჯახის წევრებისთვის. არ იყო ადვილი იმის გააზრება, რომ კიბო მქონდა და შეიძლებოდა ძალიან მალე აღარ ვყოფილიყავი. ყველაზე მეტად ჩემს შვილზე ვდარდობდი, 8 წლისაც არ იყო. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთხელ ავტირდი. მერე ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა გადარჩენილიყო და ასე ვართ დღემდე.

არ მიფიქრია რა მეშველებოდა, ოღონდ გადავრჩენილიყავი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. სანამ გაირკვევოდა, ძალიან განვიცადე და ვინერვიულე ფინანსურ მხარეზე. საერთოდ არ ვიცოდი რა თანხაზე იყო ლაპარაკი. ისე გამოვიდა, რომ თითქმის ყველაფერს მიფინანსებს სახელმწიფო, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ყველაფერს უფინანსებენ. მე ჩავეტიო უბრალოდ იმ ლიმიტში.

მიუხედავად ყველაფრისა, შევძელი კარგად ვყოფილიყავი ფიზიკურად. ასჯერ უფრო მეტად მოვინდომე ლამაზად ყოფნა, რომ ავადმყოფს არ დავმსგავსებოდი და მართლაც, არავის სჯეროდა, რომ კიბოს ვებრძოდი. რაც არასდროს გტოვებს, რეციდივის შიშია. ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო ამაზე, თუმცა ექვს თვეში ერთხელ გამოკვლევების დროს ვკვდები და ახლიდან ვიბადები.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი დამოკიდებულება გექნება ამ დაავადებასთან. შიში მაშინვე ქრება თუ მყარად დაუდგები. მეც ასე მოვიქეცი, პირველ რიგში, ჩემი შვილის მომავლისთვის.
ნინო ბერიშვილი-სიხარულიძე
ნინი წიკლაური
ლალი ტატიშვილი
მარი ბობოხია
,,ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და ,,ვარდისფერი სივრცის“ თანადამფუძნებელი ანა მაზანიშვილი.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია