შოთა ნოზაძის 13 სულიანი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო თხილის მოსავალია. ყოველ ზაფხულს შოთა მეუღლესთან და 11 შვილთან ერთად დაუღალავად შრომობს, რომ თხილი დროულად მოკრიფოს, გაარჩიოს და გაყიდოს, რათა ამ თანხით შვილებს ტანსაცმელი, წიგნები და სასკოლო ნივთები შეუძინოს. წელს თხილის მოსავალი გურიაში წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად ცოტა და უხარისხო გამოდგა, ამის მიზეზი კი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მწერი-აზიური ფაროსანაა.
ავტორები
მარიამ ხუციშვილი
ავტორის ისტორიები
თხილის მავნებელი მწერი საქართველოში
63 წლის გენადი ბოსიკოვი მეუღლესთან ერთად ცდილობს მამა პაპისეულ მიწა–წყალს მოუაროს, შრომას არ იშურებს, მოყავს მოსავალი და გულუხვად უნაწილებს ყველა სტუმარს. სტუმარი ძალაინ იშვიათად ჰყავთ, ისინი ხომ სოფლის ერთადერთი მკვიდრნი არიან. შვილები ავსტრიაში ცხოვრობენ, ძალიან იშვიათად ჩამოდიან. გენადი ყველაზე მეტად უშუქობას განიცდის, საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა ყველაზე მეტად აშინებს, იმის გამო რომ საოკუპაციო ზოლთან ძალიან ახლოს ცხოვრობს, ყოველ დღე იმის ფიქრი აქვს, რომ ერთ დღეს მის სოფელსაც დაეპატრონებიან ოკუპანტები. ძალიან ენატრება ის დრო როცა სოფელი სავსე იყო, ენატრება შვილები, ნათესავები, მაგრამ ამბობს რომ სანამ ცოცხალია არ მიატოვებს სოფელს, მამამისის ხსოვნის საპატივცემულოდ.
ღმერთის ანაბარა დარჩენილები
22 წლის რეზიკო ყურშუბაძე მსახიობობაზე ოცნებობს. იგი ბათუმის 26–ე საჯარო სკოლაში სწავლობს, მე–11 კლასშია და პარალელურად ძერწვას, ხატავს და სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება. სივრცე, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს მისთვის სიმშვიდესთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. 26-ე სკოლაში სულ 419 ბავშვი სწავლობს და იგი 12-დან ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ინტეგრირებულ კლასებში სწავლობენ. სკოლაში შექმნილია სივრცე, სადაც მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, ხატვის, ბატიკის და მსახიობის ოსტატობის შემსწავლელი ჯგუფები. მოსწავლეებს ხშირად აქვთ გამოფენები და გასტროლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. რეზიკო სურს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობობა გააგრძელოს და მომავალში „დიდ სცენაზე” გამოსვლის იმედი აქვს.
სივრცე ოცნებებისთვის
რაია კულატამიშვილი სააღდგომო მარხვის დაწყებამდე, თავისი 9 წლის შვილიშვილთან ერთად, ამზადებს ჭაინახუპს - ბრინჯს ქათმით, კვერცხით, ქიშმიშითა და წაბლით. 73 წლის ბებია კულინარიული რეცეპტებისა და მოგონებების გაზიარებით ცდილობს, თენგოს უდიური ტრადიციები გააცნოს. შვილიშვილი პირდება რაიას, რომ წინაპრების ტრადიციებს არ დაივიწყებს. ყვარლის რაიონ სოფელ ზინობიანის ერთადერთ სკოლაში თენგო გულმოდგინედ სწავლობს უდიურ ენას, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური ენების ოჯახს მიეკუთვნება.